თავის მოვლა მედიტაციის სასწაულმოქმედი შედეგები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2021, 1 ივნისი, 0:15 მიუხედავად იმისა, რომ მედიტაცია საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, მის შესახებ მაინც ძალიან ცოტა რამ ვიცით. XXI საუკუნეში თითქმის ყველა ძირითადი გამოკვლევა ჩატარდა მედიტაციაზე და მის გავლენაზე ორგანიზმზე. ეს კვლევები ცხადყოფს უამრავ საკვირველ ფაქტს მედიტაციის შესახებ. გთავაზობთ მათ: 1.მედიტაციას შეუძლია მნიშვნელოვნად გაგიუმჯბესოთ გონება. გონებრივი მედიტაცია დიდი ხანია გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა პოპულაციის მიერ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მას შეუძლია მეხსიერება გაგიუმჯობესოთ. 2005 წელს ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ნეირომეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აღმოაჩინა რამდენიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ თანმიმდევრული მედიტაცია თავის ტვინის კორტიკალური(ქერქის) სისქის ზრდას იწვევს. ექვსი წლის შემდეგ, ჰარვარდის სხვა გამოკვლევამ შეადარა ადამიანების ტვინი, რომლებიც ყოველდღე მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში იყენებდნენ გონებრივ მედიტაციას და მათ, ვინც არ აკეთებდნენ ამას. რვა კვირის შემდეგ, ჰიპოკამპში მომატებული რუხი ნივთიერება გაზომეს. ეს არის ტვინის ის ნაწილი, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს მეხსიერებასა და სწავლაში. 2.მედიტაციას შეუძლია შეანელოს ან თავიდან აგაცილოთ ზოგიერთი ნეიროდეგენერაციული დაავადება. ბოსტონში, ბეტ ისრაელის დიაკონესის სამედიცინო ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, არსებობს კავშირი მედიტაციით გამოწვეული სტრესის შემცირებასა და გარკვეულ ნეიროდეგენერაციულ დაავადებების შენელებას შორის, როგორიცაა დემენცია და ალცჰაიმერი. მედიტაცია იწვევს მოდუნებას. ეს ხელს უწყობს აზოტის ოქსიდის გამომუშავებას თავის ტვინში და ამცირებს არტერიულ წნევას. ეს იყო მასაჩუსეტსის საავადმყოფოს მიერ ჩატარებული კვლევა. კერძოდ, პაციენტთა 64% -ში, რომლებიც მონაწილეობდნენ კვლევაში და სამი თვის განმავლობაში რეგულარულად მედიტირებდნენ, აღინიშნებოდა წნევის დაქვეითება. 5.მედიტაცია ზოგჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ძილი. 2006 წელს მედიტაციის ეფექტთან დაკავშირებულ კვლევაში მონაწილე სტუდენტებს, სთხოვეს ან დაეძინათ ან ტელევიზორისთვის ეყურებინათ ან მედიტაციით დაკავებულიყვნენ. დროის სხვადასხვა მონაკვეთის შემდეგ, თითოეული სტუდენტის ფოკუსირება გამოიცადა. თითოეულს სთხოვეს დაეჭირათ თითი ღილაკისთვის, როდესაც ეკრანზე მწვანე შუქი გამოჩნდებოდა. საკვირველია, რომ სტუდენტებმა, რომლებმაც მედიტაცია ჩაატარეს, გამოძინებულ სტუდენტებს 10% -ით აჯობეს. 6.მედიტაცია უფრო ეფექტური ტკივილგამაყუჩებელია, ვიდრე მორფინი. მედიტაცია, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, მუშაობს ტვინში სომატოსენსორული ქერქის დამამშვიდებლად, ტვინის სხვა ნაწილებში აქტივობის აღძვრის დროს. Wake Forest Baptist University- ის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მედიტაციას ძალუძს 40% -ით შეამციროს ტკივილის ინტენსივობა და 57% -ით ტკივილის ზოგადი უსიამოვნო შეგრძნება. მორფინი და მსგავსი ტკივილგამაყუჩებლები ამცირებენ ტკივილს მხოლოდ 25% -ით. ეს კვლევა ასევე დადასტურებულია მონრეალის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კიდევ ერთი კვლევით: მათ, ვინც გონებამახვილურ მედიტაციას იყენებდა, ტკივილის ტოლერანტობა უფრო მაღალი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც არ მედიტირებდა. 134 2-ს მოსწონს
|