x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
11 წლის გოგონა პედოფილ გამტაცებელს დაუსხლტა(ვიდეო)
imageფლორიდას შტატში, ესკამბიას ოლქში, 11 წლის სკოლის მოსწავლე გამტაცებელს ხელიდან დაუსხლტა. ინციდენტის ვიდეო NBC News-მა გამოაქვეყნა.


შემთხვევა მოხდა 18 მაისს სამშაბათ დილით კადრებზე ჩანს, როგორ თამაშობს გოგონა ლურჯი სლაიმით (ჟელეს მსგავსი სათამაშო) გზაზე და ელოდება სკოლის ავტობუსს. მოულოდნელად, გზის მოპირდაპირე მხარეს გაჩერდა თეთრი მანქანა და იქიდან კაცი სირბილით გაექანა გოგონასკენ . მან სკოლის მოსწავლის მანქანისკენ გატაცება სცადა, მაგრამ გოგონამ მოახერხდა და შეეწინააღმდეგა.


"მან იბრძოლა, იგი არ დანებდა", - განაცხადა პოლიციელმა ჩიპ სიმონსმა(Chip Simmons). მისი აზრით, გოგონამ სწორად მოიქცა: გამტაცებლის ხელიდან გაუსხლტა, უმალ სახლისკენ გაიქცა და მშობლებს მოუყვა თავდასხმის შესახებ, რომლებმაც პოლიციას გამოუძახეს.


image


მოპირდაპირე სახლში დამონტაჟებული ვიდეოთვალთვალის ჩანაწერის წყალობით, თავდამსხმელი იმავე დღეს დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო 30 წლის ჯარედ პოლ სტანგა ( (Jared Paul Stanga)). მას ბრალი ედება გატაცების მცდელობა, თავდასხმა დამამძიმებელ გარემოებაში და ცემა. პოლიციამ აღნიშნა, რომ თავდასხმის დროს მამაკაცს თან ჰქონდა საგანი, სავარაუდოდ, დანა. დაპატიმრების დროს, მის ხელებზე ლურჯი სათამაშოს კვალი აღმოუჩინეს.


ინციდენტის შედეგად, გოგონამ მიიღო მცირე ფსიქოლოგიური ტრავმა და რამდენიმე მცირე ნაკაწრი. სკოლის მოსწავლემ თქვა, რომ ორი კვირით ადრე იგივე მანქანამ შეუჩერა მას და მძღოლმა სცადა მასთან საუბარი. ამის შესახებ გოგონამ აცნობა მშობლებს დასკოლის დირექტორს.


1
365
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
365
  
0 1 1