x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ცნობილების სკანდალური ფოტოები, რომლებიც სოციალურ ქსელში არ უნდა მოხვედრილიყო
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.



image




როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.




ნამდვილად არ არიან ვარსკვლავები ისეთი იდეალურები, როგორებსაც მათ ჟურნალების გარეკანიდან თუ წითელ ხალიჩაზე ვხედავთ. ისინიც ვარდებიან უხერხულ სიტუაციაში და დღევანდელ სტატიაში სწორედ ფოტოკრებულს წარმოგიდგენთ, სადაც მათი ფიასკოა მოცემული - გასაპარსი ფეხი და იღლია, გამოსველებული უბე და იღლია, "გმირული დაცემა" სცენაზე მილიონობით თაყვანისმცემელის წინაშე და სხვა.






1. ვიქტორია ბექჰემი. ერთი შეხედვით, გრაციოზული, იდეალური, სერიოზული და მოწესრიგებული ვიქტორია შეცდომებს არასოდეს უშვებს, თუმცა ეს მითია. მისი ბრენდის "ვიქტორია ბექჰემის" პირველი "ბუტიკის" გახსნის დღესასწაულზე მან დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიიღო. პაპარაცების ობიექტივში ჩანს მისი გამოსველებული უბე. ფოტომ დიდი დისკუსია გამოიწვია - ნუთუ ვარსკვლავმა შარვალში მოისაქმა? თუმცა, ბექჰემების ოჯახის წარმომადგენელს, ამაზე კომენტარის გაკეთებამ მოუწია და აღნიშნა, რომ "მას უბრალოდ ალკოჰოლი გადაესხა".


imageimage





2. ვიტასი. შემთხვევა, რის გამოც რუსული ესტრადის ვარსკვლავი სკანდალში გაეხვა, რუსეთში მოხდა. ის საკუთარი Infinity-ს მარკის ავტომობილით დაეჯახა ველოსიპედით მოსიარულე ოლგა ხოლოდოვას. ვიტასი სამრთალდამცავებთან სერიოზულ ჩხუბში შევიდა, პარალელურად კი დაზარალებულსაც დაემუქრა. რაც, შემდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდა.imageimage





3. ემა უოთსონი. მსახიობის დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ მისი ოჯახის წევრებს არ აკვირვებს. ის შვიდი წლის იყო, როდესაც პირველად გამოცალა ბოკალი ღვინით, მას ამის უფლება მამამ მისცა. image





4. პერიზ ჰილტონი. ეპატაჟური მსახიობი და მომღერალი არაერთხელ გაეხვა სკანდალში. კიდევ ერთხელ პაპარაცების ობიექტივში კი სენ-ტროპეს ერთ-ერთ ღამის კლუბში აღმოჩნდა, როდესაც ცხენის დოზა შამპანური მიირთვა.imageimage





5. ბრითნი სპირსი. ერთ დროს პოპ-დივა, რომელსაც მსოფლიო ეტრფოდა, თავისი პოპულარობით ბოროტად სარგებლობდა და თავს აძლევდა ბევრის უფლებას. ის მრავალჯერ გაეხვა სკანდალში სხვადასხვა მიზეზის გამო - დაივიწყა დედობის ვალდებულება, ხშირად სვამდა გონების დაკარგვამდე, მოიხმარდა ნარკოტიკს, ქოლგით დაკაწრა პაპარაცის ავტომობილი და ა, შ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პერიზ ჰილტონის დაქალია და მისი მეგობრები სხვანაირები ვერც იქნებიან. პაპარაცებმა არაერთხელ დააფიქსირეს ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ თუ როგორ იქცევა არაადეკვატურად და როგორ ავიწყდება იმ დროს, რომ ქვედა თეთრეულის ტარება არ უყვარს... imageimage





6. ქეით მოსი. ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი არაერთხელ გამოიჭირეს ნარკოტიკული ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ მყოფი. დადიოდა ჭორები, რომ ვიქტორია სეკრეტი მას კონტრაქტს მხოლოდ მაშინ გაუგრძელებდა, როდესაც რეაბილიტაციის კურსს ჩაიტარებდა. ეს ფოტო გადაღებულია ერთ-ერთი ღამის კლუბიდან გამოსვლის მომენტში. მის შარვალზე კი თეთრი პუდრის კვალია და ამით ცხადია ყველაფერი... image





7. პამელა ანდერსონი. ამერიკის სექს-სიმბოლო არაერთხელ გამოიჭირეს არაფხიზელ მდგომარეობაში. ფოტო პაპარაცებმა გადაუღეს ჰოლივუდში, ღამის კლუბი Guys & Dolls -იდან გამოსვლის მომენტში. imageimage




იხილეთ აგრეთვე:



ვარსკვლავური ფიასკო - გასაპარსი ფეხები, გამოსველებული უბე და იღლია და სხვა შემთხვევებიimage


1
960
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
960
  
2021, 9 ივნისი, 14:37
:))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
0 1 1