x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
აშშ–ს საზღვაო ძალების ყოფილი ოფიცრის განცხადებით, ამო–ს ტექნოლოგია ბევრად უსწრებს ადგილობრივს (ვიდეო)
image


ამო, რომელიც აშშ–ს სანაპიროებთან 2019 წლის ზაფხულში გამოჩნდა, ისეთ ტექნოლოგიებზე იყო დაფუძნებული, რომელიც დედამიწისას 100 ან შეიძლება, 1000 წლითაც კი უსწრებდეს — გამომცემლობა Daily Mail–ის ცნობით, ეს განცხადება, ამოს–ს ერთ–ერთმა თვითმხილველმა, აშშ–ს საზღვაო–ძალების ყოფილმა ოფიცერმა შონ კეჰილმა გააკეთა.

ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, რომლის შესახებაც აქ არის საუბარი, 2 წლის წინ, ივლისში, სან–დიეგოს (კალიფორნია) რაიონში, აშშ–ს საზღვაო–ძალების USS Omaha გემის ეკიპაჟმა დააფიქსირა და მეზღვაურებმა ობიექტი ვიდეოზეც აღბეჭდეს — კადრებზე გარკვევით ჩანს, რომ რაღაც სფეროსებური ჯერ წყლის თავზე გაჩერდა, ხოლო შემდეგ, ოკეანეში ჩაყვინთა და გაუჩინარდა.



როგორც კეჰილმა აღნიშნა, ამო–ს ტექნოლოგია ბევრჯერ აღემატება იმას, რაც ამჟამად აშშ–ს განკარგულებაშია. «ამ ობიექტს აგრესია რომ გამოევლინა, ჩვენ მისგან თავდაცვას, ნამდვილად ვერ შევძლებდით. ამ რაღაცის ტექნოლოგიური უნარი, უბრალოდ, წარმოდგენის ზღვრებს სცდება», — განაცხადა ყოფილმა ოფიცერმა და დაამატა, რომ ობიექტს არ ჰქონდა ენერგიის გამოსამუშავებელი დანადგარები, რომლის მუშაობის ფაფიქსირება სამხედრო გემის აღჭურვილობით იქნებოდა შესაძლებელი. ის ზებგერითი სიჩქარით მოძრაობდა და სავარაუდოდ, აშშ–ს სამხედრო თვითმფრინავების მოძრაობის ტრაექტორიის განსაზღვრა წინასწარ შეეძლო.

ამო–სთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტი, ოფიციალურად, პენტაგონმაც დაადასტურა. ამერიკის სამხედრო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, შემთხვევას სპეციალური კომისია სწავლობს.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. მეცნიერებმა ბერმუდის სამკუთხედში აღმოჩენილ პირამიდებს ვერაფერი გაუგეს
2. ყავის დღიური ნორმა, დღეგრძელობისთვის
3. მთვარეზე გიგანტური ამო დააფიქსირეს (ვიდეო)
4. თომას ანდერსმა Modern Talking–ის დაშლის მიზეზი ახსნა
5. II მსოფლიო ომის 10 საიდუმლო, რომელიც დღემდე ამოუხსნელია


6. სხეულის სიკვდილის შემდეგ, სული სამყაროში ბრუნდება — ასეთია ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგი

0
897
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
897
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0