x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134391
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508463
ჩემმა თაობამ ნაკლებად იცის თუ რა სენსაციური მოგება მოიპოვა 1962 წელს თბილისის დინამომ რეალის დამარცხებით და გახდა ჩემპიონთა თასის მფლობელი

image 1962 წლის 29 წელს მოხდა შეხვედრა, რომელიც ისტოირული დღე გახდა ქართული კალათბურთისათვის და ზოგადად ქართული სპორტისათვის.
ამ დღეს თბილისის დინამოს კალათბურთელებმა ჟენევაში დაამარცხეს მსოფლიო კალათბურთის გრანდი ესპანური "რეალი" და ჩემპიონთა თასი მოიპოვეს.
ეს იყო იმ დროისათვის წარმოუდგენელიც კი იყო, "რეალი" მსოფლიო დონის საკალათბურთო კლუბი იყო, თბილისის დინამო მართალია წარმატებით გამოდიოდა საბჭოთა კავშირის საკალათბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, მაგრამ საკალათბურთო კლუბებს შორის სანუკვარი, ყველაზე ღირებული ჩემპიონთა თასის მოგება სენსაციური აღმოჩნდა.
დინამოელებმა ესპანური კლუბი 90:83 ანგარიშით დაამარცხეს, რითაც მსოფლიო კალათბურთის გულშემატკივრები გააოცეს.
სამწუხაროდ ამ ლეგენდარული შეხვედრის ვიდეო კადრები დღესაც არ გაგვაჩნია, ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა ბევრი ეძებეს ესპანეთში და შვეიცარიაში აღნიშნული შეხვედრის ამსახველი ვიდეო კადრები, მაგრამ ჯერჯერობით და სამწუხაროდ უშედეგოდ.
აი ადამიანები, რომლებმაც სენსაცია მოახდინეს ჟენევის საკალათბურთო დარბაზში.
გუნდის მწვრთნელი - ოთარ ქორქია
გუნდის კაპიტანი - გურამ მინაშვილი.

მოთამაშეები:
-ლევან მოსეშვილი,
-ილარიონ ხაზარაძე,
-რევაზ გოგელია,
-ვალერი ალთაბაევი,
-ანზორ ლეჟავა,
-ლევან ინწკირველი,
-ვლადიმერ უგრეხელიძე,
-ამირან სხიერელი,
-ალექსანდრე კილაძე,
-ალექსანდრე პეტროვი
და ბოლოს ჩამოგითვლით იმ კალათბურთელებს, ვინც "რეალის" საკალათბურთო ფარის კალათა "ააწიოკა" იმ დღეს.
ვალერი ალთაბაევი-17 ქულა.
ანზორ ლეჟავა-16 ქულა.
ვლადიმერ უგრეხელიძე-14 ქულა.
ალექსანდრე კილაძე-14ქულა.
ალექსანდრე პეტროვი-12 ქულა.
გურამ მინაშვილი (კაპიტანი)-9 ქულა.
ლევან მოსეშვილი-3 ქულა.
ლევან ინწკირველი-3 ქულა.
ილარიონ ხაზარაძე-2 ქულა.
image
0
274
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
274