x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქალის ისტორია,რომელიც ამტკიცებდა,რომ ქალწულმა გააჩინა ბავშვი
image

ახალი თრილერის გამოშვებამ კვლავ მიიპყრო ყურადღება 1950-იანი წლების საინტერესო შემთხვევაზე, როდესაც ქალი ამტკიცებდა, რომ ბავშვი გააჩინა კაცის გარეშე.



წიგნი "Girl One, ", რომლის ავტორია 37 წლის სარა ფლენერი მერფი, მომავალ კვირას დიდ ბრიტანეთში გამოვა და შინაარსი წარმოადგენს "ნაწილობრივ დეტექტიურ ისტორიაზე და მოგზაურობაზე", რომელშიც პართენოგენეზის შედეგად დაბადებული ქალი დედის მოსაძებნად მიემგზავრება მას შემდეგ, რაც ის დაიკარგება.


image


თაყვანისმცემლები უკვე აფასებენ წიგნს, როგორც მარგარეტ ეტვუდის მთავარი რომანის "The Handmaid's Tale"- ის მემკვიდრეს, რომლის სიუჟეტიც პირქუშ მომავალში ვითარდება და ეხება ქალების რეპროდუქციულ პრობლემებს.


ამ წიგნის გამოცემით კიდევ ერთხელ არის გადასახედი იდეა პართენოგენეზის შესახებ, სადაც ემბრიონი იზრდება და ვითარდება განაყოფიერების გარეშე.


ამბავი, რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა 1956 წელს დიდ ბრიტანეთში, როდესაც ემიარი ჯონსმა შოკში ჩააგდო ექიმები და აღაშფოთა ეკლესია იმის გამო, რომ იგი ამტკიცებდა - ქალწული ვარ და მამაკაცის გარეშე ვიმშობიარეო.


1955 წელს ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის გენეტიკოსმა დოქტორმა ელენე სპერვეიმ ლექციაში აღწერა, თუ როგორ შეიძლება მდედრმა თევზის სახეობა გუპმა, მამრისგან იზოლირებულმა, დამოუკიდებლად გაამრავლოს შთამომავლობა და ასევე აღნიშნა, რომ ლაბორატორიულად მიიღეს მიიღეს ბოცვერი, რომელიც მამლის გარეშე დაიბადა.


ხელოვნურ პართენოგენეზზე საუბრისას (რეპროდუქცია განაყოფირების გარეშე) დოქტორ სპერვეიმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სპონტანური პართენოგენეზი - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქალწულის მიერ ბავშვის მშობიარობა - შეუძლებელია ადამიანებში.


ამის გამგონე ჟურნალისტმა ოდრი უაიტინგმა გადაწყვიტა საწინააღმდეგო დამეტკიცებინა და 1955 წლის 6 ნოემბერს, გაზეთი Sunday Pictorial -ით ქალწული დედების ძებნა დაიწყო.


გაზეთის რედაქციაში მისული 19 ქალიდან 11 დაუყოვნებლივ გამოირიცხა კრიტერიუმების არასწორად ინტერპრეტაციის გამო. კიდევ ექვსი წყვილი გამოირიცხა მას შემდეგ, რაც ტესტმა აჩვენა, რომ დედებს და ქალიშვილებს არაიდენტური სისხლის ჯგუფები აქვთ. კიდევ ერთი წყვილი გამოირიცხა თვალის განსხვავებული ფერის გამო.



მალე გაზეთების სტატიას "ქალწული დედის" შესახებ ემიარი ჯონსი გამოეხმაურა : "ათი წლის განმავლობაში დაბნეული ვიყავი და ვღელავდი ჩემი ქალიშვილის დაბადებაზე. გულწრფელად მჯერა, რომ მას მამა არ ჰყავს ”.


იგი ირწმუნებოდა, რომ სავარაუდო ჩასახვის დროს იგი ქალწული იყო და ლოგინად იყო მიჯაჭვული რევმატიზმის გამო გერმანიის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც მხოლოდ ქალები მუშაობდნენ.

image

1944 წლის ზაფხულში საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, იგი ექიმთან ლეთარგიის გრძნობით მივიდა და იმედი ჰქონდა, რომ მას მატონირიზებელს დაუნიშნავენ, მაგრამ უთხრეს, რომ ის სამი თვის ორსულადაა.

”ეს შეუძლებელია და არ შეიძლება სიმართლე იყოს ”, - მიაახალა მაშინ მან ექიმს.


1948 წელს, ქალიშვილის დაბადებიდან ორი წლის შემდეგ, იგი დაქორწინდა უელსელ მამაკაცზე და გადავიდა ჰერფორდში, სწორედ იქ ცხოვრობდა ცხოვრობდა, როდესაც მედიკოსების ზარს უპასუხა


1955 წლის ნოემბრიდან 1956 წლის ივნისამდე ქალბატონი ჯონსი და მისი ქალიშვილი, მაშინ 10 წლის მონიკა მზად იყვნენ ექსპერიმენტების სერიისთვის.

ექსპერტთა ჯგუფი შეიკრიბა დოქტორ სტენლი ბალფურ-ლინის ხელმძღვანელობით, რომელთა მიზანი იყო დაედგინათ, მონაწილეობდა თუ არა მამაკაცი მონიკის დაბადებაში. ტესტებმა დაადასტურა, რომ დედისა და ქალიშვილის სისხლი, ნერწყვი და გემოვნების გრძნობა იდენტური იყო - ეს ყველაფერი აშკარად შეესაბამებოდა უბიწოდ მშობიარობის ვერსიას. აი ბოლო ტესტი - კანის ტრანსპლანტაცია დედასა და ქალიშვილს შორის და პირიქით - ჩაიშალა.

imageფოტოზე: ემიარი და მონიკა




კანის ტრანსპლანტატებიდან დაასკვნეს, რომ რომ მონიკას გენები ნამდვილად ემთხვევა დედის გენებს, ნებისმიერ პარტენოგენეზურად დაბადებულ ბავშვს არ შეიძლება ჰქონოდა ისეთი გენები, რომლებიც დედისგან არ მომდინარეობდა.


ექიმებმა დაასკვნეს, რომ ბოლო ტესტი არ უარყოფს პირველი სამი ტესტის სანდოობას და განაცხადეს, რომ ვერსია" მამის გარეშე ბავშვის დაბადების შესახებ "სერიოზულად უნდა იქნას მიღებული.


საბოლოო დასკვნა ასეთი იყო: ”ჩვენ ვერ დავამტკიცეთ, რომ ამ ბავშვის ჩასახვაში მონაწილეობდა მამაკაცი ”.


საარქივო ჩანაწერებით ირკვევა, რომ ემიარი ჯონსი 1983 წელს გარდაცვლილა, აი მისი ქალიშვილის მონიკას კვალი კი იკარგება.

image

0
168
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0