x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134477
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
მკვდრების ცეკვა: სხეული სიკვდილიდან წელიწადნახევრის შემგედაც მოძრაობას განაგრძობს

image


მეცნიერებმა კამერაზე წელიწადნახევრის განმავლობაში გვამის დაშლის პროცესი პირველად აღბეჭდეს, რაც მათ იქ იხილეს, ამან შეიძლება ნებისმიერი თქვენგანი შოკში ჩააგდოს: მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გარდაცვლილის ცხედარი მოძრაობდა.



image


ჩვეულებრივი ადამიანური რეაქცია გვამზე - მძაფრი ზიზღია. როგორც კოგნიტური ანთროპოლოგი პასკალ ბუაიე თავის წიგნში "რელიგიის ახსნა" ადასტურებს, ყველა ცნობილ კულტურას აქვს წარმოდგენა მკვდარი სხეულების დამაბინძურებელი და შემბღალავი მოქმედების შესახებ. ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება მალე მოვიშოროთ ის თავიდან, ვაბარებთ რა მას ან მიწას, ცეცხლს ან ზღვას. შესაძლოა, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ 17 თვის განმავლობაში სხეულის დაშლის პროცესი პირველად მხოლოდ XXI საუკუნეში იქნა დეტალურად დოკუმენტირებული.


image


კვლევა ავსტრალიის ტაფონომიური ექსპერიმენტული კვლევის ცენტრში (Australian facility for taphonomic experimental research) ჩატარდა, რომლის სახელწოდების პირველი ასოები მნიშვნელოვან აბრევიატურას AFTER (შემდეგ) ჰქმნიან. ეს გახლავთ ერთადერთი სამეცნიერო დაწესებულება სამხრეთ ნახევარსფეროში, რომელიც ბუნებრივ პირობებში ადამიანის სხეულის დაშლის პროცესს დეტალურად სწავლობს.


image


მეცნიერებმა ავტომატური კამერა ისე დაამონტაჟეს, რომ დღის სინათლეზე მას ყოველ ნახევარ საათში საკმაოდ სევდიანი სანახაობის აღებეჭდვა უწევდა. როგორც გამოცემა "Science Alert"-ი აცხადებს, გადაღებები 17 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მკვლევარები, რომლებიც მიღებულ ჩანაწერებს სწავლობდნენ, არ მოელოდნენ რომ გვამი ასეთი მოძრავი იქნებოდა. მათი მიზანი იყო შეემოწმებინათ თავიანთი წინამორბედების მიერ გამოქვეყნებული მოდელი, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე დაშლის პროცესს აღწერდა. აღნიშნულმა მოდელმა ტესტირება წარმატებით გაიარა. ცენტრალური ქუინსლენდის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფმა ელისონ უილსონის ხელმძღვანელობით ჟურნალში - "Forensic Science International: Synergy" სამეცნიერო სტატია გამოაქვეყნა.


image


თუმცა კვლევისას გვამის უცნაური მოძრაობებიც იქნა აღმოჩენილი. მაგალითად, ხელები, რომლებიც თავდაპირველად სხეულის გასწვრივ ესვენა, საბოლოოდ, გაშლილ მდგომარეობაში აღმოჩნდა. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოძრაობა დაშლის პროცესს უკავშირდება, ვინაიდან სხეულის [ბუნებრივი გზით] მუმიფიცირება ხდება, ხოლო მყესები კი - შრება", - განაცხადა უილსონმა საინფორმაციო სააგენტო "AFP"- ის მიერ გავრცელებულ მასალაში.





























0
383
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
383