x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
18 მოულოდნელი ფაქტი ნიდერლანდების შესახებ, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ

საინტერესო ფაქტები ნიდერლანდების შესახებ, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ:


1. ჰოლანდიელი მამაკაცები მსოფლიოში ყველაზე მაღლებად ითვლებიან. საშუალოდ მათი სიმაღლე 1.83 მეტრია.

image

2. სახლში მშობიარობა ძალიან პოპულარულია ნიდერლანდებში. ქალების 20 % სწორედ სახლში მშობიარობას ამჯობინებს.

image

3. ამსტერდამის დიდი ნაწილი 12 მეტრიან ხის ბოძებზეა გაშენებული. ჭაობიანი ადგილების გამო, შენობების უმეტესობა ხის სვეტებს ეყრდნობა, რომლებიც მდინარის ქვიშიანი კალაპოტის პირველ ფენაზეა გამაგრებული.
თითქმის მილიონი ხის საყრდენი იჭერს ამსტერდამს, რომელთა დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში შეიცვალა ბეტონისა და ფოლადის წყობებით.

image

4. სტატისტიკურად, ჰოლანდიაში ყველაზე ნაკლებადაა გავრცელებული ხალხში ლაქტოზის აუტანლობა.

image

5. ნიდერლანდები აღიარებულია როგორც ყველაზე ხელმისაწვდომი და ხარისხიანი საკვები პროდუქტების ქვეყანა.

image

6. ნიდერლანდებში ველოსიპედი უფრო მეტია, ვიდრე ადამიანი. 2013 წელს ნიდერლანდები და დანია ყველაზე ყველაზე მეტად იყვნენ ორიენტირებულები ველოსიპედზე ევროკავშირის ქვეყნებიდან.

image

7. ქალაქ ლისეში მდებარეობს კოკენჰოფის ფერების ბაღი, ყველასზე დიდი ყვავილების ბაღი მსოფლიოში. აქ 800 ზე მეტი სახეობის ტიტა ხარობს.

image

8. ამსტერდამში 1281 ხიდია, ისინი 164 არხს აერთიანებენ ქალაქთან.

image

9. პაბი De Drie Gezusters ( სამი და) ყველაზე დიდი პაბია მსოფლიოში

image

10. ყოველი თვის ყოველ ორშაბათ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ირთვება ავარიული სიგნალი. ეს სირენა სატესტო განგაშისაა, ზუსტად შუადღისას ჟღერს და 1 წუთი 26 წამი გრძელდება შეფერხების გარეშე.

image

11. სიპჰოლის აეროპორტი ჰოლანდიის მთავარი საერთაშორისო აეროპორტია და მდებარეობს ზღვის დონიდან 4 მეტრ სიღრმეში. აეროპორტი ჰაარლემერის ტბაზე ააშენეს, თვითონ ტბა კი 1852 წელს დააშრეს.

image

12. ჰოლანდიელები ერთმანეთს ლოყაზე სამჯერ კოცნით ესალმებიან. ეს ტრადიცია ვრცელდება ნიდერლანდებში, ბელგიასა და შვეიცარიაში.

image

13. გაზაფხულის დაწყებას ქალები მოკლე კაბების დღეს აღნიშნავენ ( Rokjesdag). ისინი გაზაფხულს სწორედ მოკლე კაბებით ხვდებიან. ასევე მამაკაცებსაც შეუძლიათ ამ დღის აღნიშვნა და მოკლე შორტების ტარება.

image

14. შობას ნიდერლანდებში 5 დეკემბერს აღნიშნავენ. და ასევე ამ დღეს “სინტერკლასი" ურიგებს ბავშვებს საჩუქრებს. ჰოლანდიელ სანტას კი კერსტმანს ეძახიან და ტრადიციულად ბავშვები მისგან საჩუქრებს 24 დეკემბერს იღებენ.

image

15. ყოველწლიურად ზაფხულობით ათასობით ბავშვი და მათი მშობლები მონაწილეობენ 4 დღიან მარშში- Avondvierdaagse. ამ დროს ისინი ლიმონებს მიირთმევენ პიტნასთან ერთად, რომლებიც ენერგიას ჰმატებენ მათ.

image

16. ნიდერლანდებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იღებენ ფულს, რათა მათ შეძლონ ინტიმური მომსახურებით სარგებლობა წელიწადში 12-ჯერ.

image

17. ნიდერლანდების სუპერმარკეტების ქსელი იცავს წესს, რომლის მიხედვითაც, თუ ყველა რიგში 4 ადამიანია და ყველა სალარო არ არის გახსნილი, მაშინ შეგიძლიათ პროდუქტები უფასოდ წაიღოთ.

image

18. ნიდერლანდებში სოფელ გიტჰორნში არაა სამანქანო გზები. ხალხი იქ ან ფეხით დადის, ან არხების საშუალებით.

image



















0
612
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
612
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0