x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134468
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
14 წნევის წერტილი, რომელიც ყოველდღიურად დაგეხმარებათ ტკივილის შემცირებასა და რელაქსაციაში
image


Acupuncture (წერტილოვანი მასაჟი) გამოიყენება ჩინეთში ათასობით წლის განმავლობაში. სხეულზე სწორი წერტილების შერჩევამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ფიზიკური ტკივილი, ან ფსიქიური დისბალანსი და გააუმჯობესოს ზოგადი მდგომარეობა.

ჩინურმა მედიცინამ ასეთი ასობით წერტილი იცის, ყველას ვერ ჩამოვთვლით ამიტომ ვნახოთ რამდენიმე მათგანი, მათი გაკეთება ყოველდღეა შესაძლებელი.





1. იონგქუანის წერტილი

image



Yongquan Point მდებარეობს ფეხის დიდი თითის ბალიშის ქვეშ.

შედეგი: გამოყენება სასარგებლოა თავის ტკივილის და გულისრევის დროს.

როგორ გავაკეთო: დააწექით თითით და გაიჩერეთ ერთი წუთით.





2. მესამე თვალის წერტილი

image

მესამე თვალის წერტილი წარბებს შორის მდებარეობს.

შედეგი: ის ეხმარება თავის ტკივილს, დეპრესიას, ქრონიკულ დაღლილობას და სტრესს.

როგორ გავაკეთო: ნაწად დააწექით ერთი წუთის განმავლობაში.







3. პერიკარდიუმის წერტილი

image

პერიკარდიუმის წერტილი მდებარეობს მაჯიდან დაახლოებით 3 თითიდან, ორ მყესს შორის.

შედეგი: გამოყენება ეს ხელს უწყობს გულისრევის, ღებინების და მოძრაობის დაავადებებისგან გათავისუფლებას.

როგორ გავაკეთო: დააწექით და მერე შეიზილეთ 4-5 წამის განმავლობაში.






4. Tong Zi Liao წერტილი

image

ტონგ ზი ლიაო წერტილი მდებარეობს თვალის კუთხეებში.

შედეგი: შველის შაკიკს, ამცირებს თვალის დაღლილობას.

როგორ გავაკეთო: ნელა დაიზილეთ ეს წერტილი თითის წვერებით, სანამ შვებას არ იგრძნობთ.






5. დიდი ჩქარობის წერტილი

image


დიდი ჩქარობის წერტილი დიდ თითსა და მეორე თითს შორისაა, ორივე მათგანის ნახევარი სანტიმეტრით უკან.

შედეგი: ეს ძალზე პოპულარული წნევის წერტილია თავის ტკივილის, თვალების დაღლილობისა და ფეხის კრუნჩხვების შესამსუბუქებლად და ასევე შეუძლია კონცენტრაციის გაუმჯობესება.

როგორ გავაკეთო: დააჭირეთ და გააჩერეთ ერთი წუთით. უკეთესი შედეგისთვის გაიკეთეთ დღეში სამჯერ.







6. ზღვის სიმშვიდის წერტილი

image

ზღვის სიმშვიდის წერტილს მარტივად იპოვით გულმკერდის ცენტრში.

შედეგი: ეს ეხმარება ადამიანს დამშვიდებაში, დეპრესიის, ისტერიკის და სხვა ემოციის დროს.

როგორ გავაკეთო: ნაზად დააჭირეთ და გააჩერეთ ერთი წუთით.







7. შეერთების წერტილი

image

მდებარეობს თითსა და საჩვენებელ თითს შორის.

შედეგი: ამ წერტილის დამუშავება ძალიან სასარგებლოა კბილის ტკივილის დროს, კისრისა და მხრის ტკივილისას, თავის ტკივილისგან თავის დასაღწევად.

როგორ გავაკეთო: დააწექით 1 წუთის განმავლობაში, და შემდეგ შეიზილეთ.







8. სამი მილის წერტილი

image

ეს წერტილი მდებარეობს მუხლიდან დაახლოებით 3.5 სანტიმეტრის ქვემოთ.


შედეგი: ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის უკეთ მუშაობას, კუჭის სხვადასხვა ტკივილის შემსუბუქებას, ღებინების და გულისრევის მკურნალობას.

როგორ გავაკეთო: მჯდომიარე მდგომარეობაში, მოხრილი ფეხების შემთხვევაში იპოვეთ ეს წერტილი და ძლიერად დააწექით ერთი წუთის განმავლობაში.






9. ცნობიერების კარიბჭე

image

"გონების კარიბჭე" მდებარეობს კისრის გვერდებთან, თავის ქალის ძირში.

შედეგი: ეს დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ თავის ტკივილს, შაკიკს და თავბრუსხვევას.

როგორ გავაკეთო: დააწექით თითით და გააჩერეთ ერთი წუთით.






10. ქარის სასახლის წერტილი

image

ქარის სასახლის წერტილი მდებარეობს თავის უკანა ნაწილში, თავის ქალის ქვემოთ მდებარე ღრუში.

შედეგი: ხელს უწყობს თავის ტკივილის, ყელის ტკივილის შემსუბუქებას და ცხვირის სისხლდენის შეწყვეტას.

როგორ გავაკეთო: დააწექით ძლიერ დ გააჩერეთ ერთიდან ორი წუთის განმავლობაში.






11. სიცოცხლისუნარიანობის წერტილი

image

სიცოცხლისუნარიანობის წერტილი წელის ხაზზე მდებარეობს.

შედეგი: სასარგებლოა კუჭისა და მუცლის ტკივილის დროს, ასევე საჭმლის მონელებისთვის.

როგორ გავაკეთოთ: უნდა დააწვეთ თითით თითოეულ წერტილზე ერთი წუთის განმავლობაში.






12. სამმაგი გამათბობელი წერტილი

image

მდებარეობს მაჯიდან დაახლოებით 3 სანტიმეტრის მოშორებით.

შედეგი: მის გამოყენებას შეუძლია შეამციროს შეშუპება.

როგორ გავაკეთო: ზეწოლა ერთი წუთის განმავლობაში, ჯერ ერთ მკლავზე, შემდეგ მეორეზე, სანამ შვებას არ იგრძნობთ.






13. კუნლუნის მთების წერტილი

image

კუნლუნის მთების წერტილი ტერფის ძვალსა და აქილევსის მყესს შორისაა.

შედეგი: უზრუნველყოფს კისრის, მხრისა და ზურგის ტკივილის შემცირებას.

როგორ გავაკეთო: დააწექით ძლიერად ერთი წუთის განმავლობაში.






14. დახრილი აუზის წერტილი

image

გვხვდება მოხრილი იდაყვის ნაოჭზე, იდაყვთან უფრო ახლოს.

შედეგი: ხელს უწყობს სიცივისა და ცხელებისგან გათავისუფლებას და ყელის ტკივილს. ასევე - იმუნური სისტემის მუშაობის გაუმჯობესებას.

როგორ გავაკეთო: მოხარეთ იდაყვი, დააწეწექით ცერა თითი ერთი წუთით. შეიცვალე მკლავი და გაიმეორე.




0
260
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0