x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჩინელი ვირუსოლოგი,რომელიც ამტკიცებს,რომ ვირუსმა ლაბორატორიიდან გაჟონა,ენტონი ფაუჩი დაადანაშაულა "სიმართლის" დამალვაში

image

ჩინელი ვირუსოლოგი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თქვა, რომ კორონავირუსმა ლაბორატორიიდან გაჟონა, ენტონი ფაუჩი და წამყვანი მეცნიერები დაადანაშაულა სიმართლის დამალვაში.



დოქტორი ლი-მენგ იანგი ირწმუნება, რომ კორონავირუსი ბიოლოგიური იარაღია და დოქტორ ენტონი ფაუჩს ადანაშაულებს იმაში, რომ იგი იმ მეცნიერებისა და ორგანიზაციების რიგშია, რომლებმაც იცოდნენ ამის შესახებ და ცდილობდნენ ამის დამალვას. მთელ მსოფლიოში იზრდება ვარაუდები იმის შესახებ, რომ უხანის ლაბორატორიიდან კორონავირუსმა შემთხვევით გაჟონა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-ს სადაზვერვო სპეცსამსახურებმა დაიწყეს გამოძიება.


სულ უფრო მეტი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ჩინეთი იკლევდა კორონავირუსის ფუნქციონირების შესაძლებლობას, გენეტიკურად ამდიდრებდა ვირუსებს, რათა მეცნიერებს შეძლებოდათ ეფექტური ვაქცინების შემუშავება, თუმცა დაუდევრობის გამო ვირუსი ლაბორატორიიდან გაეპარათ და შემდეგ რაც მოხდა, ყველამ კარგად იცის.


image

ჩინეთის კომუნისტური პარტია კი ადანაშაულებს უხანის ვირუსოლოგიურ ლაბორატორიას იმაში, რომ ამერიკელი მეცნიერებთან ერთად, რომლებიც ლაბორატორიას აფინანსებდნენ, ფუნქციური კვლევების შედეგები დაუმალეს.თუმცა იმის მტკიცებულება, რომ ვირუსი თითქოს არის ბიოლოგიური იარაღი, სკეპტიკურად განიხილება.


ფაუჩი და მრავალი სერიოზული მეცნიერი კვლავ ამტკიცებს, რომ კორონავირუსი, სავარაუდოდ, გავრცელდა ადამიანზე ღამურებისგან ან პანგოლინებისგან, თუმცა ამასთანავე ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორიასაც არ უარყოფენ.

image

ოთხშაბათს ღამით Newsmax– ზე ინტერვიუში, დოქტორმა ლი -მენგ იანგმა თქვა, რომ ფაუჩის ელ.ფოსტის წერილები, რომელიც Buzzfeed– მა და Washington Post– მა გამოაქვეყნა, ადასტურებს, რომ მან პანდემიის დაწყებამდე იცოდა ჩინეთში გაზრდილი ფუნქციონირების შესახებ.


წამყვანი ექსპერტი-ვირუსოლოგები აფრთხილებენ ფაუჩის, რომ შესაძლოა COVID-19 შეიქმნა ლაბორატორიაში, თუმცა ის საჯაროდ უარყოფდა ამგვარ მტკიცებულებებს.

”ამ ხალხმა იცოდა რაც მოხდა, მაგრამ მათ დამალვა აირჩიეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის და საკუთარი სარგებლის გამო”, - თქვა იანგმა.


ვირუსის პირველი შემთხვევების გამოვლენიდან მალევე, 2020 წლის 1 იანვარს სკრიპსის სამეცნიერო ინსტიტუტის იმუნოლოგის დოქტორის კრისტიან ანდერსონის, ელ.ფოსტით ფაუჩისათვის მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ ვირუსის გარკვეული მახასიათებლები შეიძლება იყოს ადამიანის ხელით შექმნილი.

0
423
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
423
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0