x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მაქვს არაჩვეულებრივი ანალიზები... სიმსივნე განაჩენი არ არის - ხათუნა ჟორდანია
image


მომღერალი ხათუნა ჟორდანია, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძვის, მკურნალობის მეორე კურსის ჩასატარებლად სტამბოლში იმყოფება. როგორც მან განაცხადა, ამ ეტაპზე არაჩვეულებრივი ანალიზის პასუხები აქვს და რაც მთავარია, მეტასტაზები არსად არ არის წასული.

.

ხათუნა ჟორდანია ყველა იმ ადამიანს ამხნევებს, ვისაც მძიმე სენი აქვს. ამასთან ის მადლობას უხდის ყველას, ვინც მის მიმართ ყურადღება გამოიჩინა და მკურნალობის პერიოდში მუდმივად ამხნევებდნენ.


.

„მოგესალმებით თურქეთიდან. ვიწყებ მკურნალობის მეორე ეტაპს. მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემზე დარდობს და მკითხულობს ვუთხრა, რომ მაქვს არაჩვეულებრივი ანალიზები, კარგად მაქვს ყველაფერი. მეტასტაზები არსად არ არის წასული და ეხლა იწყება მეორე ეტაპი ჩემი მკურნალობის.

.

ყველა ის ადამიანი, ვისაც ეს დაავადება აქვს მინდა გავამხნევო და ვუთხრა, რომ სიმსივნე განაჩენი არ არის. იმ წამს, როგორც კი დაიჯერებთ, რომ ყველაფერს მოერევით, იცოდეთ, რომ თქვენს ორგანიზმში ყველაფერი კარგად განვითარდება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანი, ვისაც კი სიმსივნე აქვს განიკურნება. მთავარია ყველა ვიყოთ შემართებით, იმ განწყობით, რომ ეს მდგომარეობა გასავლელია და ყველა სიძნელე და სირთულე არის გადასალახავი.

.

როგორც კი გაიაზრებთ იმას, რომ ყველაფრის გაძლება შეიძლება და ყველანაირ დაავადებას მოერევით, ნამდვილად მოერევით ყველაფერს.

.

გისურვებთ ჯანმრთელობას. მადლობა, ვინც გვერდზე დამიდგა. ყველა ის ადამიანი, ვინ სიყვარულის ესემესებს მიგზავნის და მამხნევებს, თითოეული თქვენი დამსახურებაა, რომ მე დღეს კარგად ვარ“, – ამბობს ხათუნა ჟორდანია.


შეგახსენებთ, მომღერალ ზურა ხაჩიჩის მეუღლეს, ხათუნა ჟორდანიას მძიმე დიაგნოზი დაახლოებით ორი წლის წინ დაუსვეს.

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0