x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სილამაზის უცნაური სტანდარტები: ის, რაც ჩვენთვის საშინელი და უჩვეულოა, ჩინეთში - სილამაზის სიმბოლოა
image


სრულიად თავისუფლად შეგვიძლია ჩინეთს ყველაზე ორაზროვანი ქვეყანა ვუწოდოთ. ის აღაფრთოვანებს, მაგრამ ამავე დროს აოცებს. ჭუნგუოს (ასე უწოდებენ ჩინელები თავიანთ ქვეყანას) მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, რომლებიც სათავეს ათასი წლის წინ იღებენ, თუმცა ზოგიერთი მათი ჩვევა ჩვენთვის დღემდე მაინც გაუგებრად და შემზარავადაც კი ითვლება, მაგრამ თავად ჩინეთში ეს ყოველივე სილამაზისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევა.





მოკლე ქვედატანი


image


და ეს უბრალო მინი არ გეგონოთ, საუბარია ულტრა - მინი ქვედაბოლოებზე, რის გამოც გოგონები მის ქვემოთ როგორც წესი, ე.წ. "ველოსიპედების" მსგავსს შორტებს ატარებენ, და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ასეთ ექსტრავაგანტურ მინიში შესაძლებელია ნებისმიერი ასაკის ქალბატონის ხილვა, და ფეხების სილამაზე იქ არავის ადარდებს.




ფერმკრთალი კანი და ჩაღრმავება ტუჩებზე


image


ჩინეთში თოვლივით თეთრი კანი სილამაზისა და კეთილშობილების სიმბოლოდ ითვლება, თუმცა ჩინელი ქალების უმეტესობას მუქი კანი აქვს. ამიტომ, უამრავი კოსმეტიკური საშუალება არსებობს, რომელთა საშუალებითაც გოგონები კანს ითეთრებენ. ჩინელებს მოსწონთ ტუჩებზე ნაკბენის ეფექტის შექმნა, ამიტომ ტუჩსაცხს ისინი მხოლოდ ტუჩების ცენტრალურ ნაწილზე ისვამენ, რაც დამეთანხმებით, რომ არც თუ ეფექტურად გამოიყურება.



თმიანობა სხეულზე


image


ჩინელი ქალები სხეულიდან თმას არ იშორებენ: იღლიები, ხელები და ფეხები ყოველთვის ბუნებრივ მდგომარეობაში რჩება. გაგიკვირდებათ, და გოგონები ამით ამაყობენ კიდეც და ყველანაირად ცდილობენ თავიანთი ამ თავისებურებების საჯაროდ დემონსტრირებასაც.





გრძელი ფრჩხილები მამაკაცებში


image


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ჩინეთში გრძელი ფრჩხილები უზრუნველყოფილებისა და ერთგვარი არისტოკრატიზმის ნიშანია. ჩინელების აზრით, თუ მამაკაცმა ასეთი ფრჩხილების გაზრდა შეძლო, ეს იმაზე მიანიშნებს რომ ის მძიმე ფიზიკურ შრომას არ ეწევა. გარკვეული დისკომფორტის მიუხედავად, მამაკაცებს აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნება მაინც სურთ, ამიტომ ისინი ნეკა თითზე ფრჩხილებს იზრდიან, და ამ ტრენდს განურჩევლად, როგორც მოხუცები, ასევე ახალგაზრდებიც მიყვებიან.














0
210
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
210