x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საბჭოთა იმპერიის სირცხვილი-როგორ შეძლო მათიას რუსტმა წითელ მოედანზე დაჯდომა

image


34 წლის წინ, 1987 წლის 28 მაისს 19 წლის მათიას რუსტმა შეძლო წარმოუდგენელი რამის გაკეთება: მან სპორტული თვითმფრინავით გაარღვა კლასობრივი მტრის, "რკინის ფარდის " საჰაერო საზღვარი და მშვიდობიანად დაეშვა პირდაპირ მოსკოვში, წითელ მოედანზე, იმ იმპერიის დედაქალაქის შუაგულში, სადაც, ხატოვნად თუ ვიტყვით, შიშით "ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა"(ვინც შეფრინდა ყველას ძვირად დაუჯდა, გავიხსენოთ თუნდაც 1983 წლის ტრაგედია- კორეული Boeing 747-ის ჩამოგდება)




ყველაფერი 1987 წლის 13 მაისს დაიწყო, 19 წლის მათიას რუსტმა სპორტული თვითმფრინავი Cessna 172 იჯარით აიღო, დაუყენა დამატებით საწვავის ავზები( მეორე რიგი სავარძლების სანაცვლოდ) და დაიწყო მოგზაურობა, აფრინდა გერმანულ ქალაქ იუტერზენიდან და 5 საათიანი ფრენის შემდეგ დაეშვა შოტლანდიის კუნძულების ერთ-ერთ აეროდრომზე.



მეორე დღეს რუსტი გაფრინდა ფარერის კუნძულებზე, ხოლო 15 მაისს გადაფრინდა ისლანდიაში, მოინახულა ჰიოვდი, სადაც 1986 წლის ოქტომბერში რეიგანი-გორბაჩოვი ერთმანეთს შეხვდნენ.




"ვიგრძენი, რომ სულით შევუერთდი ამ ადგილს, ემოციებით ავივსე და ამავდროულად გაწბილებული ვიყავი სამიტის ჩაშლის გამო და იმითაც, რომ ვერ შევძელი შარშან შემოდგომაზე ამ ადგილზე მოხვედრა, ამან მომცა მოტივაცია, გამეგრძელებინა მოგზაურობა..."(მათიას რუსტის მოგონებიდან)


image



22 მაისს რუსტი ბერგენიდან(ნორვეგია) ჰელსინკიში გადაფრინდა, ამის შემდეგ მათიას რუსტმა ჩაიფიქრა უკვე გიჟური გადაწყვეტილება, მანამდე იგი ორჭოფობდა..."დიახ ეს უნდა გავაკეთო"..."არა, ეს სიგიჟეა".



28 მაისს დილით საწვავით შეავსო "სესნა" და სადისპეტჩეროს გადასცა ორსაათიანი ფრენის გეგმა სამხრეთ-დასავლეთით-სტოკჰოლმის მიმართულებით, როგორც მოგვიანებით თვითონ განაცხადა, ეს იყო ალტერნატიული მარშრუტი, რაიმე ისე თუ ვერ წავიდოდა.




13:21 წუთზე მათიას რუსტი ჰელსინკიდან აფრინდა და გეზი კი სულ სხვა მიმართულებით აიღო.20 წუთიანი ფრენის შემდეგ მათიას რუსტმა გამორთო კავშირის ყველა მოწყობილობა დაეშვა 200 მეტრის სიმაღლეზე(რადარებს რომ არ დაეფიქისრებინათ) და ბალტიის ზღვის სანაპირო ზოლს გაჰყვა.

image

დაახლოებით 14 საათზე რუსტის თვითმფრინავი რადარის ეკრანებიდან გაქრა, დისპეტჩერებმა სამაშველო-სამძებრო ბრიგადა გააგზავნეს ფინეთის ყურეში, მაშველებმა ზღვაში აღმოაჩინეს ზეთის ლაქა და ივარაუდეს, რომ რუსტის "სესნამ" კატასტროფა განიცადა.


ამასობაში კი რუსტი ფსკოვის მიდამოებში იყო, როდესაც 15:00 საათზე გრაფიკის შესაბამისად შეცვალა სისტემის კოდი "ჩვენი/უცხო" . იმ მომენტში ერთ-ერთი საავიაციო პოლკის სასწავლო ფრენა მიმდინარებდა, რა დროსაც გამოუცდელი ლეინტენანტი მორიგეობდა, მან ყველა საჰაერო ობიექტს მიანიჭა ნიშანი "ჩვენი".

image

18:30 წუთზე რუსტი მოსკოვში შეფრინდა:



"ამ მომენტში უკვე ზემოთ აფრენას ვცდილობ, ათი მეტრის სიმაღლეზე ვარ. აი, აქ მავზოლეუმს ჩავუფრინე მინიმალური სიჩქარით. მინდოდა დაჯდომა და ეს მანევრი სამჯერ გავაკეთე, რათა ხალხისთვის მენიშნებინა, რომ დაჯდომა მინდოდა. მაგრამ როცა უკან ვბრუნდებოდი, ხალხი ისევ იქ მხვდებოდა. იქვე იყო სამშენებლო ამწე და დიდი საშიშროება არსებობდა, რომ მას გამოვდებოდი. გადავწყვიტე, დავმჯდარიყავი ხიდზე, რადგან ცალი ფეხი უკვე ისე დამიბუჟდა, რომ აღარ მემორჩილებოდა. დაუვიწყარი მომენტი იყო, როცა ხიდზე დაჯდომის შემდეგ, ჩემს გვერდით დავინახე ლურჯი ლადა, რომლის მძღოლს - როცა გამოიხედა და დამინახა - თვალები გაუფართოვდა. ვიფიქრე, ნეტავ საჭე არ გაექცეს და არ დამეჯახოს-მეთქი, რადგან მისი მდგომარეობაც წარმოიდგინეთ: მოსკოვის ცენტრში, ხიდზე, თვითმფრინავმა გაასწრო!“

რუსტმა თვითმფრინავი გააჩერა, დაკეტა და ჩამოვიდა, ფეხი დადგა საბჭოთა კავშირის მიწაზე. მას ხალხი შემოეხვია. ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა ინგლისურად ჰკითხა, ვინ იყო და საიდან. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მასთან სამი პირი მივიდა, ასე 30-40 წლისა, და თავი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებად წარუდგინეს. მათ ჰკითხეს რუსტს, საიდან იყო და რატომ ჩაფრინდა იქ, მოსთხოვეს პასპორტიც, შეამოწმეს თვითმფრინავი, იარაღი ხომ არ იყო, და დააკავეს. „კა-გე-ბეს“ გამომძიებლებს არ სჯეროდათ მოტივისა, რუსტის ნაამბობის თანახმად, რომ ის სამშვიდობო მისიით ჩაფრინდა მოსკოვში.

image

19 წლის მატიას რუსტის სახელი ერთ დღეში გახდა ცნობილი მთელს მსოფლიოში. მან მართლაც შეუძლებელი შეძლო: გაარღვია მძლავრი საბჭოთა საჰაერო თავდაცვის ფარი ისე, რომ შეუმჩნეველი დარჩა და მეტიც, პირდაპირ იმპერიის ბუნაგის ცენტრში- წითელ მოედანზე დაეშვა.



მოსკოვში მატიას რუსტი დააპატიმრეს, 1987 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა სასამართლო, "ხულიგნობისთის" მას 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა მან 1 წელზე ოდნავ მეტი დაჰყო ციხეში, რის შემდეგაც იგი გფრ-ში დაბრუნდა.


გერმანიაში დაბრუნების შემდეგ მატიას რუსტი გმირად არ ჩაუთვლიათ, პირიქით, პრესა მას დიდად არ წყალობდა, ჯერ იყო და ჩამოართვეს პილოტის ლიცენზია, ხოლო 1989 წლის მერე მით უმეტეს, როცა რუსტმა ჩხუბის დროს მედდა დაჭრა და ამის გამო 15 თვე ციხეში ჯდომამ მოუწია.

image



2001 წელს რუსტი კიდევ ერთხელ დაიჭირეს, უნივერმაღიდან ქაშმირის სვიტრის მოპარვის გამო.



როგორც ცნობილია, იგი პოკერის თამაშით ირჩენდა თავს, 2012 წელს გამოვიდა მისი მემუარები.

image


რაც შეეხება თვითმფრინავს Cessna 172-ს, რითაც რუსტმა სენსაციური გადაფრენა განახორციელა, იაპონელმა ბიზნესმენმა იყიდა, თუმცა 2008 წელს იგი გამოისყიდა გერმანიის ტექნიკურმა მუზეუმმა და დღემდე იქ გახლავთ დაკიდული..

image




3
464
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
464
  
2021, 28 მაისი, 21:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 28 მაისი, 21:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 28 მაისი, 21:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3