x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ვიდეო:იტალიაში ფუნიკულიორის სალონის ჩამოვარდნის გამო 14 ადამიანი გარდაიცვალა

image




ამჟამად საგანგებო სამსახურები მუშაობენ ჩრდილოეთ იტალიის მთებში, ფუნიკულიორის ჩამოვარდნის ადგილზე. ვიდეო ინციდენტის ადგილიდან Real News IL-ის ტვიტერის ანგარიშმა გამოაქვეყნა.






კადრებში ჩანს, რომ ჩამოვარდნილი ფუნიკულიორი ხეებს შორის მდებარეობს. თავდაპირველად იქიდან 12 ადამიანის ცხედარი გამოიტანეს. დღეისთვის დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. საბაგირო ჯიხურის ჩამოვარდნით დაშავებული ორი ბავშვიდან ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.







შეგახსენებთ, რომ ინციდენტი მოხდა იტალიის დასახლებულ სოფელ სტრეზასა და მონტერონეს მთას შუა, თითქმის 1, 5 ათასი მეტრის სიმაღლის საბაგირო გზაზე. თოკის გაწყვეტის შედეგად, თითქმის დანიშნულების ადგილის შესასვლელთან, ერთი საბაგირო სალონი დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. მწვერვალამდე მისასვლელად საკმაოდ ცოტა მანძილი იყო დარჩენილი. სალონი, რომელშიც 15 ადამიანი იყო, ჩამოვარდა ძნელად მისადგომ ტყიან ადგილას, რამაც მაშველების მუშაობა გაართულა.






იტალიის ხელისუფლებამ მოიწვია სპეციალური კომისია ავარიის მიზეზების შესასწავლად. პროკურატურა, ასევე, ახორციელებს მოკვლევას.







ცნობილია, რომ გარკვეული დროის განმავლობაში კორონავირუსის პანდემიის გამო ფუნიკულიორი არ მუშაობდა მან მუშაობა დაახლოებით ერთი თვის წინ, 24 აპრილს განაახლა. ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ ტრაგედია საბაგირო ხაზის გაწყვეტამ გამოიწვია.






0
101
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0