x
მეტი
  • 27.09.2021
  • სტატია:114574
  • ვიდეო:353949
  • სურათი:488151
როგორც გაზარდა და მოიშინაურა უფელმა გოგონამ მგელი
image

ახალგაზრდა ქალმა ქალაქ უფადან, სახელად ალიდამ, აიყვანა და გაზარდა მგლის ლეკვი, რომელიც დედამ არ მიიღო. გოგონა უვლიდა პატარას, რომელსაც სახელად კირა დაარქვა, გაზარდა და რაც მთავარია ისეა, აღზარდა, რომ - და ახლა ეს მშვენიერი ცხოველი მთლიანად მოშინაურებული მგელი გახდა.


კირა მგლის ჰიბრიდია. იგი დაიბადა ჩელიაბინსკის ოლქის ცხოველთა თავშესაფარ "იარი ვეტრაში" და სამწუხაროდ, მისმა მოშინაურებულმა დედა მგელმა ნაშიერი არ მიიკარა. მგელი ვერაფრით გადარჩენოდა ველურ ბუნებაში, ამიტომ თავშესაფრის თანამშრომლებმა დაიწყეს მისთვის პატრონის ძებნა.

image


მგლის ლეკვის წაყვანის და გაზრდის სურვილი, უფელმა გოგონამ, სახელად ალიდამ გამოთქვა.


ძუ მგელი 28 დღის იყო, როდესაც ალიდამ ის სახლში წაიყვანა, .გოგონა უვლიდა მას, ზრდიდა და თან, ასწავლიდა სოციალიზაციას, ეძებდა ინფორმაციას მგლებზე - ეს იყო ხანგრძლივი პროცესი, თავისი სირთულეებით, მაგრამ ამან შედეგი გამოიღო. როგორც ცნობილია თანდაყოლილი ნეოფობიის გამო, მგლებს ეშინიათ ყველაფერი ახლის მიღება, მაგრამ გოგონა კირას ფრთხილად აცნობდა ადმიანებს, ბავშვებს, ძაღლებს და დაჰყავდა ახალ ადგილებში.

image

image

გოგონას ძალისხმევამ შედეგი გამოიღო.მან მოახერხა კირას აღზრდა, როგორც მორჩილი და უვნებელი შინაური მგელი. როგორც პატრონი ამბობს, ის არ რეაგირებს ძაღლების აგრესიაზე, არავის პროვოცირებას არ ჰყვება, კარგად ეგუება ბავშვებს, აქვს სტაბილური ფსიქიკა. მისი მგელი მეგობრობს ალიდას 7 წლის ვაჟთან და მას დიდი სიფრთხილით და სიყვარულით ეპყრობა.

image

ინტერნეტში გოგონას ზოგჯერ აკრიტიკებენ, ზედაპირულად, კირას ისტორიის ცოდნის გარეშე, მაგრამ ძირითადად გამვლელები მგელზე დადებითად და ცნობისმოყვარედ რეაგირებენ. კითხვებს უსვამენ ალიდას. ინტერესდებიან მისი აღზრდის მეთოდებით, ითხოვენ მგელთან ფოტოების გადაღებას. მიუხედავად იმისა, რომ კირა 75% -ით მგელია, სინამდვილეში ის ბევრად უფრო მოწესრიგებულია, ვიდრე ზოგიერთი ძაღლი.

image

image

ალიდას და კირას ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ, მის "ინსტაგრამზე"

2
358
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
358
  
9 ივნისი, 0:33
მგონი ნახვადობას იპარავენ.ჰმ
9 ივნისი, 0:32
წავიკითხე სტატია და ისევ 176 ნახვაო. ორთქლი ვარ ამხელა ქალი?
0 1 2