x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134498
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
როგორ ბათინკებს იყენებდა ამერიკული სპეცრაზმები ვიეტნამში

image ომში, მით უფრო მაშინ როცა შენთვის უცნობი რელიეფის ქვეყანაში იბრძვი უამრავ რამეს ენიჭება დიდი მნიშვნელობა, განსაკუთრებით ეს ეხება სპეციალური დანიშნულების ძალებს, რომელთა დანიშნულებაა ლოკალური სპეციალური ოპერაციების ჩატარებას.
ასეთ დროს თითოეულ დეტალს უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება, ამერიკელ სპეცრაზმელებს სპეცოპერაციების ჩატარება უწევდათ ვიეტნამის ჯუნგლებში, სადაც უპირატესობა, როგორც ადგილობრივებს ვიეტნამელებს ჰქონდათ.
ადგილობრივები კარგად იცნობდნენ ჯუნგლებს, იცოდნენ ყველა გასასვლელი თუ შემოსავლელი ბილიკები, რაც დამატებით პრობლემას უჩენდა ამერიკელ სამხედროებს, განსაკუთრებით კი ამერიკულ სპეცრაზმებს.
სწორედ ამ უპირატესობის შესამცირებლად და სპეცრაზმელების კვალის შესანიღბად ამერიკელებმა დაიწყეს სპეციალური ბათინკების წარმოება ამერიკელი სპეცრაზმელებისათვის.
რა მაინც რაში მდგომარეობდა ახალი ბათინკების უნიკალურობა ისმევა კითხვა!
ნათინკების ლანჩები ზუსტად იმეორებდა ადამიანის შიშველი ტერფის ფორმებს, ვიეტნამელებს რომც ენახათ ამერიკელი სპეცრაზმელების კვალი დიდ ყურადღებას არ მიაქცევდნენ, რადგან როგორც უკვე ვთქვი ბათინკის ლანჩი ტოვებდა ფეხშიშველი ადამიანის კვალს, ფეხშიშველი კი მხოლოდ ადგილობრივები დადიოდნენ. აღნიშნული ფორმის ბათინკების გამოყენებამ წარმოუდგენლად მაღალი შედეგი მოუტანა ამერიკული სპეცრაზმის ზე საიდუმლო დანაყოფს "MACV-SOG", რომელიც შეიქმნა მაღალი კლასის პროფესიონალებისაგან და ვიეტნამის გარდა მოქმედებდა ლაოსში, კამბოჯაში, ბირმაში და ჩინეთის სასაზღვრო ზონებში.
imageimageimage image




0
454
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
454