x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„რა გიხარია, არ იცი რა გჭირსო? ეს ყველაზე შეურაცხმყოფელი იყო“... - რა უთხრეს თამრიკო ჭოხონელიძეს?
image


მომღერალმა, თამრიკო ჭოხონელიძემ გადაცემაში „ოჯახის ექიმი“ ბავშვობის მძიმე მოგონება გაიხსენა. როგორც ჩანს, 11 წლის ასაკში კომპლექსი ჰქონდა, რომ ელამი იყო. ერთ-ერთმა ადამიანმა, კი მას გარეგნობაზე დასცინა.

.

„ტელეფონზე დამირეკა და მითხრა, ტელევიზორს არ უყურებო? მერე რა გიხარია, არ იცი რა გჭირსო?


მე პლეხანოვზე ვცხოვრობდი, ჩემ წინ კლინიკა იყო. მახსოვს, რაღაც მოვიცვი და ჩუსტებუით გავვარდი. ამ დროს 11 წლის ვიყავი. ეს ყველაზე შეურაცხმყოფელი, რადგან ვიცოდი და თან არ მომწონდა, ჩემ თავში ამ პრობლემას ვხედავდი.

.

იმ ადამიანის სახელი და გვარი, ახლაც, მახსოვს. ჩემზე უფროსი იყო, მაინტერესებს რას აკეთებს, დღემდე სიბოროტეს სჩადის?

.

საავადმყოფოში ატირებული მივედი და ციალა ექიმს ვუთხარი, რით ვერ გამისწორეთ თვალი-თქო.

მან კი მითხრა, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელი თვალი მქონდა.

.

შემდეგ ერთი პრაქტიკანტი ბიჭი გამომყვა და მითხრა: როდესაც ტოლსტოის წაიკითხავ იქ წერია, რომ „ყველა ლამაზი თვალი ოდნავ წაულემებსო“.

.

ამის მერე, სახლში მისული ტოლტოის წიგნებს ვეძებდი...“- ამბობს ჭოხონელიძე.

0
223
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0