x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ მოხვდა კრიმინალების პორტრეტები ფულის ნიშნებზე

image

ავსტრალიაში მხოლოდ საოცარი ცხოველები და ბუნება კი არ აერის, საერთოდ, მეტად უცნაური ქვეყანაა, – უცნაური კანონებით, ზნეობით და ცხოვრებისეული ხედვით. ამის მტკიცებულებად კი, ფულის ნიშნები გამოდგება, რომელსაც ფულის გამყალბებლის, ცხენის ქურდის და მეამბოხე სოციალური ალპინისტის ფოტოები ამშვენებს – რაც იმის ნათელი მაგალითია, რამდენად არაორდინალური შეიძლება იყოს ეს ქვეყანა, ამა, თუ იმ გადაწყვეტილების მიღების საკითხში.

1. ფრენსის ჰოვარდ გრინვეიimage

პროფესიით არქიტექტორი ფრენსის გრინვეი, ფულის დიდი გამყალბებელი და ფალსიფიკატორი, არქიტექტურული კონტრაქტის გაყალბების გამო იყო გასამართლებული. 1814 წელს ის ახალ სამხრეთ უელსში გადაიყვანეს და 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ავსტრალიაში ჩასვლისთანავე, მან გუბერნატორის სახელზე, სამუშაოზე მიღების თაობაზე, მეტად მაღალფარდოვანი განცხადება დაწერა და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ის გუბერნატორმა დაასაქმა და ფრენსისმა მუშაობა ხელისუფლებაზე დაიწყო.
გუბერნატორი ავსტრალიის განვითარებით დაინტერესებული ადამიანი აღმოჩნდა და მათ ერთად, ჰოქსბერი მდინარის სანაპიროზე მდებარე 5 ქალაქის მთავარი მოედანის რეკონსტრუქცია ჩაატარეს, უფრო სწორედ, თავიდან ააშენეს. 1816 წელს მსჯავრდებული გრინვეი უკვე სამოქალაქო არქიტექტორად დაინიშნა. გუბერნატორმა მაკვარმა, თავისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, კოლონიის ხელმძღვანელობას 265 ახალი შენობა გადასცა, რომლიდანაც უმრავლესობა, ფრენსის გრინვეის მიერ იყო დაპროექტებული.
ფრენსისი ნაყოფიერი არქიტექტორი იყო და მის მიერ აშენებული ბევრი შენობა, დღესაც სიდნეის ღირშესანიშნაობად ითვლება. მათ შორის, სიდნეის კონსერვატორია, რომელიც ადრე სამთავრობო თავლა იყო. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ამ ადამიანის სახე და სახელი ავსტრალიის 10 დოლარიან კუპიურაზე აღმოჩნდა.

2. მერი ჰეიდოკი image

მერი ჰეიდოკი (მოგვიანებით, მერი რეიბი) თავგადასავლების მაძიებელი ობოლი იყო, რომელიც ბებიასთან ცხოვრობდა. ის 20 დოლარიან ავსტრალიურ კუპიურაზე არის გამოსახული. ბიჭად გადაცმული გოგონა, მაშინ დააკავეს, როდესაც მან ცხენი მოიპარა და სამოგზაუროდ გაემართა. მაშინ მერი მხოლოდ 14 წლის იყო და ის სამართალდამცავებს ჯეიმს ბეროუს სახელით გაეცნო. მისი ნამდვილი სახელი და სქესი მხოლოდ სასამართლოზე გახდა ცნობილი და სავარაუდოდ, გოგონა სიკვდილით დასჯას, სწორედ ამის გამო გადაურჩა. 1791 წ. მას 7 წელი მიუსაჯეს და სასჯელის მოსახდელად, სიდნეიში გადაიყვანეს.

1794 წელს, როდესაც 17 წელი შეუსრულდა, მერი ცოლად თომას რეიბს გაჰყვა და გვარი შეიცვალა. მისი მეუღლე ირლანდიიდან ჩასული თავისუფალი ახალმოსახლე იყო, რომელიც ოსტ–ინდურ კომპანიაზე მუშაობდა. მერიმ მომავალი მეუღლე სატრანსპორტო გემზე გაიცნო, როდესაც ის კონტინენტზე გადაჰყავდათ. გათხოვების შემდეგ, მერიმ შეწყალება მიიღო და მეუღლესთან ერთად დაიწყო მუშაობა.
როდესაც თომასი გარდაიცვალა, მერიმ მისი მოვალეობები ბიზნესში საკუთარ თავზე აიღო. ის იმდენად ნიჭიერი იყო, რომ სულ ცოტა ხანში, კომპანია გააფართოვა და კოლონიაში ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. გუბერნატორები მას მთავრობის სახლში ხშირად იწვევდნენ, მასთან ერთად სადილობდნენ, აქებდნენ და მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მაგალითად მოჰყავდათ.
მერიმ რესპექტაბელობას მიაღწია და დიდგვაროვანი გახდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის მიწათმფლობელი იყო და მუშაობა აღარ სჭირდებოდა. გარდა ამისა, მას შეეძლო თავისი ნასამართლევობის დამალვა, მაგრამ თავად ფაქტი, რომ მას კრიმინალური წარსული ჰქონდა, ისეთ შესაძლებლობებს აძლევდა, რომელიც ადრე არასდროს ჰქონია. იმის გამო, რაც გააკეთა, ავსტრალიელები ყოველთვის სიყვარულით იხსენებენ, რასაც ვერ ვიტყვით ჯონ მაკარტურზე, რომლის პორტრეტი 2 დოლარიან კუპიურას ამშვენებდა, რომელიც შემდგომში, მონეტით ჩაანაცვლეს.
ბედის ირონიით, ის გაძევებულთა ქვეყნიდან, ერთადერთი გაძევებული ადამიანი და კონტინენტზე ყველაზე დიდი თაღლითი იყო.
ჯონი დუელებზეც იბრძვოდა და ერთხელ, საკმაოდ სერიოზულად, თავისი მეთაურიც კი დაჭრა. მისი მიზეზით, ავსტრალიის ისტორიაში, ერთადერთი სამხედრო გადატრიალებაც კი მოხდა.

3. ჯონ მაკარტურიimage
ჯონ მაკარტური, რომელიც ასევე ფიგურირებს ავსტრალიის ვალუტაზე, კოლონიაში ახალი სამხ. უელსის კორპურის ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსით, 1790 წ. ჩავიდა. მან პრობლემების შექმნა მანამდე დაიწყო, ვიდრე მისი გემი პორტში შევიდოდა.

ქსოვილებით მოვაჭრის ვაჟი ჯონი, ძალიან მწვავედ განიცდიდა საკუთარ მოკრძალებულ წარმომავლობას და ყოველთვის თავგამოდებით იცავდა იმას, რაც საკუთარ ღირსებად და პატივად მიაჩნდა. მაგრამ, ჯენტლმენების ღირსების კოდექსი კომერციით დაკავებას კრძალავდა და უფრო მეტიც, ამას ვულგარულად მიიჩნევდა. ხოლო, სამხედრო ოფიცრებისთვის, ვაჭრობა საერთოდაც აკრძალული იყო. ამიტომ, მაკარტური კონტინენტზე მხოლოდ გამდიდრების იმედით ჩავიდა. ის უშუალოდ იყო პასუხისმგებელი, იმის გამო, რომ მის რაზმს ყველაზე ცუდი რეპუტაცია ჰქონდა, მათ შორის, ვისაც წითელი ფერის სამხედრო ფორმა ოდესმე ჩაუცვამს.
ჯონი ყოველთვის შარს ეძებდა, ნებისმიერი შეურაცხყოფა, რეალური თუ წარმოსახვითი, მას შურისძიებისკენ უბიძგებდა... და მნიშვნელობა არა ჰქონდა, ის ვისგან მოდიოდა, უბრალო ადამიანისგან, მეთაურისგან, თუ გუბერნატორისგან.
მას, ხშირად, ავსტრალიაში შალის მრეწველობის დამფუძნებლად მიიჩნევენ. მაგრამ, რეალურად, მთელი პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით, მის მეუღლეს, ელიზაბეთს ეკისრებოდა, რომელმაც შალის ინდუსტრია ყოფილ პატიმრებთან და კონტინენტის ახალმოსახლებთან ერთად ააწყო. ამასთან, იმ დროს, როდესაც მაკარტური კონტინენტიდან საერთოდაც განდევნილი იყო. თუმცა, ისე მოხდა, რომ ელიზაბეთის ნაცვლად, ქვეყნის ვალუტაზე, სწორედ მისი პორტრეტი აღმოჩნდა.

imageimageimageimageimageimageimage

1
557
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
557
  
28 ივლისი, 22:53
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

0 1 1