x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508488
თურქეთმა წარმატებით გამოსცადა, თვითმავალი ბორბლებიანი ჰაუბიცა "Т-155 Yavuz"

image როგორც თურქული გამომცემლობები იუწყებიან თურქეთმა წარმატებით გამოსცადა 155 მილიმეტრიანი 52 კალიბრიანი ბორბლებიანი, თვითმავალი ჰაუბიცა "Т-155 Yavuz". რომელიც დამონტაჟებულია "Т-6" პლატფორმაზე ბობრბლების ფორმულით 6X6-ზე. რომელიც დამზადებულ იქნა თურქულ მანქანათმშენებელი და ქიმიური წარმოების კორპორაციების მიერ.
ჰაუბიციდან იქნა გაკეთებული 6 მიმდევრობითი გასროლა, რომლებმაც წარმატებით გაანადგურეს დასახული სამიზნე. ჭურვის მაქსიმალური გადახრა სამიზნისგან 6 გასროლიდან იყო 1 მეტრი, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.
თვითმავალი საარტილერიო დანადგარის მომზადებას ჭურვის გასასროლად ჭირდება მაქსიმუმ 1 წუთი, ახალ საბრძოლო პოზიციაზე გადასვლას კი 2 წუთამდე.
თვითმავალი ჰაუბიცა იყენებს 3 ტიპის შორსმსროლელ ჭურვებს, რომელთა სროლის მანძილი 40 კილომეტრამდეა, აღნიშნულ რადიუსში თვითმავალი ჰაუბიციდან ნასროლ 3 ტიპის ჭურვს ეფექტურად შეუძლია გაანადგუროს ობიექტები, სამხედრო ტექნიკა და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა.
image თვითმავალი ჰაუბიცის კაბინა მსუბუქადაა დაჯავშნული, 2 მწკრივად განლაგებული სავარძლები განკუთვნილია ეკიპაჟის 5 წევრზე.
კაბინა დაცულია ტყვიებისა და ნამსხვრევებისაგან. ტექნიკის შემქმნელების თქმით მანქანა სრულადაა დაცული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებისაგან .
ძალოვანი აგრეგატი დიზელისაა და 480 ცხენისძალითაა, რაც თვითმავალ ჰაუბიცას საშუალებას აძლევს სწორ გზაზე 90 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს. სხვლის მარაგი კი 600 კილომეტრამდეა.
თვითმავალ ჰაუბიცას გვერდებზე გააჩნია სპეციალური დაცული სათავსი, სადაც სამივე ტიპის ჭურვები ინახება.
image

0
209
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
209