x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ ემზადებიან ოლიმპიელები შეჯიბრისთვის. საოცარი კადრები, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

image


იმისთვის, რომ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მიიღოთ, თქვენს ქვეყანაში ერთ – ერთი საუკეთესო უნდა იყოთ, რაც იმას ნიშნავს რომ საოცარი ძალისა და ნიჭის პატრონი უნდა ბრძანდებოდეთ, რათა ნანატრი გამარჯვების მოპოვება შეძლოთ.


image


შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური თამაშები უძველესი და ყველაზე პოპულარული სპორტული შეჯიბრია, რომელსაც საფუძველი ძველ საბერძნეთში ჩაეყარა. პირველი ოლიმპიური თამაშები ძვ. წ. 776 წელს ქალაქ ოლიმპიაში მოეწყო. თამაშებს შორის ინტერვალი კი 1417 დღეს შეადგენდა. ოლიმპიური თამაშები თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კომპლექსურ სპორტულ შეჯიბრებად ითვლება, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოს ახალაზრდობის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებას, მშვიდობასა და პროგრესს.


image


შეჯიბრის დაწყებამდე ოლიმპიური თამაშების მონაწილეები საკუთარ მრავალრიცხოვან გამომწერებს სოციალურ ქსელებში ხშირად უზიარებენ საკუთარი სამზადისის ფოტოებს, სადაც იმის ნათელ დემონსტრირებას ახდენენ თუ როგორ საგანგებოდ ემზადებიან სპორტული სამყაროს ამ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენისთვის. ვფიქრობ მოცურავეთა შთამბეჭდავი კადრები ცალკე აღნიშვნის ღირსია.


image


ამერიკელი მოცურავე, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (2000 და 2016 წწ), მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ენტონი ერვინი შეჯიბრის წინ, ზედმეტ თმას მთელი სხეულიდან თავიდან ბოლომდე იპარსავს რათა 39 წლის სპორტსმენი შეჯიბრისას არაფერმა შეაწუხოს!


image


იგივეს აკეთებს კიდევ ერთი ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 10-ჯერ მსოფლიო ჩემპიონი, ყოფილი რეკორდსმენი 50 მ თავისუფალ სტილში მოცურავე ნათან ადრიანი.


image


ამერიკელი ტანმოვარჯიშეები სიმონა ბაილზი და ალი რაისმანი ელასტიურ სახვევებს საპასუხისმგებლო დღისთვის იმარაგებენ.


image


სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, გუნდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, აშშ-ის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიო თასის ეტაპების გამარჯვებული ტანმოვარჯიშე ალი რაისმანი და მისი ვაკუუმის ქილები ფეხებისთვის.


image


იამაიკელი სპრინტერი უსეინ ბოლტი მიმდინარე მსოფლიო რეკორსდმენი 100 მეტრზე სპრინტში (9, 58 წმ), ასევე მსოფლიოს იუნიორი და იამაიკის რეკორდის მფლობელი 200 მ-ზე სირბილში (19, 75 წმ) აკეთებს იმას რაც მოესურვება. მისმა სახელმა და მიღწევებმა სპრინტში მას "ელვისებური ბოლტის" მეტსახელი მოუხვეჭა.


image











0
583
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
583