x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
10 ყველაზე ძებნილი კრიმინალი FBI- ს და ინტერპოლის მიერ - მსოფლიო მათ ეძებს!

FBI, CIA ან Interpool… ეს სპეც-სამსახურები უდაოდ ასრულებენ ყველაზე რთულ მისიებს მსოფლიოში. ამ გუნდების წყალობით მსოფლიოს ყველაზე საშიშ დამნაშავეებს უფრო ადვილად იჭერენ. თუმცა დღემდე არის 10 ძებნილი, რომელსაც მთელი მსოფლიო ეძებს. წარმოგიდგენთ მათ ჩამონათვალს...


image








აიმან ეზ-ზავაჰირი - ცნობილი იყო როგორც ეგვიპტელი თეოლოგი. შემდეგ შეურთდება შეიარაღებულ დაჯგუფებას და დღეს დღეობით ალ-ქაიდას ლიდერად მოიხსენიებენ. მას ცოლი და 6 შვილი ჰყავს, აქედან სამი 2011 წელს ავღანეთში მომხდარი სპეც-ოპერაციის დროს დაიღუპა. უსამა ბინ-ლადენის სიკვდილის შემდეგ, გახდა მსოფლიოს ყველაზე საშიში ტერორისტული დაჯგუფების, ალ ქაიდას ლიდერი. აშშ-ს მთავრობას 25 მილიონი დოლარი აქვს გამოყოფილი მისთვის, ვინც ამ პიროვნებას დაიჭერს. აიმან ეზ-ზავაჰირი დღემდე ინტერპოლის სიის სათავეშია.

image





დაუდ იბრაჰიმი - ინდოელი მოღალატე, რომელსაც ინტერპოლი აქტიურად ეძებს. მასზე ჯილდო 20 მილიონი ევროა. დაუდ იბრაჰიმმა მონაწილეობა მიიღო ათობით შეთქმულებაში, რომელიც ინდოეთის წინააღმდეგ იყო. მან ათობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა, გარდა ამისა ერთ-ერთი ძლიერი ნარკორეალიზატორია აზიურ ქვეყნებში. 1993 წელს მუმბაიში მომხდარი აფეთქების მთავარი ორგანიზატორი და ამავდროულად პაკისტანური ტერორისტული დაჯგუფების ლიდერია. 26 წლიანი ძებნის მიუხედავად, იბრაჰიმის დაკავება დღემდე ვერ მოხერხდა.

image





აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი - ISIS ლიდერი. 1971 წელს საშუალო კლასის ოჯახში დაიბადა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, შეუერთდა სხვადასხვა დაჯგუფებებს, საბოლოოდ კი შექმნა "ისის" ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ალ -ქაიდას შემდეგ ყველაზე ძლიერი და სახიფათო იყო მსოფლიოსთვის. მისი ლიდერობით მსოფლიოში უამრავი უდანაშაულო ადამიანი მოკვდა, მხოლოდ ერთ თვეში თურქეთში ათობით ტერაქტი განახორციელა. აშშ-მ მასზე 10-25 მილიონი დოლარი ჯილდო დააწესა, თუმცა ვერც FBI-მ, ვერ CIA-მ და ვერც Interpool-მა მოახერხა მისი პოვნა.

image





სემიონ მოგილევიჩი - რუსული მაფიის ლიდერი. Fbi-ის მიერ ძებნილი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სახიფათო მაფიოზად მიიჩნევა. მოგილევიჩი წარმოშობით უკრაინელია. ცნობილია, როგორც "დონ სემიონი". მისივე შექმნილია მაფიოზური დაჯგუფება - "Solntsevskaya Bratva". სემიონი დღეს 72 წლისაა და მის კვალს ვერ აგნებენ, სხვადასხვა წყაროების თანახმად, ის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მოკავშირე და მეგობარია.


image




ალიმჟან ტოხტახუნოვი - ამ ბიძა კაცის გარეგნობამ არ მოგატყუოთ. მას არ აქვს ისეთი დანაშაულები როგორიცაა: ნარკოტიკებით ვაჭრობა, ტრეფიკინგი და სხვა... თუმცა ბრალი ედება 2002 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩაწყობაზე, გარდა ამისა, აშშ-ში არალეგალურად მომუშავე კაზინოების მოწილეცაა. ინტერპლით იძებნება.

image





ჯოზეფ კონი - ერთ-ერთი სასტიკი ტერორისტი მსოფლიოში. მას ზედმეტსახელად "უგანდელ ჯარის მეთაურს" ეძახიან. ის თვლის, რომ ყოველდღე ესაუბრება ღმერთს და ასრულებს მის ბრძანებებს. მის მიმდევრებს მისი სჯერათ, რის გამოც ათასობით ბავშვს იტაცებენ და მკვლელად აყალიბებენ. როგორც ცნობილია, კონი ახალწვეულებს საკუთარი ოჯახის ამოხოცვას სთხოვს, რათა დარწმუნდეს მათ ძმობაში. წლების მას ეძებენ სხვადასხვა საშუალებებით, თუმცა უშედეგოდ!

image





მატეო მესინა დენარო - "მაფია იტალიანო" ან კიდევ "მაფია სიცილიანო". მსოფლიოს ყველაზე საშიში ადამიანების რეიტინგში ყოველთვის ხვდება. მის სახელზე უამრავი მკვლელობაა, მან დაახრჩო საკუთარი ორსული შეყვარებული. 2002 წელს მას სამუდამო მიუსაჯეს, თუმცა დაკავება ვერ მოხერხდა. მატეო დღემდე იძებნება და რათქმა უნდა უშედეგოდ...

image





ფელიციენ კაბუგა - რუანდელი ბიზნესმენი და მილიონერი. ის პასუხისმგებელია რუანდის გენოციდზე, ერთ -ერთი ყველაზე საზიზღარი ქმედება კაცობრიობის ისტორიაში. აფრიკაში ძებნილთა შორის პირველ ადგილს იკავებს. მან დააფინანსა ისეთი ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებმაც მილიონამდე რუანდელი მოკლეს. ცოცხალი თუ მკვდარი მისი პოვნა ვერ მოხერხდა.

image





ომიდ თახვილი - "ნინო". კანადელი დაჯგუფების ლიდერი, რომელიც ნარკო მოვაჭრე და ადამიანის გატაცებებში იღებდა მონაწილეობას. აშშ მის მპოვნელს 4 მილიონ დოლარს პირდება.

image





ისმაელ ზამბადა გარსია - თავდაპირველად ფერმერმა, ისმაელ ზამბადა გარსიამ ისევე როგორც სხვა ჭკვიანი ნარკობარონები, დაიწყო მცირე რაოდენობით გაყიდვით და უცებ საკმაოდ სწრაფად მოუმატა. ის მუშაობდა ცნობილ ნარკობარონთან, მექსიკელ ხუაკიმ გუცმანთან, რომელთანაც უთანხმოების გამო ურთიერთობა შეწყვიტა და შექმნა საკუთარი გუნდი. ამფრეტამინის მამად ცნობილ ნარკობარონს დღემდე აქტიურად ეძებენ!

image





























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>




10 ქვეყანა, რომელთა დაპყრობაც თითქმის შეუძლებელია!

image



მეცნიერულად შეუძლებელი, მაგრამ 5 რეალური ადგილი დედამიწაზე!

image



ამ დამთხვევების შემდეგ ვრწმუნდებით, რომ დედამიწაზე არსებობს რაღაც უცნაური!

image



ცხოვრება მოულოდნელობებით აღსავსეა - კადრი დაქორწინებამდე რამოდენიმე წლით ადრე...

image



ველური ცხოველები, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ადამიანების სახლებს

image



კატა "ოსკარი" - სიკვდილის წინასწარმეტყველება

image



რატომ და რით გამოირჩევიან სკანდინავიელი ქალები მსოფლიოს სხვა ქალებისგან?

image



"ჩვენი ბავშვობა" - ამ ფოტოების მნიშვნელობას დღეს ბევრი ვერ მიხვდება...

image


0
2629
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2629
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0