x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
სადა აბე - გეიშა, რომლის ცხოვრების დრამამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
image


სადა აბე - რიგითი იაპონელი ჩინოვნიკის ქალიშვილი გახლდათ. ის უზრუნველყოფილ ოჯახში დაიბადა და მწუხარების შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. სადა ბავშვობიდან გეიშობაზე ოცნებობდა, მისი სურვილი ყოველთვის მკვეთრი მაკიაჟისა და ლამაზი სამოსის ტარება იყო, თუმცა მშობლები გოგონას ამ მისწრაფებას ხელს არ უწყობდნენ, მაგრამ ბავშვური ოცნებები არსად ქრება, თუმცა სადა აბეს შემთხვევში მისი ეს ოცნება რეალობად ერთმა უსიამოვნო შემთხვევამ აქცია. ის ნათესავმა გააუპატიურა, რის შემდეგაც გოგონა რადიკალურად შეიცვალა. ერთი საყვარელი მეორეს ცვლიდა. მშობლებს ეშინოდათ, მათი ქალიშვილი ცუდ გზას არ დადგომოდა, ამიტომ ის გეიშების სკოლაში გაამწესეს.


image


თუმცა აბეს ეს უკვე აღარ ხიბლავდა. მას მამაკაცებთან დროის გატარება სიამოვნებდა, და აშკარად აღარ სურდა მათთვის ეცეკვა ან ემღერა. გოგონას ეს ყველაფერი უკვე საკმაოდ მოსაწყენად და უინტერესოდ ეჩვენებოდა. სადას ფანტაზია ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა, საყვარლები მის გვერდზე ღამესაც კი ვერ ძლებდნენ, თუმცა აბე დიდ სიყვარულზე ოცნებობდა, მაგრამ რა თქმა უნდა, მას ცოლად არავინ ითხოვდა. ის მამაკაცების ხელში უბრალოდ სათამაშო იყო, რომელთანაც მხოლოდ დროს ატარებდნენ. მოგვიანებით, ის ამას თავადაც მიხვდა.


image


და აი, სწორედ მასში ახალმა, მისთვის სრულიად უცხო, გაუგონარმა ცხოველურმა გრძნობამ გაიღვიძა, გრძნობამ რომელსაც ყველას და ყველაფრის განადგურება სურდა. მას შურისძიება სწყუროდა. ის ზნედაცემულ ქალად იქცა, რომელიც საყვარლებს სიცოცხლეს ასალმებდა, შემდეგ კი მწუხარებას სასმელში ახშობდა. ამის გამო ის საბოლოოდ, ციხეშიც კი მოხვდა, თუმცა მისმა პატიმრობამ მხოლოდ ოთხ წელს გასტანა. ამ ქალის ისტორიით საკულტო იაპონელი რეჟისორიც კი დაინტერესდა, რომელმაც ის მრავალი წლის შემდეგ იპოვა, სადა იმ დროს უკვე საკმაოდ მოხუცი გახლდათ. აბემ მას თავისი მძიმე ცხოვრების შესახებ მოუყვა, რის საფუძველზე ფილმიც კი იქნა გადაღებული.


image


შეგახსენებთ, რომ სწორედ სადა აბე იყო ის ცნობილი იაპონელი ქალბატონი, რომელმაც ეროტიკული სიამოვნების მიღების მიზნით 1936 წლის 18 მაისს საკუთარი პარტნიორი კიტიძო ისიდა გაგუდა, შემდეგ კი სასქესო ორგანო მოკვეთა, რომელსაც გარკვეული პერიოდი ის ჩანთით ატარებდა. ეს ამბავი იაპონიაში ეროვნულ სენსაციად იქცა, რომელსაც პრესაში დიდი გამოხმაურება და აჟიოტაჟი მოჰყვა. სწორედ ეს ამბავი დაედო საფუძლად არაერთი ხელოვანის ნამუშევარს.


image


მაგალითად, სკადალურმა იაპონელმა რეჟისორმა ნაგისა ოსიმამ 1976 წელს თავისი გახმაურებული ფილმი - "გრძნობათა იმპერია" გადაიღო, რომელმაც კინოსამყაროში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. იმის გამო რომ ფილმი სქესობრივი კავშირისა და ორალური სექსის კადრებს შეიცავდა, მისი ჩვენება მთელ რიგ ქვეყნებში აიკრძალა.


















0
135
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
135