x
აგუეროს საყვარელი ადამიანები - დაწყებული მარადონას შვილიდან დამთავრებული 24 წლის მოდელით [PHOTO]
image

სერხიო აგუერომ "მანჩესტერ სიტი" დიდებულად დატოვა, შეგახსენებთ, არგენტინელმა ფორვარდმა პრემიერ ლიგის ბოლო ტურში შეცვლაზე შემოვიდა და 2 გოლის გატანა მოახერხა, მისმა გუნდმა კი "ევერტონი" 5:0 გაანადგურა.
"ქალაქელთა" ისტორიაში ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელს გვერდით სოციალურ ქსელში ყოველთვის სხვადასხვა ლამაზმანი ჩნდებოდა.
ჯიანა მარადონა
სერხიო აგუეროსა და ლეგენდარული დიეგო მარადონას შვილს, ჯიანა მარადონას შორის ურთიერთობა 2008 წელს დაიწყო, 2009 წელს კი მათ ბიჭი სახელად ბენჟამინი შეეძინათ. აგუერო იმ დროს ჯერ კიდევ მადრიდის "ატლეტიკოსთვის" უტევდა.
image თუმცა წყვილი 2012 წელს ერთმანეთს დაშორდა, ჯიანამ კი მსოფლიოს ეს "ტვიტერის" მეშვეობით ამცნო.

ხშირი იყო ცუდი შინაარსის მქონე კომენტარები, როდესაც სერხიოს აკრიტიკებდნენ, თუმცა მარადონას ქალიშვილი ხშირად მას იცავდა, მაგალითად, ერთერთ ცუდ კომენტარს აგუეროს ყოფილმა მეუღლემ შემდეგი სიტყვებით უპასუხა:

"ამას ნუ იტყვით, ის ჩემი შვილის მამაა, მას კი ნამდვილად არ მოსწონს, რასაც თქვენ საუბრობთ".


არგენტინელი ფორვარდი ამის შემდეგ უამრავ ქალბატონთან "გამოიჭირეს", ამჟამად, სერხიო 24 წლის სუპერ მოდელთან ერთადაა.

image

ჯიანასთან დაშორების შემდეგ ფეხბურთელმა და მომღერალი კარინა ტეიედამ რომანი გააბეს, თუმცა დროს ვეც მათმა ურთიერთობამ ვერ გაუძლო.

imageმომღერლის შემდეგ აგუეროს ახალი სიყვარული ზო კრისტოფელი გახლდათ, რომელმაც ფეხბურთელს თავი ტატუებითა და ინსტაგრამის მოდელობით მოაწონა, თუმცა მათ სერიოზული ურთიერთობა არ გამოუვიდათ.

imageშემდეგ კუნმა თვალი ყოფილი ფეხბურთელის ეშლი ვარდის შვილს, ტეილორ ვარდს დაადგა. თუმცა არგენტინელს არც მასთან გამოუვიდა არაფერი, აღსანიშნავია, რომ ლამაზმანი ახლა "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს, კერძოდ რიად მაჰრეზსს ხვდება.

imageამჟამად არგენტინელი ფეხბურთელი 24 წლის მოდელთან კალძეტისთან ერთადაა.

შეგახსენებთ, აგუერო კატალონიის "ბარსელონაში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

0
854
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ღვინიაშვილი17
გიორგი ღვინიაშვილი17
854
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0