x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჟურნალი "The Wall Street Journal (WSJ)" აქვეყნებს სატელიტით გადაღებულ სურათებს, სადაც უკრაინის საზღვართან განლაგებული რუსული სამხედრო ავიაციაა განთავსებული

image სატელიტებით რუსეთ-უკრაინის საზღვართან გადაღებული სურათების შემდეგ უცხოელი ექსპერტები მივიდნენ ერთ დასკვნამდე, რუსეთს ბევრად მეტი სამხედრო ავიაციაა თავმოყრილი ვიდრე წარმოედგინათ.
კომერციული თანამგზავრებიდან გადაღებული სურათები ცხადყოფს, რომ სამხედრო აეროდრომებზე თავმოყრილია საფრონტო ბომბდამშენები, მოიერიშე ავიაცია, გამანადგურებლები და მათთან ერთად მრავალფუნქციური სამხედრო თვითმფრინავები.
image სამხედრო ექსპერტებმა შეისწავლეს სურათები სკრუპულოზურად და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყირიმის ერთერთ სამხედრო აეროდროზე, ასაფრენ ბილიკზე დგას საბჭოურ-რუსული მრავალფუნქციური გამანადგურებელი "Су-30", რომელიც 4+ თაობას მიეკუთვნება.
იმავე აეროდრომებზე მარტის ბოლოს გადაღებულ სურათებზე აღნიშნული თვითმფრინავები არ იმყოფებოდა.
image ჟურნალ "The Wall Street Journal (WSJ)" -ის სტატიაში სამხედრო ექსპერტები ამ სურათებზე დაკვივების მერე მტკიცებულებით ფორმაში ამბობენ, რომ უკრაინის საზღვართან ახლოს რუსულ აეროდრომებზეა განთავსებული რუსული სამხედრო ავიაცია, კერძოდ კი საუბარია მრავალფუნქციურ გამანადგურებელზე Су-30, ასევე შემდეგ თვითმფრინავებზე Су-34, Су-27, Су-25, Су-24. ასევე ჟურნალი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთ-უკრაინის საზღვართან თავმოყრილია რუსული დამრტყმელი ვერტმფრენები და სადაზვერვო დანიშნულების დრონები.





0
87
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
87