x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
შოკისმომგვრელი ფაქტები იაპონური მაფიის, იაკუძას შესახებ ( ნაწილი 1)

მაფია საერთაშორისო მოვლენაა, ის თითქმის ყველა ქვეყანაში გვხვდება და სხვადასხვანაირი ასპექტები აქვს.

image

აზიური მაფია ყოველთვის განსხვავდებოდა ევროპული ან, მაგალითად, ამერიკული მაფიისგან, როგორც ღრმა ისტორიული ფესვებით, ასევე უცნაური ტრადიციებით და ჩვეულებებით.

ყველას ალბათ სმენია სიტყვა "იაკუძა", მაგრამ ცოტამ თუ იცის რა არის ეს კრიმინალური ორგანიზაცია და რა გავლენა აქვს მას ამომავალი მზის ქვეყანაში. ითვლება, რომ იაკუძას კანონები, წესები და სტრუქტურა წარმოიშვა XVII საუკუნეში და მისი წარმოშობის დროს არსებობდა ორი ბანდა: "ტეკია" (რომელიც წვრილმანი ქურდობით, თაღლითობებით და დაბალი ხარისხის საქონლით ვაჭრობდა) და "ბაკუტო" (რომელსაც ჰქონდა "წილი" აზარტული თამაშებიდან).
ტერმინი "იაკუძა" წარმოიშვა ბაკუტოს ბანდის მოთამაშეებისგან და აღნიშნავს ყველაზე წამგებიან კომბინაციას იაპონურ კარტის თამაშში -“ოიტიო-კაბუ".

ბაკუტოს წევრები უიღბლოებად და არაფრის მაქნისებად ითვლებოდნენ, სიტყვა "იაკუძა" თავიდან აღნიშნავდა "უსარგებლო ნივთს" ან "უსარგებლო პიროვნებას", თუმცა, მოგვიანებით იგი გავრცელდა ყველა იაპონიის კრიმინალურ ორგანიზაციაში. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს იაპონური კრიმინალური დაჯგუფების შესახებ, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ:

1. ტექნიკურად, იაკუძა ლეგალურია

დიახ, ეს ასეა - იაკუძა იაპონიაში საკმაოდ ღიად მუშაობს. ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინას მარტივად ნახავთ დიდ ქალაქებში.

იაკუძა ლეგალურად ბიზნეს ქსელების მრავალ ინდუსტრიაში მუშაობს- მშენებლობებიდან დაწყებული, დამთავრებული პორნო ინდუსტრიამდე. მეტიც, ორგანიზაცია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩართული იაპონიის პოლიტიკაში.

წამყვანი პოლიტიკოსების (მათ შორის მინისტრების) იაკუძასთან კავშირის გამო საზოგადოებაში სკანდალი ამ ქვეყანაში რეგულარულია, თუმცა იშვიათად იწვევს ეს კავშირი პოლიტიკოსების მიერ თანამდებობების დატოვებას. მრავალი წლის განმავლობაში, იაკუძა ღიად აფინანსებს იაპონიის მემარჯვენე ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას (ძირითადად ამის წყალობით, ეს პარტია ქვეყანას მართავს 1955 წლიდან თითქმის შეფერხებების გარეშე), ისინი აგიტაციით არიან დაკავებული და მოსახლეობას “ურჩევენ" სწორი კანდიდატის არჩევას. საერთოდაც, იაპონელებმა დიდი ხანია აღიქვეს იაკუძა, როგორც მათი ეროვნული კულტურის ნაწილი.

image

2. იაკუძა მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი კრიმინალური დაჯგუფებაა

ამ დროისთვის იაკუძას 100 ათასზე მეტი სრულუფლებიანი წევრი ჰყავს (თუ არ ჩავთვლით წვრილმ “მსახურებს" და ახალგაზრდა ბიჭების - "წევრობის კანდიდატებს"). აქედან, დაახლოებით 58 ათასი მოღვაწეობს თავად იაპონიაში, დანარჩენი - ქვეყნის გარეთ. ჯერ კიდევ 1960-იანი წლების ბოლოს. იაკუძაში დაახლოებით 184 ათასი ადამიანი იყო გაწევრიანებული, ათწლეულების შემდეგ მათი რიცხვი სწრაფად დაეცა, 2016 წელს მიაღწია ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მთელი უახლესი ისტორიის განმავლობაში - მხოლოდ 39 ათასი იაკუძა ქვეყნის შიგნით. ამავე 2016 წელს იაპონიის ხელისუფლებამ დააკანონა აზარტული თამაშები და იაკუძას რიცხვი კვლავ გაიზარდა, სათამაშო დაწესებულებები მათთვის ნამდვილი ოქროს მაღარო გახდა.

გარდა ამისა, იაკუძა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მაფიაა. ამრიგად, მხოლოდ ერთი უდიდესი კლანის, იამაგუჩი-გუმის ქონება დაახლოებით 80 მილიარდი დოლარია.

image

3. იაკუძას ბაზები ამერიკაშიც აქვს

იაკუძას საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ იაპონიით. ი არა მხოლოდ აზიასა და მის მახლობელ ქვეყნებშია, არამედ აშშ-შიც. ცნობილია, რომ იაკუძა მუშაობს ჩიკაგოში, სიეტლში, ლოს-ანჯელესში, ლას – ვეგასში, ნიუ – იორკში და სხვა დიდ ქალაქებში. იაპონური მაფიის ძირითადი ბაზა ჰავაიში მდებარეობს, რომელსაც იყენებენ "გადასაყვან სადგურად" შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების გადასატანად და საპირისპირო მიმართულებით იარაღის ტრანსპორტირებისთვის. ობამას მთავრობამ იამაგუჩი-გუმის კლანს ამერიკაში საბანკო აქტივებიც გაუყინა და მის რამდენიმე ლიდერს სანქციები დაუწესა.

image

4. იაკუძას წევრების ტატუირებები ხელით იქმნება

იაკუძაში ვიზუალურად ყველაზე შესამჩნევია რთული, ფერადი ტატუ მთელ სხეულზე. ასეთ ტატუები (რომელთა მთავარი მოტივებია დრაკონები, მთები და ქალები) იკავებს თითქმის კანის ყველა ადგილს, გარდა ხელების, ფეხების და კისრიდან მუცლის არემდე, რათა პერანგის ღილების გახსნა თავისუფლად შერეშლოთ.

მოხატული სხეულის გამო იაკუძა როგორც წესი ჩვეულებრივ დახურულ ტანსაცმელს ატარებს, რადგან დანარჩენი იაპონელებისთვის ასეთი "დეკორაციები" რბილად რომ ვთქვათ, მისასალმებელი არ არის.

ირეძუმის ტატუ ტრადიციულად მზადდება მეტალის ან ბამბუკის ნემსების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრული ხელსაწყოების გამოყენება არ არის აკრძალული, მაინც არაა სასურველი. დიდი და რთული ტატუს გაკეთება ძალიან მტკივნეულია და მის დასრულებას დიდი დრო სჭირდება, მისი არსებობა ნიშნავს, რომ თქვენ ხართ გაბედული ადამიანი, რომელსაც შეუძლია გაუძლოს მწვავე ტკივილს მრავალი საათის განმავლობაში.

ბოლო დროს იაკუძას წევრები თანდათან უარს ამბობენ სხეულის მოხატვაზე, კანონები ყოველ დღე მკაცრდება, საზოგადოების დამოკიდებულებაც იცვლება და ყოველი შემთხვევისთვის, იაკუძას წევრი თვალშესაცემი ნიშნებით დიდხანს ვერ დაიმალება. დაიწყეს თანდათანობით უარი თქვან ამ დიდი ხნის ტრადიციებზე. კანონები მკაცრდება და საზოგადოებაში ბანდიტების მიმართ დამოკიდებულება სულ უფრო ტოლერანტული ხდება და მთელ სხეულში ასეთი "განსაკუთრებული ნიშნებით". იაკუძას მეუღლეები (რომლებიც ჩვეულებრივ არ თამაშობენ რაიმე როლს მათ საქმეში, სხედან სახლში და ზრდიან შვილებს) ასევე იხატავენ ტატუებს - ქმრების სოლიდარობის ნიშნად.

image

5. იაკუძას წევრები თითის ნაწილს იჭრიან

კიდევ ერთი ძველი ტრადიცია- იუბიცუმე, წარმოადგენს რაიმე დანაშაულის ან შეცდომის ჩადენის შემდეგ თავის დასჯის წესს, თითის ნაწილის მოჭრას. “დამნაშავე" წევრი საკუთარი ხელით იჭრის ნეკა თითის ან არათითის ნაწილს და უფროსს უბოძებს. თუკი უფროსი მიიღებს ამ “საჩუქარს", ნიშნავს რომ აპატიეს, თუ არა, შეიძლება სასიკვდილო განაჩენიც მოჰყვეს.
ეს პრაქტიკა ძველესი სასჯელიის გადმონაშთია, რითაც კარტის მოთამაშეები ვალის დაუბრუნებლობის გამო ისჯებოდნენ. რამდენიმე თითის გარეშე ადამიანი არამარტო განიცდიდა ყოველდღიურ უხერხულობას, არამედ ვერ ახერხებდა იარაღის კარგად ხმარებას.

იაკუძას შემთხვევაში, ამ დასჯის შემდეგ, წევრი უფრო მეტად ხდება ჯგუფის სხვა წევრებზე დამოკიდებული და ამცირებს საკუთარ საქმიანობას.

1993 წელს, მთავრობის გამოძიებამ დაადგინა, რომ იაკუძას 45% -ზე მეტს აქვს "დამოკლებული" ერთი თითი, ხოლო 15% -მა ეს განმეორებით გააკეთა. ბოლო წლებში დასჯის ეს ფენომენი უკვე იშვიათად გვხვდება.

image











0
575
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
575
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0