x
მეტი
  • 07.12.2022
  • სტატია:124177
  • ვიდეო:355540
  • სურათი:496910
ადამიანი,რომელმაც ყველაზე დიდხანს იცოცხლა დედამიწაზე-რას ფიქრობენ მეცნიერები?
image

რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, არ აქვს მნიშვნელობა რა ცხოვრების წესი ექნება, გარკვეულ მომენტში მისი სხეული თანდათანობით კარგავს აღდგენის უნარს... და მაინც, სწორი მიდგომით, ეს მომენტი შეიძლება გადავადდეს ორმოცდაათი წლითაც კი.


როდესაც იგი დაიბადა, პარიზში ეიფელის კოშკის ჭაჭანებაც არ იყო.. ამ საოცარი ქალის სახელი მთელი მსოფლიოს მეცნიერებისთვის არის ცნობილი- ჟანა კალმანი. ის ქვემოთ მოცემულ ფოტოზე 20 წლისაა. ეს არის 1895 წელი.ამ დროს ეიფელის კოშკი ექვსი წლის დამონაჟებულია.

image


მან მთელი ცხოვრება არლში გაატარა, ერთხელ კი - 12 წლის ასაკში - ვინსენტ ვან გოგი ნახა. ის მამამისის მაღაზიაში საღებავების საყიდლად მოვიდა. "ისეთივე საშინელი, როგორც ღვთის ცოდვა, ამაზრზენი ხასიათით და სასმლის მყრალი სუნი ასდიოდა ", - იხსენებდა მადამ კალმანი.


90 წლის ასაკში ისეთი რამ შეემთხვა, რაზეც ამბობენ "ღმერთსაც კი გაეცინებოდაო", მან გადაწყვიტა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია(ბუნებრივია) და ანდერძით საკუთარი ბინა დაუტოვა ერთ ადვოკატს, რომელსაც ერქვა ფრანსუა რაფრეტი. სანაცვლოდ მას ყოველწლიურად 2, 5 ათასი ფრანკი უნდა გადაეხადა, იქამდე, სანამ მადამ კალმანი არ გარდაიცვლებოდა, თუმც მოხდა ისე, რომ რაფრე 30 წლის შემდეგ თავად გარდაიცვალა. ქალბატონი იმ დროს უკვე 120 წლის იყო.

”ზოგჯერ ცუდი გარიგებები ხდება”, - ირონიულად განაცხადა მაშინ ქალბატონმა კალმარმა. ამის შემდეგ მის ქვრივს მოუწია 2, 5 ათასი ფრანკის გადახდა.


ჟანამ 122 წელი იცოცხლა და გარდაიცვალა 1997 წელს. ჯერჯერობით მასზე დიდხანს აღარავის უცოცხლია, ის კვლავ მტკიცედ ინარჩუნებს ამ სტატუსს. მეცნიერები კი ცდილობენ ამოიცნონ მისი დღეგრძელობის საიდუმლო.


ფაქტია, რომ ამ ქალმა თამბაქოს მოწევას 117 წლის ასაკში დაანება თავი. შემდეგ რაც იყო, ერთი ჭიქა ღვინო დღეში აუცილებელად და შოკოლადი - კვირაში თითქმის 1კილოგრამი.

image

თავად მიაჩნდა, რომ მთელი მისი დღეგრძელობის საიდუმლო მის მშვიდ საქციელში იყო.

”ამიტომაც მეძახიან კალმანს, ” - თქვა მან. Calment ფრანგულად ნიშნავს "დამშვიდდი". მკვლევარი ჟან მარი რობინი, რომელმაც მასზე წიგნი დაწერა, მზადაა მას დაეთანხმოს. სიცოცხლის განმავლობაში ჟანამ დაკარგა ქალიშვილი, ქმარი, შვილიშვილი და დისშვილი.

ერთხელ მან ასე მითხრა, იხსენებს ჟან მარი: "თუ აღარაფრის შეცვლა არ შეგიძლია, მაშინ იმაზე ნერვიულობა არც ღირს".


შეიძლება თუ არა ადამიანმა არა მარტო 122 წელიწადი, არამედ უფრო მეტიც იცოცხლოს?


ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებას ძალიან აინტერესებს, შესაძლებელია თუ არა, პრინციპში, მადამ კალმანზე დიდხანს სიცოცხლე. მეცნიერთა საერთაშორისო გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობდა პეტრე ფედიჩევი, მოსკოვის ფიზიკა-ტექნოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტი, შეეცადა ამ კითხვაზე პასუხის გაეცა. მათი ბოლოდროინდელი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Nature- ში. ზოგადი დასკვნა ასეთია: ადამიანს შეუძლია მაქსიმუმ 120-150 წელი იცოცხლოს.


მეცნიერებმა შეადარეს ხუთას ათასზე მეტი ადამიანის სისხლის ტესტის მონაცემები. გარდა ამისა, მათ გაითვალისწინეს მათი გენეტიკური მახასიათებლები და ცხოვრების წესი, კერძოდ ფიზიკური დატვირთვა. ყველა ამ ფაქტორიდან მკვლევარებმა შეიმუშავეს ორგანიზმის დინამიური მდგომარეობის ე.წ. ინდიკატორი - DOSI (Dynamical organism state indicator). სინამდვილეში, ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს სტრესისგან, დაავადებისგან ორგანიზმის აღდგენის შესაძლებლობას.


ამ სამეცნიერო ნაშრომის ავტორების აზრით, დაახლოებით 40 წლის ასაკში, სხეულის აღდგენას დაახლოებით ორი კვირა სჭირდება, ხოლო 80 წლის ასაკში ეს პერიოდი გრძელდება ორი თვით ან მეტხანს. აღინიშნა, რომ ყოველდღიურად ფეხით გასეირნების შემთხვევაში, ყველაზე ხელსაყრელი პროგნოზია მაქსიმუმ 150 წელი. ზოგადად, მეცნიერთა დასკვნის თანახმად, 120 წლის ასაკში, სტრესის შემდეგ, თუნდაც ყველაზე ხელსაყრელ პირობებშიც კი სხეულს ნორმალური მდგომარეობის დაბრუნების უნარი თითქმის მთლიანად დაკარგული აქვს.


რატომ ხდება ასე?, ეს არის ერთ – ერთი ყველაზე რთული კითხვა თანამედროვე მეცნიერებაში. არსებობს მოსაზრება, რომ საიდუმლო იმალება სადღაც უჯრედულ მიტოხონდრიების დონეზე - უჯრედის ენერგოსადგურებში.


მეცნიერის აზრით, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ხანში შესულმა ადამიანმა მაქსიმალურად შეამციროს ან სასურველია ბოლომდე მოახდინოს ე წ. "წითელი ზონის" ლიკვიდირება - მოხუცი ადამიანის ყველაზე რთული და სამწუხარო პერიოდი., როდესაც იგი აღარაა დამოუკიდებელი და მუდმივად დახმარებას საჭიროებს.

როგორ ავიცილოთ თავიდან "წითელი ზონა?"



- არსებობს გენეტიკური ფაქტორი, ის, რა თქმა უნდა მოქმედებს, მაგრამ არც ისე სერიოზულად, მე ვიტყოდი, რომ მხოლოდ 15-20% -ზეა პასუხისმგებელი, მაგრამ მთავარი 80% არის ის, თუ ჩვენ თვითონ როგორ ვიქცევით;ეს არის ფიზიკური აქტივობა და დაავადებების დროული მკურნალობა: რაც უფრო ადრე გამოვავლენთ, მით უფრო ეფექტურია მკურნალობა, - განმარტავს გერონტოლოგი ალექსანდრე ინლნიცკი.

image

მან ასევ აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სხეულის წონას. ინდექსი უნდა იყოს 23.


შეგახსენებთ, რომ სხეულის მასის ინდექსი არის ადამიანის წონისა და სიმაღლის შეფარდება, რომელიც გამოითვლება სპეციალური ფორმულის გამოყენებით. დღემდე ინდექსი 25-მდე ნორმად ითვლება.

0
679
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
679
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0