x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სასწაული ამბავი თბილისის მეტროში - „ამის შემხედვარეს გული მომეწურა“
image


ინტერნეტსივრცეში თბილისის მეტროში მომხდარი საოცარი ამბავი გავრცელდა. ეს ისტორია კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ ჩვენს ირგვლივ ჯერ კიდევ არსებობს უანგარო სიკეთე:

.

„ესეც გუშინ იყო, მეტროთი რომ ვიმგზავრე „ვაგზლის მოედნიდან“ „ავლაბრამდე“.
ზურგსუკან საუბარმა მიმახედა.


.

– ორ საათამდე ამეებს ჩამოვარიგებ, მერე წამოგიყვან სკოლიდან ჭანიშვილების სახლში. იქ იმეცადინებ, ვიდრე მე დავალაგებ. იცოდე, არაფერს ხელს არ ახლებ.

.

დაბალ-დაბალი, მრგვალი ქალი იყო. 30-31 წლის იქნებოდა, ქერა, ნაცრისფერი თვალებით. ცალ ხელში უამრავი საოფისე კონვერტი ეჭირა, მეორეთი ცხრა-ათი წლის გოგო ბავშვს აკავებდა მოძრავ ვაგონში.

.

– თერთმეტი ლარი იყო დენი გადასახდელი. ხვალ შენგელიების სახლს დავალაგებ, შაბათს სარეცხი და უბორკა მაქვს ნოზაძეებთან და კვირას გიყიდი ბაზრობაზე მათემატიკის წიგნს და „ფარმადეპოში“ ბებოს წამლებს…

.

ბავშვმა უხმოდ დაუქნია თავი და „კორსო იტალიას” რეკლამას გახედა.

.

მომეწურა, მომეწურა გული, რაღაც ცივი და მძიმე ჩამესხა.

,

შემდეგი სადგური „თავისუფლების მოედანიო“ უკვე ინგლისურადაც გამოგვიცხადა რადიომ, დედა-შვილმა კარისკენ გადმოინაცვლეს. უცებ ჩემს წინ, მარცხნიდან მარჯვნივ გაიარა მამაკაცის ხელმა, ბავშვი-გოგოს ჯინსის ქურთუკის მოღიავებულ ჯიბეში ორი ოცლარიანი ჩადო და ბეწვზე მოასწრო დასახურ კარში გახტომა…

.

ეგ მერე ვნახე, ორი ცალი რომ იყო ოცლარიანი, მატარებელი რომ უკვე გვირაბში მიჰქროდა, დედას რომ მიაწოდა დაბნეულმა გოგომ ფული.

.

მეტროს მგზავრს თავადაც არ აქვს ხშირად ბევრი…
P.S. უშურველი კაცის ხელი არ დარჩება ცარიელიო…
არც დატოვო, ღმერთო!“

წყარო: kartuli.kvira.ge

0
1280
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0