x
მეტი
  • 05.12.2021
  • სტატია:115404
  • ვიდეო:352810
  • სურათი:489349
საქართველოსა და ქართველი ხალხის დიდი მეგობარი არტულ ლაისტი იმერლების შესახებ წერდა
image

ცოცხალი იმერლისა და უფრო მძიმე ხასიათის აღმოსავლეთ საქართველოს მცხოვრებთა შორის არის დიდი განსხვავება.

იმერლების დამახასიათებელი თვისებაა სიმარდე. ისინი მოქნილნი, ჭკუამახვილნი, კარგი მოლაპარაკენი, მაგრამ ამასთან ერთად ზარმაცებიც არიან, ეს სამხრეთის ხალხის დამახასიათებელი თვისებაა.

იმერლები უფრო მხიარული ხალხია, ვიდრე აღმოსავლეთის მხრის ქართველები. მათ თავისი განმანსხვავებელი თვისებები უსათუოდ თანდათანობით გადმოიღეს წარსულში ბერძენთა მცხოვრებლებისგან.


ვინც საბერძნეთში ყოფილა, განსაკუთრებით ათენში და დაკვირვებია ბერძენთა ცხოვრებას სხვადასხვა გარემოებაში, ის დარწმუნდება რომ მათი ცხოვრება ძალიან ჰგავს იმერლების ცხოვრებას, ამითვე შეიძლება დამტკიცდეს იმერლების ნიჭი ვაჭრობაში.

ცოცხალი ტემპერამენტისა და ლაპარაკის უნარის მხრივ ბერძნებს იმერლებს ბევრი საერთო აქვთ.

იმერული კილო გამოითქმება ჩქარა და ხშირად არ გვაძლევს დროს დაუფიქრდე მის აზრს.

იმერლები ძალიან ნიჭიერი მსახიობები არიან, როგორც ცხოვრებაში, ისე სცენაზეც, ამით აიხსნება ის შემთხვევაც, რომ მსახიობთა უმეტესი ნაწილი ქართულ სცენაზე იმერლები არიან.

ოცი ან ოცდაათი წლის შემდეგ ისინი დაიპყრობენ სხვა პროფესიებსაც, რომელშიაც ჯერ არ არიან გაწაფულნი.

21
512
3-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
512
  
18 ივნისი, 22:05
ნერვები დაიწყნარეთ და ზრდილობა იქონიეთ. და თუ არ გინდათ ვინმემ დააკომენტაროს თქვენს პოსტებზე, კომენტარების ველი გამორთეთ. ფალსიფიკაცია არის თუ არა, იმან შეაფასოს, ვისაც ფაქტების გაანალიზება შეუძლია. საკმარისად არსებობს არქეოლოგიური აღმოჩენები მთელი საქართველის ტერიტორიაზე, წერილობითი წყაროები, ცნობილი მეცნიერების კვლევები და გენეტიკური კვლევები იმისთვის, რომ იმ ცივილიზაციის დაკავშირება ქართველურ მოდგმასთან მოხდეს და სულ მცირე, ამასთან დაკავშირებით კვლევები ჩატარდეს. გნებავთ, კომენტარები თვითონ წაშალეთ, მე ამას არ გავაკეთებ.
ეხლა ამ შაირობით ამ პოსტზე ნუ გავაგრძელებთ, კეთილისნებით აალაგეთ თქვენი კომენტარები და აუდეთ ამ პოსტიდან და გინდა კოლხი იყავ და გინდა შუმერი. ისე ეგვიპტური ძველი დინასტიებიდან რომ დაგეწყო ისეთი ნიჭიერი ფალსიფიკატორები ხართ ზოგიერთნი ეგეც გამოგივიდოდათ. აბა ალაგდა კომენტარები!
14 ივნისი, 22:34
არამარტო :) ასევე წაკითხულის გააზრების, გაანალიზების და დასკვნების ისე გამოტანის უნარიც არ გაწყენდათ. განვმეორდები, თუ მიზანმიმართულად იღებთ ამ მდგომარეობას - ,,ვერ ვხედავ, არ მესმის, არ ვსაუბრობ'', მაშინ ყველაფერი გასაგებია.
მეგრელებზე ვიბოღმები ხოომ? :დ
11 ივნისი, 17:09
დიახ :) აშკარად გჭირდებათ. :)
11 ივნისი, 13:18
არ ვიცი, ასე რამ დაგბოღმათ (სავარაუდოდ, ვიღაც მეგრელმა დიდი ტკივილი მოგაყენათ და ალბათ ამიტომ მოდის თქვენგან ამდენი ღვარძლი), რომ ამ მდგომარეობას იღებთ - ,,ვერ ვხედავ, არ მესმის, არ ვსაუბრობ'' :) მართალია არაადეკვატურ ადამიანთან ამის გამეორებას აზრი არ აქვს, მაგრამ განვმეორდები, არანაირ
,,მეგრულ'' (მართლა სახალისოა :) ) ამოკითხვაზე იქ საუბარი არ არის. იქნებ გვითხრათ, რა პროფესიის ბრძანდებით, როცა ასეთ თამამ განცხადებას აკეთებთ: ,,არათუ მსჯელობა, განხილვადაც არ ღირს ეს საკითხი''.
აქვე მინდა განბოღმვა გისურვოთ :) ცუდი გრძნობაა, სხეულსაც და სულსაც ერთნაირად ვნებს.
არათუ მსჯელობა, განხილვადაც არ ღირს ეს საკითხი. გინდა კოლხი იყავით და იგნდა შუმერი. :დ კარგად გამოაკვლევინეთ მაგ ჭკუის კოლოფ მეცნიერს იქნებ გრაკლიანზეც კოლხური (მეგრული კალოჩე) ანბანი აღმოაჩინოს. :დ
10 ივნისი, 20:31
 როგორც ჩანს, თქვენ ყურადღებით არ გაცნობიხართ ჩემს ნაწერს და არც ბატონი გიას ნაშრომებს, რომელსაც თქვენს მსგავსად სწორედ იმაში დებდნენ ბრალს, რომ მან ეს დისკო მეგრულად წაიკითხა (სახალისოა :) ). 1. მის მიერ წარწერის წაკითხვას შესაბამისი მსჯელობით სჭირდება გაბათილება და არა იმით, რომ ეს არასწორია, რადგან ვინმეს ასე სურს (აქვე ვიმედოვნებ რისმაგ გორდეზიანს და თამაზ გამყრელიძესაც ,,მეგრელ შიზოფრენიკებს'' არ მიაკუთვნებთ :). 2. რაც შეეხება გენებს, შემიძლია ეს ვიდეო-რგოლი გირჩიოთ ,,ილიაუნის სამეცნიერო კაფე: ადამიანის გენები, ენები და კავკასიის მთები'' (იუთუბში მოძებნეთ), მოუსმინეთ და კარგად გაანალიზეთ. 3. ისევ განვმეორდები, მის (კვაშილავას) წინათქმას უფრო მივაქცევდი ყურადღებას, სადაც ის ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერების ნაშრომებს და მოსაზრებებს იყენებს იმის დასამტკიცებლად, რომ კრეტის მინოსურ და მომდებარე კუნძულების კულტურის და ცივილიზაციის ქართველურ ტოომებთან დასაკავშირებლად მყარი საფუძველი არსებობს. ეს მოსაზრებები მაინც მისი დაწერილი არ არის. ყურადღებით გაეცანით ამ ნაწილს. 4. იმ მეცნიერების გამოხმაურებების მოძებნა არ გაგიჭირდებათ, რომლებიც ასევე მუშაობენ ფესტოსის დისკოს თემაზე და ვინც ბატონი გიას შრომები შეაფასა. თუ ეს ერთი ადამიანი ამდენ ასე ვთქვათ ,,წონიანი'' უნივერსიტეტის პროფესორს თავბრუს ახვევს, მაშინ ჰიპნოზის დიდოსტატი ყოფილა. :) ისე მეც მეგრელი ვარ და შიზოფრენიას ნამდვილად არ ვუჩივი, მცირე უძილობას კი, სამსახურიდან გამომდინარე. :) ამისთანა რა დაგიშავეთ მეგრელებმა, ასე რომ გამოგვლანძღეთ. :)
ფესკოს დისკოს ქართულთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგ იეროგლიფებს ბერძებიც თავისებურად კითხულობენ და ყველა სხვაც ვინც აცხადებს მის იდენტობაზე პრეტენზიას, შესაბამისად არშემდგარი პროფესორი კვაშილავამ იფიქრა იფიქრა და მოიფიქრა რომ დისკოზე მეგრულად წერია, მეგრელებს ხომ შიზოფრენიის უკიდერესი მიდრეკილება ახასიათებთ და რა გასაკვირია? ხან კოლხები არიან და ხან ბასკები :დ :დ არანაირი კოლხები, პელაზგები და ეტრუსკები არ არიან ქართველებთან კავშირში - ის სხვა გენია, სხვა მოდგმა, ჩვენ სხვა...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10