x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134417
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
მიტოვებული სამხედრო ობიექტები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან

image მიტოვებული ობიექტები მუდამ იყო და არის ყურადღების ინტერესში, განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს მიტოვებული სამხედრო ობიექტები, რომლებიც გაბნეულია მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში.
საბჭოთა კავშირის და მისი მოკავშირეების, "ვარშავის პაქტის" წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ასობითაა ასეთი მიტოვებული, სამხედრო დანიშნულების ობიექტები. არც "ნატოს" წევრ ქვეყნებშია მიტოვებული სამხედრო ობიექტების ნაკლებობა.
"ნატოს" წევრი ქვეყნების და "ვარშავის პაქტის" წევრ ქვეყნებს შორის "ცივი ომის" პერიოდში მიმდინარე გამალებული შეიარაღება დამთავრდა სსრკ-ს დაშლით, რამაც გლობალური გარდატეხა გამოიწვია მსოფლიოში, განსაკუთრებით კი "ვარშავის პაქტის" წევრ სახელმწიფოებში, რის შედეგადაც მივიღეთ დანაწევრებული სახელმწიფოები ბალკანეთში.
პირველ სურათზე ხედავთ მაუნსელას საზღვაო ფორტებს დიდ ბრიტანეთში. ეს ფორტები აიგო 1942 წელს და ფუნქციონირებდა 50-იანი წლების ბოლომდე.

ეს კი ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტია, რომელიც მცირე ხნით იყო მოქმედებაში, 1975-1976 წლებში.
image
ეს კი დასავლეთ გერმანიაში ხელოვნურად შექმნილ მთაზე აგებული რადიოსადგური გახლდათ, რომელსაც გააჩნდა ადრეული აღმოჩენის სარადარო სისტემა, ეს სისტემა თავის მხრივ ჩართული იყო გლობალურ ქსელში " ECHELON", რომელიც დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს უსაფრთხოებას და აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე განთავსებული საბჭოთა ბაზების სადაზვერვო ფუნქცციას ასრულებდა.
ობიექტი მდებარეობს ტოისფელბერგში და მოქმედი იყო 1960 წლიდან 1990 წლამდე.
image
ეს კი "ნატოს" რადიოკავშირის ობიექტია იტალიის ალპებში.
ააგეს 1956 წელს დეაქტივირება კი მოხდა 1996 წელს.
image
ვიუნსდორფი-მიტოვებული სამხედრო ქალაქი აღმოსავლეთ გერმანიაში, ობიექტი რუსმა სამხედროებმა დატოვეს 1994 წელს.
image
აკუსტიკური სარკეები დიდ ბრიტანეთში, კენტის საგრაფოში.
ობიექტი აიგო 1920-1930 წლებში და მისი დანიშნულება იყო მოწინააღმდეგის ავიაციის ადრეული აღმოჩენისათვის.
image
"დრაკონის კბილები" იტალია-ავსტრიის საზღვარზე, რეალურად ეს ბარიერი არასდროს ყოფილა გამოყენებული.
image
სამხედრო დანიშნულების ბუნკერი ჰამბურგში, გერმანია.
ობიექტის სიმაღლე 35 მეტრი გახლავთ, ობიექტის ბუნკერი გათვალისწინებული იყო 25 000 ადამიანზე.
image
დენთის საცავი კუნძულ რუსულზე-რუსეთი.
ობიექტი აშენდა 1912-1915 წლებში, განკუთვნილი იყო ჭურვების და დენთის შესანახად.
ობიექტი რუსმა სამხედროებმა 2009 წელს დატოვეს.
image
ბირთვული ქობინების გამოსაცდელი პოლიგონი მარალინგში, სამხრეთი ავსტრალია.
1955 წლიდან 1963 წლამდე, ამ პოლიგონზე მოხდა ბრიტანული არმიის მიერ 7 ბირთვული ქობინის გამოცდა. მას შემდეგ პოლიგონი დაიხურა და ძლიერი რადიოაქტიური დაბინძურების კერის შესაძლებლობის ფარგლებში ნორმალიზებისათვის დაიხარჯა 2000 წლამდე 108 მილიონი დოლარი.
image






0
315
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
315