x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
დედოფლისწყაროში ელექტროშოკით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

image


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთში, უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 1 დედოფლისწყაროში.


მოქალაქეები ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების სოფლების მიმდებარედ, თევზის დასაჭერად ე.წ. ელექტროშოკურ აპარატებს და ჩოგან ბადეებს იყენებდნენ, რაც კანონით აკრძალულია.
.
უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პატრულირებისას, გამოავლინეს გასაბერი ნავი, რომელშიც ელექტროშოკური აპარატი, ჩოგან ბადე, დენის წყარო (აკუმულატორი) და უკანონოდ მოპოვებული 3 კგ თევზი იყო განთავსებული. სამართალდამრღვევი ადგილზე არ იმყოფებოდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შესაბამისი აქტი შეადგინეს.
.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურში დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0