x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უცხოპლანეტელის გვამის გაკვეთის 1947 წლის კინოფირი ასტრონომიულ ფასად იყიდება
image

კადრები იმ "ორიგინალი" ფირის ნაწილია, რომელიც მთავარობამ 1947 წელს ჩამოგდებული "მფრინავი თეფშის" მგზავრი- უცხოპლანეტელის გვამის გაკვეთა კინოფირზე დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ სწორედ მაშინ მოხდა ცნობილი ე.წ. როზუელის ინციდენტი, სავარაუდოდ უცხოპლანეტელების ხომალდმა კატასტროფა განიცადა შტატ ნიუ-მეხიკოში, ქალაქ როზუელთან. ლოტის მფლობელია რეი სანტილი, მუსიკალური მაგნატი, რომელიც ცნობილი გახდა იმით, რომ 1995 წელს პენსიაზე გასულ სამხედრო ოპერატორისგან იყიდა ფირი და საზოგადოებას წარუდგინა.


90-იან წლებში ჩანაწერმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ზოგისთვის ეს გახდა უცხოპლანეტელების არსებობის უდავო დასტური და ის, რომ აშშ-ს მთავრობა საგულდაგულოდ მალავდა უცხოპლანეტელების ჩამოვარდნის ფაქტს.


მაგრამ 2000-იან წლებში ფილმის შესახებ სიმართლე საბოლოოდ გაირკვა. სანტილის "მტკიცებულებების საფუძველზე" აღმოჩნდა, რომ ეს იყო რამდენიმე მეგობრის მიერ გადაღებული სახუმარო კინოფირი, რომლებიც 17 წუთის განმავლობაში "უცხოპლანეტელების გაკვეთაზე", "ჩალიჩობენ".


image

ახლა სანტილი იშვიათად საუბრობს ამ ფირის ისტორიაზე, თუმცა დაბიჯეთებით დღემდე უწოდებს "ორიგინალ ფილმს".აღსანიშნავია, რომ სანტილი ფირს მთლიანად არ ყიდის, მხოლოდ ერთ კადრს და რამდენიმე დოკუმენტს, რომელიც მის ნამდვილობას(განმარტება:რომ ასლი არ არის) ადასტურებს.



აღმოჩნდა, რომ ამ კადრსაც ბევრი მსურველი გამოუჩნდა, თან ისეთი, რომ ასტრონომიული თანხის გადახდაც კი არ ენანებათ: აუქციონის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე ფირის ფასი 1, 26 მილიონ დოლარზე შეჩერდა!






image



როზულის ინციდენტი ისტორიაში შევიდა როგორც, ამოუცნობი მფრინავი ობიექტის სავარაუდო კატასტროფის ადგილი, რომელიც 1947 წლის ივლისში, ნიუ-მექსიკოს შტატში, ქალაქ როზუელთან განიცადა.


1970-იანი წლების ბოლოდან ამ ინციდენტმა გამოიწვია მწვავე კამათი და დაპირისპირება შეთქმულების თეორიების შესახებ, პირველ რიგში, აღმოჩენილი ობიექტის გაურკვეველი წარმომავლობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა ოფიციალურად განმარტეს, რომ აღმოჩენილი ობიექტი იყო მეტეოროლოგიური ზონდი "მოგოლი" რომელიც გამოიყენებოდა გასაიდუმლებული პროგრამის ფარგლებში.

image

სხვადასხვა პუბლიციკაციებში აქტიურად გავრცელდა პოპულარული ვერსია, რომ ობიექტი იყო უცხოპლანეტელი ხომალდი, ხოლო მისი მფრინავი იყო უცხოპლანეტელი, რომელიც აშშ-ს მთავრობამ შეიპყრო და ეს ამბავი დამალა.


შეთქმულების ეს თეორია გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკულ პოპ კულტურაში და სწორედ ამის წყალობით, ქალაქ როზუელი ხშირად ასოცირდება უცხოპლანეტელებთან.

0
736
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
736
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0