x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გერმანიაში გეი წყვილს მიგრანტი დაესხა თავს და მოკლა ერთი მათგანი
image
გერმანიაში სირიელმა ლტოლვილი თავს დაესხა გეი წყვილს და მოკლა ერთი მათგანი. ამის შესახებ Euronews იუწყება.


21 წლის თავდამსხმელი თავს დაესხა 53 და 55 წლის მამაკაცებს, როდესაც ისინი დრეზდენის ცენტრში სეირნობდნენ. მიგრანტი მათ უკნიდან მიეპარა სამზარეულოს დანით და ჩაარტყა. ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე მძიმედ დაიჭრა.ახალგაზრდა მამაკაცის თქმით, მას ჰომოსექსუალობა "მძიმე ცოდვად" მიიჩნია და სწორედ ამიტომაც დაესხა თავს.


პოლიციამ სირიელი მიგრანტი დანაშაულის ჩადენიდან სამი კვირის შემდეგ დააკავა. იგი დამნაშავედ სცნეს მკვლელობაში, მკვლელობის მცდელობაში და სხეულის მძიმე დაზიანებაში. სასამართლომ დამნაშავეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.


ბოროტმოქმედი გერმანიაში სირიიდან 2015 წელს ჩავიდა და ლტოლვილის სტატუსი მიიღო. მანამდე ეს ადამიანი უკვე ნასამართლევი იყო ბევრ ქვეყანაში აკრძალული "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერისა და ციხის ზედამხედველზე თავდასხმისთვის.



მიგრანტების მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებები განსაკუთრებით აქტუალური გახდა რამდნიმე წლის წინ, როდესაც გერმანიამ ფართოდ გაუღო კარი მიგრანტებს ახლო აღმოსავლეთიდან, ხშირი იყო გაუპატიურება, განსაკუთრებით დიდი რეზონანსი გამოიწვია მუსულმანი მიგრანტების მიერ ქალების მასიურმა გაუპატიურებამ, რომელიც ახალი წლის დღეებში მოხდა კელნში და სხვა ქალაქებში.


პოლიციის მონაცემებით შემოვიდა 470 საჩივარი, დააკავეს 73 ბრალდებული, რომელთა უმეტესობა მიგრანტი იყო ახლო აღმოსავლეთიდან.


დიდი რეზონანსი გამოიწვია ასევე ავღანელი მიგრანტის მიერ იმავე 2016 წელს გერმანიაში ევროკომისიის ჩინოვნიკის 19 წლის ქალიშვილის გააუპატიურებამ და მკვლელობამ.

image

image


ასევე იხილეთ

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გახსნა გახმაურებული საქმე-ქორეოგრაფის და ცეკვების სკოლის დამფუძნებლის 30 წლის ნატალია პრონინას მკვლელობა, რომელიც გასული წლის დეკემებერში მოხდა, მკვლელი მსხვერპლს სახლის შესასვლელთან ელოდა, რა დროსაც ახალგაზრდა ქალს სახეში ესროლა. ამ დანაშაულის შემკვეთი, როგორც აღმოჩნდა, ქალი იყო. მიზეზი კი ბანალ...


რამდენიმე წლის განმავლობაში ქალაქ არმავირის მკვიდრმა 11 ქმარი დაასაფლავა. მის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება. როგორც გაირკვა ქალი თხოვდებოდა მარტოხელა პენსიონერებზე, ყიდდა მათ საცხოვრებელს და ფულს ისაკუთრებდა, რა დროსაც პარალელურად მისი მეუღლეები მალევე იღუპებოდნენ, წერს РИА Новости. გამოძიების თანახმად, 53 წლის ქალი მარტოხელა მამაკაცებს ეძებდა....


კანადაში ახალგაზრდა კაცმა მოკლა საკუთარი ოჯახი - მამა, დედა, ბებია და და, რათა ოჯახს არ გაეგო სიმართლე მისი ცხოვრების შესახებ. 23 წლის მენჰაზ ზამანის მშობლებს ეგონათ, რომ მათი შვილი ტორონტოს პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობდა და მალე ინჟინერი გახდებოდა, მაგრამ სინამდვილეში ამ ბიჭმა ვერ ჩააბარა უნივერსიტეტის მისაღები...

მანამდე მამაკაცი გააუპატიურეს კიდეც. თურქეთში 24 წლის გოგონას ნათესავებმა შერიგების სუფრაზე მოკლეს შეყვარებული წყვილი, აღსანიშნავია, რომ ქალ-ვაჟი თავად მიიწვიეს ოჯახში. ამაზრზენი ამბის დეტალებს Daily Mail -ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა ოჯახი გოგონას ბიძაშვილზე დაქორწინებას აიძულებდა, თუმ...

0
460
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
460
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0