x
მეტი
  • 27.09.2022
  • სტატია:122542
  • ვიდეო:355064
  • სურათი:494813
ქათმის ღვიძლის კერძი
image ინგრედიენტები: ქათმის ღვიძლი 1 კგ-იანი შეკვრა 2 ცალი.

ხახვი 5-6 ც საშუალო ზომის.

ზეთი 1 ჭიქა.

ნიორი 3 კბილი.


ქონდარი 1 ჩ/კ.

მარილი და წიწაკა გემოვნებით.

კარგად გარეცხილ ღვიძლს ვდებთ ადუღებულ წყალში და წამოდუღებიდან 30 წუთის განმავლობაში მუდმივად უნდა მოვხადოთ ქაფი. უნდა მოიხარშოს დაახლოებით 1 საათის მანძილზე, რის შემდეგაც ვიღებთ ქაფქირით და ყოველ ამოღებულ ჯერზე ზემოდან ვასხამთ წინასწარ დანაყილ და ერთ ჭიქა წყალში გახსნილ ნიორის, წიწაკის, ქონდარის და მარილის ნარევს. უმჯობესია თუ გაგრილებას დავაცდით.image

ხახვს ვჭრით საშუალო ზომის ნაჭრებად და ვშუშავთ ზეთში სანამ ოქროსფერი არ გახდება, ამის შემდეგ ვდებთ მასში გაგრილებულ და სასურველ ზომებად დაჭრილ ღვიძლს და ვაგრძელებთ შუშვას დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთი.საჭიროების შემთხვევაში ვამატებთ მარილს და შეიძლება ბროწეულის მარცვლებითაც მოვრთოთ. არის უგემრიელესი და ძალიან ნოყიერი კერძი.გისურვებთ წარმატებებს, გემრიელად მიირთვით.

6
6180
6-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:იზა კო
იზა კო
6180
  
2013, 12 იანვარი, 0:13
თუ დიდხანს არ იხარშა ისე დაიშლება ადვილად–სიმონ
2012, 15 დეკემბერი, 20:08
ერთი საათი ხარშვა რად უნდა სიმონ,ხაში ხო არ არი...
2012, 12 სექტემბერი, 9:53
მადლობ
2012, 12 სექტემბერი, 0:55
ამაში ეჭვის შეტანა, ყოვლად დაუშვებელია :)
2012, 9 სექტემბერი, 13:47
იფ იფ იფ
2012, 6 სექტემბერი, 15:18
კარგი იქნება
0 1 6