25 ფაქტი ადამიანის სხეულის შესახებ, რომლებიც დაგიმტკიცებთ, თუ რამდენად უნიკალურია ყველა
საინტერესო ფაქტები თქვენი ადამიანის სხეულის შესახებ, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გქონდათ:
1. ადამიანების 25% აცემინებს, როცა მათ მზე ანათებთ. ამას სინათლერზე ცემინების რეფლექსი ჰქვია.

2. ადამიანების 12% 10 ჯერ უფრო მეტ ფერებსა და ჩრდილებს აღიქვამს ვიდრე სხვები.

3. ადამიანების მხოლოდ 30% -ს შეუძლია სურვილისამებრ გააფართოვოს ნესტოები. ეს კუნთები იმდენად იშვიათად გამოიყენება, რომ ადამიანების უმეტესობას ძალიან სუსტი აქვს და არც იყენებს.

4. 1% ზე ნაკლებ ადამიანებს შეუძლიათ მუსიკის დანახვა და ფერების მოსმენა. ამას სინესთეზიაც უწოდებენ.

5. ადამიანების 9 % შეიგრძნობს საპნის გემოს ქინძის ჭამისას. ქინძი ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ასევე გამოიყენება საპნის დამზადების დროს.

6. ადამიანების მხოლოდ 2 %-ია ბუნებრივად წითური, ასევე, კვლევებმა აჩვენა, რომ რეკლამებში უფრო ხშირად სწორედ წითურებს იღებენ.

7. ადამიანების 1% -ზე ნაკლებს აქვს ასეთი პატარა ხვრელი ყურში. ზოგიერთი ევოლუციონერი ბიოლოგი აცხადებს, რომ ისინი ადრე ლაყუჩებს წარმოადგენდნენ.

8. ადამიანების 10%-ს აქვს ე. წ. “მორტონის თითი", ანუ ფეხზე მეორე თითი შუაზე დიდი აქვს.

9. ხალხის მხოლოდ 5% -ს აქვს ქარვისფერი თვალები - ოქროსფერი ან სპილენძისფერი -ოქროსფერი მწვანე ან ყავისფერი.

10. ადამიანების 24%-ს შეუძლია ცალი წრბის აწევა, თუმცა ამისი სწავლაც შესაძლებელია.

11. სტვენა ადამიანების 33%-ს შეუძლია, თუმცა ამის სწავლაც პრაქტიკულად ყველას შეუძლია.

12. ადამიანების 4%-ს აქვს რეინოს დაავადება. ამ დროს დაბალი ტემპერატურისას ხელების ან ფეხების ნაწილი თეთრდება.

13. ადამიანების მხოლოდ 1 %-ს შეუძლია ორივე ხელის ერთნაირად კარგად ხმარება.

14. ადამიანების 1% სჭირდება ნაკლები ძილი, ვიდრე დანარჩენებს. მათი ძილის ციკლი უფრო სწრაფად მიდის ვიდრე სხვების.

15. ადამიანების 35%-ს არ აქვს სიბრძნის კბილი

16. ადამიანების 1%-ზე ნაკლები იბადება მცირე ზხომის თეთრი თმით.მას პოლიოზს უწოდებენ და მელანინის ნაკლებობა იწვევს.

17. მხოლოდ 40 ადამიანს აქვს ე. წ. “ოქროს სისხლი", ანუ ნულოვანი რეზუს-ფაქტორის.

18. ადამიანების 1%-ზე ნაკლებს გული მარჯვნივ აქვს

19. ადამიანების მხოლოდ 10%-ს აქვს ყურზე ე. წ. დარვინის ბორცვი, ითვლება, რომ მისი საშუალებიტ ადამიანები ხმის ტონალობას უკეთესად აღიქვამენ.

20. ბუნებრივად ქერა მხოლოდ ადამიანების 2%-ია

21. ადამიანების 1%-ს წამწამები ორ რიგად ეზრდებათ

22. ადამიანების 70% კოცნისას თავს მარჯვნივ ხრის. ეს იმიტომ ხდება, რომ სახის მარცხენა მხარე უფრო მეტ ემოციას აჩენს და ქვეცნობიერად გვინდა პარტნიორს უფრო ემოციური მხარე ვაჩვენოთ.

23. ადამიანების 35%-ს აქვს იდეალური მხედველობა

24. ადამიანების 10 %-ს შეუძლია ენით ცხვირს მიწვდეს

25. სახსრების ჰიპერმობილობა აქვს ადამიანების 20% -ს. ეს არის გენეტიკური თვისება, რომელიც დაკავშირებულია შემაერთებელ ქსოვილებში კოლაგენის შემცველობასთან.
