x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
კონვერსია ესტონურად ანუ ჯართში ჩასაბარებელი საზღვაო ნაღმები როგორ აქცია ავეჯად ესტონელმა

image ნაღმი იქნება ეს სახმელეთო თუ საზღვაო საფრთხეს უქმნის ათწლეულების შემდეგაც მშვიდობიან მოქალაქეებს.
საბჭოთა კავშირის დაშლის მერე ყოფილ კავშირში შემავალმა ქვეყნებმა ნაღმების უდიდესი ნაწილის უტილიზირება მოახდინეს.
საბჭოთა კავშირის დროს ესტონეთის კუნძულ ნაისაარაში, რომელიც ტალინიდან 15 კილომეტრშია, განთავსებული იყო ბალტიის ფლოტის ბაზა, სადაც ათასობით საზღვაო ნაღმი იყო ბაზის საწყობებში თავმოყრილი. ომის დაწყების შემთხვევაში სპეციალურ სამხედრო ბარჟას ნაღმები უნდა გაეტანა ზღვის სიღრმეში მოწინააღმდეგის საზღვაო ფლოტის გემებისათვის ნაღმული ბარიერის შესაქმნელად.
ბაზის დატოვების წინ სამხედრო მეზღვაურებმა ფეთქებადი საშუალებებისაგან "გამოშიგნეს" 3 000 საზღვაო ნაღმი.
ფეთქებადი ნაწილი დაწვეს, ნაღმის კორპუსები კი ზღვის სანაპიროზე მიაგდეს..
სტანდარტული საზღვაო ნაღმების ზომა იყო 110სმ/87სმ-ზე დაახლოებით და შეიცავდა 240 კილოგრამ ფეთქებად ნივთიერებას.
აი როგორ გამოიყურება საზღვაო ნაღმების "სასაფლაო" კუნძულ ნაისაარში:
image ესტონეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ნაღმების კორპუსები და სამხედრო გემების ნარჩენები ჯართად ჩაებარებინა რაც ესტონეთს 1 მილიონი ევროს მოგებას მოუტანდა, მაგრამ მაგრამ გამოჩნდა ესტონელი ხელმარჯვე კაცი მატი კარმინი და ხელისუფლებას შესთავაზა ნაღმების უტილიზაციის უფრო შემოსავლიანი გეგმა.
მან ნაღმების კორპუსებისგან დაიწყო ღუმელების, აბაზანის, ეტლების, სავარძლების, საშხაპე კაბინების და ავეჯის გაკეთებაც. ერთი ნაღმის კორპუსის გადაკეთებას მოაქვს მოგება 3 000 ევრომდე.
52 წლის ესტონელი მატი კარმინი თავად აკეთებს გასაკეთებელი ნივთის ნახაზებს და თავადვე ამზადებს ზემოთ დასახელებულ თითოეულ რამეს.
"ხელმარჯვე" ოსტატი საბჭოთა ჯარების მიერ დატოვებული სამხედრო, სატვირთო "ურალების" გადაკეთებითაცაა დაკავებული.
მატი მათ ბაზაზე საცხოვრებელ, მოძრავ სახლებს ამზადებს, რაც ძალიან პოპულარულია მოგზაურობის მოყვარულ ადამიანებში.
image imageimageimageimage imageimageimageimageimageimageimage image





















0
119
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
119