x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ვინ ითამაშა სინამდვილეში ტერმინატორი შვარცნეგერის ნაცვლად?
image

ყველამ იცის პოპულარული მსახიობი - არნოლდ შვარცნეგერი, რომელიც ცნობილი წარმოუდგენელი ტრიუკების შესრულებითა და არაჩვეულებრივი გარეგნობით გახდა, მაგრამ როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი მის ყველა ფილმში "ბინძურ" საქმეს მის ნაცვლად სულ სხვა ადამიანი ასრულებდა.


image


მას პიტერ კენტი ჰქვია, ის კანადელი წარმოშობისაა, რომელსაც მთელი ცხოვრება საქმე მხოლოდ რისკთან ჰქონდა. ერთ დღესაც პიტერმა საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადასვლა და სამსახიობო კარიერის დაწყება გადაწყვიტა.ფილმ "ტერმინატორის" კასტინგის დროს ის რეჟისორმა შეამჩნია და საკმაოდ მძიმე სამუშაო შესთავაზა: "თქვენ ძალიან ჰგავხართ ერთ მსახიობს, რას იტყვით მის დუბლიორად მუშაობაზე?". პიტერი ამ წინადადებას ბევრი ყოყმანის გარეშე დათანხმდა, სწორედ იმ დღიდან დაიწყო მისი ექსტრემალური კასკადიორის კარიერა, ის მონაწილეობდა თითქმის ყველა ფილმში სადაც კი, არნოლდ შვარცნეგერი თამაშობდა.


image


მაგრამ თუ ყველა ტრიუკს პიტერი ასრულებდა, მაშ, რაღა რჩებოდა თავად არნოლდს? მოგეხსენებათ, რომ მის ფილმებში მხოლოდ და მხოლოდ "ექშენი" იყო.


imageimage


პიტერ კენტი 13 წლის განმავლობაში ჩრდილში იყო, სანამ ფილმის გადაღების დროს ერთი ინციდენტი არ მოხდა და მან საბოლოოდ, წასვლა არ გადაწყვიტა.


image


დღეს, არნოლდ შვარცნეგერის ყოფილი დუბლიორი უკვე 63 წლის გახლავთ და მსახიობობას, პედაგოგობას და პოლიტიკოსობასაც წარმატებით უთავსებს, პიტერმა კასკადიორებისთვის სპეციალური კერძო სკოლაც კი დაარსა, სადაც კინომსახიობთა დუბლიორები ტრიუკების ხელოვნებას ეუფლებიან. ჩვენი სტატიის დღევანდელი გმირი სამაგალითო მეოჯახე და მოსიყვარულე მამაა. თავის ასაკთან შედარებით, დამეთანხმებით რომ ის შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება, როგორც ჩანს, პიტერს ცხოვრებში ყველაფერი იდეალურად აქვს.


image











0
516
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
516