x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დედამიწა მაღალგანვითარებული ცივილიზაციების კარიერი იყო?!

არსებობს თეორია იმის შესახებ, რომ დედამიწა – უზარმაზარი მაღარო იყო, ზოგიერთი მაღალგანვითარებული ცივილიზაციისთვის.

ცივილიზაციის განვითარების მთელი ისტორიის მანძილზე, ადამიანებს ნედლეული ესაჭიროებათ. და რაც უფრო ძველია ცივილიზაცია, მით მეტი წიაღისეულია საჭირო მისთვის... და როგორც ყველასთვის ცნობილია, არსებობის და განვითარებისთვის, სხვადასხვა სახის რესურსის მოპოვება ქანებიდან ხდება.


image


სხვადასხვა ქიმიური ელემენტი სამყაროში, მეტად არათანაბრად არის განაწილებული. რაღაც, შეიძლება, უხვად იყოს ჩვენს პლანეტაზე, სხვა რაღაც კი, პირიქით, შეიძლება საკმარისი რაოდენობის არ იყოს. ამიტომ, თუ წარმოვიდგენთ, რომ გარკვეულმა ცივილიზაციამ დედამიწაზე აღმოაჩინა მისთვის ღირებული რესურსები, სავსებით ლოგიკური იქნებოდა, მისი მოპოვება და საკუთარ პლანეტაზე გაგზავნა.

ეს თეორია თანამედროვე სამთო მოპოვების ობიექტების და «ბუნებრივი ძეგლების» სურათების შედარებით დაიბადა. თუ კარიერი ახლოდან არ გინახავთ, შეგიძლიათ ფოტოზე ნახოთ, თუ როგორ კვალს ტოვებს ქანებზე სამთო ექსკავატორი – ეს კარიერია მკვეთრად გამოხატული იარუსებით.


ეს კი, თითქოს და, ბუნებრივად ჩამოყალიბებული მთებია:imageუოტკინსის მთები, გრენლანდია


დააკვირდით, ყველა მთა ერთმანეთს ჰგავს. ნუთუ ეს ბუნებრივი ეროზიის შედეგია?

ეს კი ჩინეთია, – იანშანის კარიერი, სადაც საოცრად გლუვი მეგალითებია.image


იაპონიაშიც არის «დამუშავებული» მთები, რომელსაც ჩვენი ცივილიზაციის ხელი არ შეხებია:image


«ბუნებრივი» ეროზიის კვალი დიდ კანიონზეც აღიბეჭდა:image


მოპოვების შემდეგ, მადნის გამდიდრება არის საჭირო. მიზანშეწონილია მისი დამუშავება ახლომდებარე სამთო–გადამამუშავებელ ქარხანაში. გადამუშავების შემდეგ, საჭირო კონცენტრატის მადანს იღებენ, ხოლო ფუჭ ქანებს ყრიან. დიდი რაოდენობით გადამუშავებული ქანი ხელოვნურ მთას ე. წ. ტერიკონს ქმნის.

ასეთი მთის სიმაღლე, შეიძლება, რამდენიმე ასეულ მეტრსაც აღწევდეს. შიგნით, ხშირ შემთხვევაში, ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს. ზოგჯერ ეს ქანები, ჭარბი ზეწოლის და მაღალი წნევის გამო, იწვის და ფეთქდება კიდეც. თუ ჩავთვლით, რომ მადნის მოპოვება პლანეტარული მასშტაბით ხდებოდა, მაშინ ტერიკონიც ბევრი უნდა იყოს… და ასეც არის. ამ თეორიის თანახმად, ბევრი ბორცვი და ვულკანი, სხვა არაფერია, თუ არა გადამუშავებული ქანების გროვა. ამის მტკიცებულება კი ის არის, რომ მათი უმრავლესობა ფხვიერი ქანებისგან შედგება.


image


ერთის მხრივ, ამ ყველაფრის დაჯერება ძნელია, მაგრამ, მეორე მხრივ, სამთო მოპოვების შედეგების აშკარა მსგავსის უარყოფა, ამ «ბუნების ძეგლებთან» შეუძლებელია. და რადგან მსგავსი მტკიცებულება მთელ მსოფლიოში გვხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმოების მასშტაბები კოლოსალური იყო.




image

არხის სხვა სიახლეები:


* იდუმალი და სახიფათო კარი და საცავი მსოფლიოში

* ყველაზე საინტერესო ფაქტები ევროპის ქვეყნების შესახებ

* 20 ნაკლებად ცნობილი და უცნაური ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ

* 10 ექსტრემალური და უცნაური ფაქტი მზის სისტემის შესახებ

* საინტერესო ფაქტები ავსტრალიის შესახებ, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ

* აღმოჩენილია პლანეტა, რომლიდანაც დედამიწაზე სიცოცხლე გავრცელდა

* მიწისქვეშა ცივილიზაციებმა შესაძლოა თავი გაამჟღავნონ


1
1254
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1254
  
30 ივნისი, 19:23
არაფერი არ მოიპოვება დედამიწაზე ისეთი რაც არ მოიპოვება სხვა პლანეტებზე (ორგანულს არ ვგულისხმობ მაგრამ ალბათ ეგეც)
0 1 1