x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
თუკი გაყინულ პროდუქტებს ასე ადნობთ, დაუყოვნებლივ შეწყტვიტეთ!- პროდუქტების გაყინვის და გადნობის სწორი ხერხები

გაყინული ხორცი, ნახევარფაბრიკატები, ხილი... მათი გაყინვა და ასე შენახვა რა თქმა უნდა მოსახერხებელია, თუმცა, ბევრმა ჩვენგანმა არ იცის მათი გაყინვის და გადნობის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, სწორი ხერხები.

image
შეგიმჩნევიათ, რომ ხშირად საყინულეში გაყინული პროდუქტები ყინულის თეთრი ფენით იფარება? ეს პროდუქტის ზედმეტ გაყინვაზე მიგვითითებს და სასარგებლო სულაც არაა. ეს იმის ნიშანია, რომ მათში ტენიანობა აორთქლდა და ჰაერის ცარიელი ფენები დარჩა. ეს ხშირად გვხვდება გაყინულ ხორცში. რაც უფრო მშრალი პროდუქტია თავდაპირველად, მით ნაკლებია შანსი იმისა, რომ ყინულად იქცეს.

image
თავისთავად, გაყინული პროდუქტების მიღება ჩვენს ორგანიზმს არ ავნებს, თუმცა, პროდუქტის გემო და კონსისტენცია შეიძლება შეიცვალოს, უფრო წყლიანი გახდეს. აი გაყინვის ხერხი კი სულ სხვა თემაა. სრული გაყინვაც კი არ ანადგურებს ბოლომდე ბაქტერიებს, სინი უფრო “ითიშებიან", ხოლო გადნობის არეასწორი ხერხი მათ ისევ “აღვიძებს". ეს კი იწვევს საკვებით მოწამვლას, გულისრევის გრძნობას და უმიზეზო სიმძიმეს.

image

როგორ უნდა გაადნოთ პროდუქტი სწორად?

წესი N1- არავითარი წყალი!

მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში ასე ძალიან უყვართ გალღობის ეს მეთოდი, უახლესი კვლევის თანახმად, ტენიანობას შეუძლია ადვილად გააღვიძოს ბაქტერიები, რომლებსაც დაბალ ტემპერატურაზე "ეძინათ" და მათი ზრდის პროვოცირებაც კი მოახდინოს. ამიტომ, გაყინული პროდუქტი წინასწარ გამოიღეთ მაცივრიდან 5-6 საათით ადრე, ან თუკი ამისი დრო არ გაქვთ, შედეთ მიკროტალღურ ღუმელში შესაბამის რეჟიმზე. ხორცის ხელახალი გაყინვა კი რა თქმა უნდა არ შეიძლება.

image

როგორ უნდა გაყინოთ პროდუქტი სწორად? პირველ რიგში პაკეტში არ უნდა იყოს ჰაერი, უნდა გამოიყენოთ ვაკუუმის შეფუთვა, ან ფოლგა, რათა ჰაერი და ნესტი მაქსიმალურად იყოს შემცირებული.

image

0
437
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
437
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0