x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
Google Earth–ის დახმარებით პოლიციამ უიმედო საქმე გახსნა

image


1997 წლის ნოემბერში 40 წლის უილიამ მოლდტმა მეგობარ ქალს დაურეკა და უთხრა, რომ ღამის კლუბიდან გამოვიდა და მალე სახლში იქნებოდა. შემდეგ, ის თავის ავტომობილში ჩაჯდა და კლუბის სადგომიდან გავიდა... და მას შემდეგ, აღარავის უნახავს. პოლიციამ გამოძიება ჩაატარა, მაგრამ ვერც უილიამი იპოვეს და ვერც მისი ავტომობილი.

და აი, წლების შემდეგ, ბარი ფეიმ, რომელიც ადრე ფლორიდაში, გრანდ–აილსში ცხოვრობდა, იმ ტერიტორიის Google Earth–ით ათვალიერებისას, ერთ–ერთი სახლის უკან მდებარე ტბაში, რაღაც, ავტომობილის მსგავსი დალანდა. ის მაშინვე იმ სახლის ამჟამინდელ მფლობელს დაუკავშირდა და მისი აღმოჩენის რეალურობის გადამოწმება სთხოვა. სახლის მეპატრონემ ცაში დრონი გაუშვა, რომელიც ვიდეო თვალით იყო აღჭურვილი და ტბაში ჩაძირული ავტომობილი მართლაც აღმოაჩინა.

ბარი ფეი მაშინვე პოლიციას დაუკავშირდა და ამ აღმოჩენის შესახებ აცნობა. ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ, მაშველებმა წყლიდან 1994 წელს გამოშვებული თეთრი ფერის Saturn SL ამოიყვანეს, რომელშიც ადამიანის ჩონჩხი იყო. ექსპერტებმა ძვლები შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ნეშთი 1997 წელს დაკარგულ უილიამ მოლდტს ეკუთვნოდა.

იმ დროს, საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის სიახლოვესაც წყალსაცავი მდებარეობდა, ჯერ–კიდევ შენდებოდა და თითქმის, დაუსახლებელი იყო. ამიტომ, მანქანის ტბაში ჩავარდნის მომენტი ვერავინ დაინახა. თუმცა, დღემდე გაურკვეველია, უილიამის ავტომობილი წყალში როგორ მოხვდა?

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. მეცნიერებმა ბერმუდის სამკუთხედში აღმოჩენილ პირამიდებს ვერაფერი გაუგეს
2. ყავის დღიური ნორმა, დღეგრძელობისთვის
3. მთვარეზე გიგანტური ამო დააფიქსირეს (ვიდეო)
4. თომას ანდერსმა Modern Talking–ის დაშლის მიზეზი ახსნა
5. II მსოფლიო ომის 10 საიდუმლო, რომელიც დღემდე ამოუხსნელია

6. სხეულის სიკვდილის შემდეგ, სული სამყაროში ბრუნდება — ასეთია ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგი

0
186
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0