x
მეტი
  • 05.12.2021
  • სტატია:115404
  • ვიდეო:352810
  • სურათი:489349
დედოფლისწყაროში უბედური შემთხვევის შედეგად სკოლის დირექტორი გარდაიცვალა
image


უბედური შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროში. გარდაცვლილია ერთერთი საჯარო სკოლის დირექტორი. ეს ინფორმაცია დედოფლისწყაროს ტელევიზიას საგანმანათლებლო რესურსცენტრში დაუდასტურეს.


საზღვრისპირა სოფელ ფიროსმანში აცხადებენ, რომ ფიროსმანის საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი, 57 წლის იოსებ ბიბინიძე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ჭერზე იყო ასული, რა დროსაც შენობის მეორე სართულიდან გადმოვარდა. თვითმხილველების განმარტებით, ვარდნის შედეგად მამაკაცმა თავის ტრავმა მიიღო. შედეგად, სკოლის დირექტორის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ ამავე სკოლაში გარდაიცვალა პედაგოგი ანზორ ბოლქვაძეც.


საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო:



„დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრი და საჯარო სკოლების ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფიროსმანის საჯარო სკოლის დირექტორის, იოსებ ბიბინიძის, გარდაცვალების გამო, უთანაგრძნობს ოჯახსა და სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს, “ - წერს ეთერ ზურიკაშვილი.


განცხადებას ავრცელებს თავად სკოლაც:


„უმძიმესი წელია ფიროსმანის საჯარო სკოლისთვის. პედაგოგიურ კოლექტივს კიდევ ერთი ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგი და დირექტორი იოსებ ბიბინიძე გამოაკლდა. ფიროსმანის საჯარო სკოლის თანამშრომლები უსამძიმრებენ ოჯახსა და სკოლას ამ დიდ დანაკლისს, “ - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


image
„ვიზიარებ და ვუსამძიმრებ თავს დამტყდარ უბედურებას და დანაკლისს, ოჯახს, პედაგოგიური კოლექტივის დიდ ოჯახს, რომლის ხელმძღვანელი იყო. მიჭირს წარსულში რომ ვლაპარაკობ თქვენზე. თქვენ ძალიან მშვიდი და თქვენი საქმის პროფესიონალი ადამიანი იყავით. ჩვენს მეხსიერებაში მუდამ იქნები არასდროს დავივიწყებთ თქვენს რჩევა დარიგებებს, ღიმილიან სახეს. უფალმა გაგინათოს საუფლოსკენ მიმავალი გზა და დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, “ - წერს ადგილობრივი მკვიდრი მზია ხილაძე.

0
627
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
Mediator image
627
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0