x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
წარსულის 10 ძალიან უცნაური გამოგონება, რომლებმაც რა თქმა უნდა ვერ გაამართლა

image

ნიჭიერი და მონდომებული ინჟინერები ყოველთვის რაღაც ახლის და ინოვაციურის გამოგონებაზე არიან ორიენტირებულები, გამონაკლისი არც წარსულში ყოფილა. წარმოგიდგენთ ძველ, უჩვეულო გამოგონებებს, რომლებიც დღესაც კი უცნაურად ჩაითვლებოდა:

1. დინასფერო

1930 წელს ბრიტანელმა ინჟინერმა ჯონ არჩებალდ პარვსმა გამოიგონა უკიდურესად უჩვეულო მანქანა - მოტოციკლი. გარეგნულად, ის ჰგავდა უზარმაზარ ბორბალს, რომლის დიამეტრი იყო სამი მეტრი და იწონიდა 450 კილოგრამს. ინჟინერმა შექმნა მონოციკლის ორი ვარიანტი: ელექტრო და ორცილინდრიანი ბენზინის ძრავით. მენეჯმენტის სერიოზული პრობლემების გამო, პროექტს არ მიუღია დაფინანსება და შესაბამისად პროექტიც გაჩერდა.

image

2. “აკვანი" ბავშვის ყინულზე სატარებლად

“აკვანი' ჰოკეისტმა ჯეკ მილფორდმა გამოიგონა 1937 წელს. ის წარმოადგენდა ერთგვარ ჩანთას პატარა ნახვრეტებით და 2 დიდი მხარზე გადასაკიდეველი ნაჭრით. მშობლებს ის პატარასთან ერთად ყინულზე სრიალის დროს უნდა გამოეყენებინათ.

image

3. ქალის მკერდის იმიტაცია

იაპონელები ცნობილნი არიან შრომისმოყვარეობით, პუნქტუალურობით და უცნაური გამოგონებებითაც კი. ასე რომ, გასული საუკუნის შუა წლებში ამომავალი მზის ქვეყანაში, ქალის ხელოვნური მკერდი შეიქმნა გულისცემის იმიტაციით. თავდაპირველად მისი დანიშნულება მეძუძური ბავშვების სავარჯიშოდ იყო. ეს ხელოვნური იმპლანტი მიაჩვევდა ბავშვებს საწოლში დაძინებას და არა მშობლების ხელებში.

image

4. აპარატი ჯგუფური გაპარსვისთვის

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბრიტანელმა დალაქმა ვირჯილ გეითსმა დააპატენტა ჯგუფური საპარსი მოწყობილობა. აპარატს შეეძლო ერთდროულად თორმეტი ადამიანის გაპარსვა. ამასთან, მოწყობილობას ჰქონდა ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი - მას არ შეეძლო პირების მოძრაობის დამოუკიდებლად მორგება სახის სპეციფიკურ ფორმაზე. უფრო მეტიც, უსაფრთხო არ იყო ბასრი პირების გამო.

image

5. აპარატი კანის კნავილის ხმით

კიდევ ერთი ორიგინალური გაჯეტი იაპონიიდან. 1963 წელს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო არასტანდარტული აპარატი თაგვებისა და ვირთხების დასაშინებლად. ელექტრონული ინსტალაცია კატის თავის ფორმის იყო, წუთში 10-ჯერ კნაოდა და თვალებსაც კი ანათებდა.

image

6. რადიოქუდი

1949 წელს ამერიკულმა კომპანია Merri-Lei Corporation– მა ბაზარზე გამოუშვა უჩვეულო ქუდის ფორმის რადიო. მოწყობილობას "მარსიანელის ქუდი" ერქვა და 7, 95 დოლარად იყიდებოდა. საერთო ჯამში, რადიო ქუდების რვა ფერი იყო გამოშვებული, რადფიოს მოსასმენად კი ქუდს სპეციალური ყურსასმენები უკავშირდებოდა.

image

7. Egg Cuber

ამ ჩამონათვალში ალბათ, ყველაზე უცნაური გამოგონებაა. ამ მოწყობილობის წყალობით მოხარშულ კვერცხს კუბის ფორმას აძლევდნენ. სამზარეულოს გაჯეტის გაყიდვა აშშ-ში 1960 იან წლებში დაიწყეს.

image

8. თოვლისგან დასაცავი ნიღაბი

როგორც წესი, ძლიერი თოვლის დროს ხალხი სახეზე შარფს იხვევდა და გარეთ ისე გადიოდა. აი კანადაში კი 1939 წელს ამ პრობლემას უფრო ინოვაციურად მიუდგნენ და პლასტმასის ნიღბები გამოიგონეს. შეიძლება ეფექტურიც იყო, მაგრამ, დამეთანხმებით და უცნაურად გამოიყურებოდა.

image

9. ხურდის დასატოვებელი აპარატი

ეს საინტერესო მოწყობილობა დააპატენტა ამერიკელმა რასელ ოუკსმა 1955 წელს. მოწყობილობა გაშლილი ხელის ფორმის იყო მილით დაკავშირებული პატარა ყუთით. მოწყობილობა შეიქმნა სასტუმროს პერსონალის მუშაობის გასაადვილებლად, მათ ხომ აღარ მოუწევდათ კლიენტის წინაშე დგომა “ჩაის ფულის" ლოდინში.

image

10. ცხვირის სტილუსი

დიახ, სწორედ ის სტილუსი, როელიც ტელეფონებისთვის და პლანშეტებისთვის გამოიყენება. მოწყობილობა 2011 წელს გამოიგონა ბრიტანელმა დომინიკ ვილკოკსმა მათთვის, ვისაც ხელები მუდამ დაკავებულ აქვს და ტელეფონისთვის ვერ იცლის.

image




0
267
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0