x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ის ყველამ იცის,თუმცა თინეიჯერობის დროინდელ ფოტოზე ვერავინ ამოიცნო
image

პოპ-დივა თინეიჯერების დროინდელ ფოტოში თითქმის ვერავინ იცნო და მეტიც, მინიშნების გარეშე შეუძლებელია ამოიცნოთ იგი. გარდა ამისა, მომღერალმა წლების შემდეგ ორიოდე რჩევა მისცა წარსულში საკუთარ თავს, რომელიც შედგომში აპირებს გახდეს ვარსკვლავი.



ვინც ამ საუკუნის დასაწყისში რადიოს უსმენდა ან MTV-ზე კლიპებს უყურებდა, მისი სახელი ყველამ ზეპირად იცის, დიახ 28 მაისს ავსტრალიელმა მომღერალმა თავის 53-ე დაბადების დღე აღნიშნა. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ვარსკვლავმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე გააზიარა 40 წლის წინ გადაღებული თავისი ფოტო, სადაც მომღერალი 13 წლისაა და ოთხი ათეული წლის შემდეგ საკუთარ თავს რჩევას აძლევს:



ძვირფასო თინეიჯერო მე, გთხოვ ასე ნუ იტანჯები ... და შენს დაბადების დღის წინ კარგად გამოიძინე???? (სხვათა შორის, მაგარი სვიტერი მოვქსოვე!)





ფოტოს ნახვის შემდეგ, თაყვანისმცემლებმა თვალებს არ დაუჯერეს - ამ პატარა გოგონას საერთო არაფერი აქვს იმ ნამდვილ პოპ-ხატთან, რომლის ნიჭითა და სტილით აღფრთოვანებული იყვნენ ისინი ბოლო ათწლეულების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არის კაილი მინოუგი. აღფრთოვენებულმა კომენტარებმაც არ დააყოვნა




53 წლის კაილის უყვარს თაყვანისმცემლებისთვის ძველი ფოტოების გაზიარება. მაგალითად, ქვემოთ მოცემულია ფოტო, რომელიც 1989 წელსაა გადაღებული, ანუ პირველი ალბომის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ. როდესაც კაილი სადებიუტო მსოფლიო ტურნესთვის ემზადებოდა.

image


შარშან კაილი მინოუგის ახალმა ალბომმა Disco -ბრიტანეთის ჰიტ-აღლუმში ახალი რეკორდი დაამყარა.მისი მე -15 სტუდიური ალბომი, Disco, ჩარტს სათავეშიი მოექცა 55, 000 გაყიდვით, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ასევე გახდა 2020 წლის საუკეთესო გაყიდვადი ალბომი გამოსვლისთანავე და პირველი შემსრულებელი, რომელსაც ხუთი ცალკეული ათწლეულის განმავლობაში ბრიტანეთის ნომერი პირველი ალბომი გახდა.

image

კაილი ჩარტებში ლიდერად აქცია პანდემიით გამოწვეული იზოლაციაში ჩაწერილმა ალბომმა, რა დროსაც ვარსკვლავი იძულებული გახდა ეყიდა ჩამწერი აპარატურა და ესწავლა კომპიუტერული პროგრამა, რათა მას შეძლებოდა ვოკალის სახლში ჩაწერა.


2021 წლის დასაწყისში ვარსკვლავმა ცხოვრებაში პირველად განაცხადა, რომ გათხოვებას აპირებს. თუ ხელი არაფერმა შეუშალა, ბედნიერი სასიძო იქნება ბრიტანული ჟურნალის GQ- ის კრეატიული დირექტორი პოლ სოლომონსი.





imageასევე დაგაინტერესებთ


დღეს 24 მაისს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა ლეგენდარულ ბობ დილანს-ამერიკელ მუსიკოსს, სიმღერების ავტორს, მომღერალს, მხატვარს და მწერალს. 11 გრემის, ერთი ოქროს გლობუსის და ერთი ოსკარის მფლობელს .როკ-ენ-როლის, მინესოტას, ნეშვილის და სიმღერების ავტორების დიდების დარბაზების წევრს და ნობელის ჯილდოს ლაურეატს ლიტერატუ...


გერმანიაში მათ დაასახელე სიმღერა, რომელმაც სსრკ დაანგრია. ამის შესახებ გერმანული ვებ-გვერდი T-Online წერს. სტატიაში აღინიშნულია დასავლური პოპ-კულტურის მთავარი როლი საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში. კერძოდ, გერმანელი ექსპერტების აზრით, ზოგიერთმა მუსიკალურმა კომპოზიციამ დიდი წვლილი შეიტანა სსრკ-ს დაშლაში. გამოცემის ავტორის აზრ...


59 წლის ასაკში გარდაიცვალა მოდელი, მსახიობი და ექს-Deep purple-ს და Whitesnake-ის სოლისტის, დევიდ კოვერდეილის ყოფილი ცოლი ჯული ტონი კიტაენი.მსახიობის გარდაცვალების მიზეზი არ ხმაურდება. მისი ყოფილი მეუღლესთვის, კიტაენის გარდაცვალება "მოულოდნელი" და "სამწუხარო" აღმოჩნდა. შემდგომ კოვერდეილმა გააზიარა...


1979 წელს გამოსული როკ-ჯგუფ Queen- ის ჰიტი Don't Stop Me Now, გახდა დიდ ბრიტანეთში პოზიტიური მელოდიების მეფე პანდემიით გამოწვეული კარანტინის პერიოდში . გამოკითხვის თანახმად, რომელსაც გამოცემა Daily Mail-ი აქვეყნებს, მეორე ადგილი დაიკავა 1976 წლის ჰიტმა Dancing Queen, შვედური პოპ-ჯგუფ ABBA-ს შესრულებით. ხოლო "ბრინ...


ამერიკულმა მუსიკალურმა ჟურნალმა Rolling Stone-მა დაასახელა ყველა დროის 100 საუკეთესო სადებიუტო სინგლი(The 100 Greatest Debut Singles of All Time).გამარჯვებული გახდა, ბრიტნი სპირსის 1998 წლის სადებიუტო სინგლი Baby One More Time, სიმღერის ავტორია შვედი კომპოზიტორი და პროდიუსერი მაქს მარტინი, რომელიც ბრიტნი სპირსის გარდა სიმღერებს უწერდა ჯგუფებს Ba...

0
1211
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0