x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
წითელი ხალიჩის 8 საიდუმლო: წებოვანი ლენტი, მაკორექტირებელი თეთრეული და მამაკაცის ქუსლიანი ფახსაცმელი
image


გაინტერესებთ, როგორ ახერხებენ ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე ყოველთვის ასე თვალისმომჭრელად და იდეალურად გამოიყურებოდნენ? ან ის თუ იცით, როგორ ირგებენ ცნობილი ქალბატონები საკმაოდ უხერხულ კაბებს ისე, რომ სხეულზე ზედმეტი არაფერი უჩანდეთ? დღევანდელ პოსტში ფარდას ავხსნი ვარსკვლავების იმ პატარა საიდუმლოებებს, რომელთა დახმარებითაც ისინი ყოველთვის ასე მიმზიდველად და ეფექტურად გამოიყურებიან. მაშ ასე...


image


რეალითი - შოუს სკანდალური ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი მეტისმეტად თამამი სამოსისა და ფოტოსესიების განსაკუთრებული მოყვარული გახლავთ. ლამაზმანს საკუთრი "ღირსებებისთვის" ლამაზი ფორმების მისანიჭებლად წებოვანი ლენტი ეხმარება.

image


მსახიობი ნიკოლ რიჩი უთასმებო სილიკონის ბიუსტჰალტერში, რომელიც მის მკერდს მადუნებელ ფორმებს ანიჭებს.


image


მოგეხსენებათ, რომ ტომ კრუზის სიმაღლე 170 სანტიმეტრია, ხოლო იმისთვის, რომ მაღალი კოლეგების გვერდით "შეუსრულებელი მისიის" ვარსკვლავმა თავი კიდევ უფრო დამაჯერებლად იგრძნოს ის ქუსლიან ფეხსაცმელს ატარებს.


image


ლენი კრავიცის თქმით, ნამდვილი როკ-ვარსკვლავები ტყავის შარვალს მხოლოდ შიშველ სხეულზე ატარებენ. ერთხელ, ერთ - ერთი კონცერტისას, ლეგენდარულ მუსიკოსს სცენაზე შარვალი ზედ სცენაზე გაეხა, ხოლო ფანებმა საყვარელი მომღერლის (და შემდეგ სრულიად მსოფლიომ) გენიტალიები იხილეს.


image


არის კაბები, რომელთა ქვეშ ბიუსტჰალტერს უბრალოდ ვერ ატარებ - ასეთ შემთხვევებში ვარსკვლავები, და მათ შორის ემა უოტსონიც დვრილებზე დასაკრავად სპეციალურ სილიკონის სტიკერებს იყენებს.


image


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თურმე ცნობილი მსახიობებიც ოფლიანდებიან. იმისთვის კი, რომ ოფლმა ძვირადღირებული სამოსი და მნიშვნელოვან ღონისძიებაზე გადაღებული ფოტო არ გააფუჭოს, ჯესიკა ბილი იღლიების ქვეშ ქაღალდის ხელსახოცებს იწყობს, რომლებსაც წითელ ხალიჩაზე გასვლამდე ცოტა ხნით ადრე იშორებს.

image


მომღერალი ტეილორ სვიფტი მკერდთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს ხშირად სწორედ "ფუშ - აფის" მეშვეობით მიმართავს.


image


ჯენიფერ გარნერმა ვარსკვლავების საიდუმლო გაამჟღავნა, როდესაც ფოტოგრაფებს მოკლე ქვედაბოლოს ქვეშიდან მაკორექტირებელი თეთრეული უჩვენა.



















0
1444
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1444