x
image
ლანა92
რატომ ყივის მამალი? რატომ ისმის მისი პირველი ყივილი გამთენიისას თითქმის ერთი და იმავე დროს?

image



მეცნიერ-ეთოლოგები ქათმის ყივილს მიაწერენ ტერიტორიულ აკუსტიკურ (ხმოვან) სიგნალებს. ფრინველებს შორის კომუნიკაციის დამყარებაში ბგერები დიდ როლს თამაშობს. ხმები ძალიან მრავალფეროვანია, განსაკუთრებით ბუჩქნარის ველურ ქათმებში, რამდენადაც მათი საცხოვრებლის ირგვლივ ჰორიზონტი ძალიან შეზღუდულია.

ერთი და იგივე მამალი ყოველთვის ერთნაირად ყივის.

მამლის ყივილი ერთგვარი დაძახება, გამოწვევაა სხვა მამლებისათვის, რომლებიც ხმოვანი სიგნალითვე პასუხობენ ამ ხმას.

ფრინველთა ნებისმიერ ჯგუფს მონიშნული აქვს თავისი საცხოვრებელი ტერიტორია. ასეა მამლებიც შემთხვევაშიც. არის გარკვეული სივრცე, სადაც ისინი პოულობენ საკვებს, ისვენებენ, იძინებენ. ეს ტერიტორია დაცული უნდა იყოს სხვა მამლების შემოსევისაგან.

აგრესიულობა იწვევს პოპულაციის გავრცელებას. მამლები ყივილის საშუალებით აღწევენ ბიოლოგიურად სასარგებლო შედეგს - უბნების დატაცებას, განვითარებასა და დაცვას, საბოლოოდ კი სახეობის უსაფრთხო გზით განსახლებას, ვინაიდან საქმე მხოლოდ დაშინებით შემოიფარგლება.

გარეული მამალი წინასწარ აფრთხილებს მეტოქეებს, რომ მოცემული კარ-მიდამო, ტერიტორია დაკავებულია და მათ უნდა ეძებონ სხვა თავისუფალი "ადგილი მზისქვეშ". თუ ყველა შესაფერისი ადგილი დაკავებული აღმოჩნდება, მაშინ მამლებს შორის საარსებო გარემოსათვის ბრძოლა დაიწყება.

განსხვავებულია სიტუაცია სახლის, მოშინაურებული ქათმების შემთხვევაში. ეზოებს შორის არსებობს "ნეიტრალური მიწა". საცხოვრებელი ეზო-კარის არაგეომეტრიული, მაგრამ იდეური მნიშვნელობის ცენტრია საქათმე. მამალი მისგან დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით თუ იმყოფება დღისით.ამასთანავე, გლეხის ეზო-კარი და მიმდებარე ტერიტორიები მამლისათვის რჩება თავის სივრცედ, რასაც იგი ყივილით უწყვეტად, მუდმივად ახსენებს სხვა ფრინველებს.

უნდა ვიფიქროთ, რომ რაც უფრო ახლოს მდებარეობს სხვა გლეხის ეზო-კარი და შესაბამისად, მეტოქე მამალი/მამლები, მით უფრო ინტენსიურად ყივის მამალი.

რჩება ერთი კითხვა:

რატომ ისმის მამლის ყივილი გამთენიისას თითქმის ერთი და იმავე დროს?

გაღვიძებისთანავე იგი, როგორც ნაკვეთის მესაკუთრე, ცდილობს, ამცნობოს მთელ მსოფლიოს თავისი უფლებები. შემდგომ მისი გამაფრთხილებელი ყივილი პერიოდულად ისმის მთელი დღის განმავლობაში.

ფაქტი, რომ მამალი დილით პირველად ყივის თითქმის ერთი და იმავე დროს, აიხსნება ე.წ. "ბიოლოგიური საათით".

უცნაურია, მაგრამ სწორედ ყივილის უნარის დამსახურებით გახდა მამალი შინაური ფრინველი. ალბათ, ჯერ კიდევ პირველყოფილმა ადამიანებმა შენიშნეს, რომ მამალი თავისი ყივილით ხმამაღლა ამცნობდა ქვეყნიერებას ახალი დღის დადგომას, იგი იყო ზებუნებრივი ძალების საიდუმლო მაცნე, მზის ღვთაება.

ცნობილია, რომ ველურ მამლებს ძველ ინდოეთში (ძვ.წ. 3-2 ათასწლეული) აშინაურებდნენ, როგორც საკულტო ფრინველს. მკაცრად კრძალავდნენ მამლის ხორცის საკვებად გამოყენებას, თუმცა ნებადართული იყო მოუშინაურებელ, გარეულ ქათმებზე, დედლებზე ნადირობა და საკვებ პროდუქტად გამოყენება. გაცილებით გვიან, ანტიკურ ევროპაში დაიწყეს შინაური ქათმის ხორცის და მერე კვერცხის საკვებად გამოყენება.

0
538
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
538
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0