x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სამურაების ნამდვილი არსი. რატომ არ უყვარდათ ისინი უბრალო იაპონელებს?

image


სამურაები ყოველთვის წესიერ და მამაც მეომრებად ითვლებოდნენ. ისინი იცავდნენ სუსტებს და იბრძოდნენ საკუთარი ქვეყნისთვის. მართალია, ახლა მათზე როგორც დიდ ადამიანებზე ისე საუბრობენ, რომლებიც საკუთარი სიამაყისა და ღირსების დასაცავად ყველაფრისთვის მზად იყვნენ, თუმცა ნუთუ სინამდვილეში ისინი მართლაც ასეთი გამორჩეული იმიჯისა და რეპუტაციის მქონე მეომრები იყვნენ?


image


სინამდვილეში, ძალაუფლებას ერთგვარი თრობის ეფექტი აქვს, სიამაყე კი როგორც წესი, ამპარტავნებად იქცევა ხოლმე. საკუთარი თავით აღფრთოვანება და ეგოიზმი სამურაების უმეტესობისთვის დამახასიათებელი და საკმაოდ ორგანული იყო. უბრალო ხალხს ისინი მარტივად რომ ვთქვათ, გულზე არ ეხატებოდათ ვინაიდან უბრალო ადამიანებისადმი მათი დამოკიდებულება მეგობრულისგან საკმაოდ შორს იყო. სამურაებს რიგითი გლეხის დასჯა, დაცინვა ან მისთვის კიდევ უფრო უარესის გაკეთებაც შეეძლო, და ამისგან მას არცერთი კანონი არ იცავდა.


image



გლეხი სამურაისთვის ერთი ალმაცერად შეხედვის გამო შეიძლებოდა იმქვეყნად დაუფიქრებლად გაესტუმრებინათ, ვინაიდან სამურაისთვის თუნდაც უმნიშვნელო შეურაცხყოფის მიყენებაც კი, სიცოცხლის დაკარგვას უდრიდა.


image


სამურაი შეიძლებოდა გამხდარიყო ყველა, ვისაც კი ამის სურვილი ჰქონდა. ადამიანი შეიძლებოდა რომ ყოფილიყო კრიმინალი ან სულაც ცუდი რეპუტაციის მქონე, თუმცა მას შემდეგ რაც ის წარჩინებულ სამხედრო მეომრად "იკურთხებოდა" მყისიერად უმაღლეს კასტაში ხვდებოდა. აღსანიშნავია, რომ სამურაები მაღალი ფენის წარმომადგენლებად ითვლებოდნენ, რის გამოც სხვებს ზემოდან უყურებდნენ, და მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი კრიმინალები სამურაები ხდებოდნენ, ისინი საკუთარ დანაშაულებრივ წარსულს მაინც ვერ ელეოდნენ და თანამემამულეების მოტყუებას, ძარცვასა და მათთვის სიცოცხლის მოსპობას კვლავაც უწინდებურად განაგრძობდნენ, თუმცა რა თქმა უნდა, მათ შორის იყვნენ ისეთი კეთილსინდისიერი ადამიანებიც, რომლებიც სამურაების სახელს სათანადო პატივისცემითა და დიდი სიფრთხილით ეპყრობოდნენ.















0
297
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
297