x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
10 ცნობილი ფოტო, რომელიც ფოტოშოპი აღმოჩნდა
image


თანამედროვე სამყაროში თითქმის შეუძლებელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც "ფოტოშოპის" მინიმუმ საბაზისო ცოდნა არ ჰქონდეს, ხოლო აი, რაც შეეხება პროფესიონალ ფოტოგრაფებს, ისინი ამ მრავალფუნქციურ გრაფიკულ რედაქტორს სხვადასხვა შემთხვევაში იყენებენ და ზოგჯერ, ასე "შეცდომით" დამუშავებულ ფოტოებსაც ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ავრცელებენ. ბევრი ამით ფულის შოვნას ცდილობს. აი, ზოგისთვის კი, ეს მხოლო გართობის ერთგვარი ფორმაა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, ქსელში უზარმაზარი რაოდენობის ფოტო მოიპოვება, რომელიც სხვა არაფერია თუ არა "ფოტოშოპის" "ნაყოფი", ოდესღაც კი ამ კადრების მთელ მსოფლიოს სჯეროდა... მაშ ასე, მოდით, ვნახოთ პოპულარული ფოტოებიდან სინამდვილეში თუ რომელი აღმოჩნდა "ფეიკი".




კომპანია "Air France" - ის რეისი 447


ოდესღაც მთელი მსოფლიო დარწმუნებული იყო, რომ ეს ფოტო ავიაკატასტროფამდე იყო გადაღებული, სინამდვილეში კი, ეს მხოლოდ დამუშავებული კადრია სერიალიდან "დაკარგულები".


image



ცუნამი ინდოეთის ოკეანეში


კიდევ ერთი ყალბი ფოტო, რომელიც ინდოეთის ოკეანეში ცუნამის შემდეგ, ინტერნეტსივრცეში მალევე გავრცელდა.


image


ფილიპინებში წყალდიდობის შემდეგ ბავშვები კომპიუტერული თამაშებით ერთობიან


კომპიუტერული გრაფიკა, რომელიც თითქმის მთელმა სამყარომ დაიჯერა. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ადამიანები ფულსაც კი აგროვებდნენ ქვეყნის მოსახლეობის გადასარჩენად.


image


ტურისტი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სახურავზე 2001 წლის 11 სექტემბერი


ბევრმა დაიჯერა, რომ აღნიშნული ფოტო მაღალსართულიანი ნაგებობის ნანგრევებში მოყოლილ კამერაში იქნა აღმოჩენილი, თუმცა სპეციალისტებმა მისი არაავთენტურობის დამტკიცება მოახერხეს.


image



ზვიგენი ვერტმფრენის წინააღმდეგ


გაგიკვირდებათ, და ნამდვილად არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც ამ "ზღაპრის" სჯეროდა.


image



დერბიშირის ფერია


სასაცილო ისტორია - დენ ბეინსმა ეს მუმიფიცირებული ფერიას მაკეტი საპირველაპრილო ხუმრობისთვის გააკეთა, ხოლო როდესაც ფოტო ინტერნეტქსელში გავრცელდა, ბევრმა მისი რეალობა ირწმუნა. მას შემდეგაც კი, რაც მამაკაცმა თავად აღიარა, რომ არსება ნამდვილი არ იყო, ხალხს მისი მაინც არ სჯეროდა.


image



ბუში და "თავდაყირა" წიგნი


ამ შემთხვევაშიც, საქმე რაღა თქმა უნდა, ფოტომონტაჟთან გვაქვს.


image


დედამიწა, მერკური და ვენერა მარსიდან


მართალია შთმბეჭდავი კადრია, თუმცა მაინც - "ფოტოშოპია".


image



ნავთობის დერიკი ტორნადოსა და ელვის ფონზე


გასაოცარია, ტორნადო და ელვა რეალურია, მაგრამ აი, ნავთობის დერიკი კი - ფოტოშოპირებული.


image



მთვარის საზამთრო


თუ ოდესმე მსგავსი საზამთროს დაგემოვნებაზე გიოცნებიათ, ვწუხვარ, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ, ის უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს.


image









0
245
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
245