x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სპორტსმენი პარაშუტის გარეშე გადმოხტა თვითმფრინავიდან და გადარჩა - როგორ მოხდა ეს?

image


1.სპორტსმენი პარაშუტის გარეშე გადმოხტა თვითმფრინავიდან, მიწაზე დაეშვა და ცოცხალი გადარჩა. როგორ მოხდა ეს?

2.ერთი კაცი ყოველდღე მიირთმევს 1 ცალ კვერცხს. საიდან მოაქვს მას კვერცხი, თუ არ ჰყავს 1 ქათამიც კი, არც უყიდია და არც ვინმესთვის გამოურთმევია ქათმის კვერცხი, არც არავის შეუთავაზებია და არც მოუპარავს?

3.გუშინწინ ლევანი იყო 18 წლის, მაგრამ მომდევნო წელს ის 21 წლის გახდება. როგორ?

4.ბაზარში მამაკაცი შეხვდა ბიჭს, რომელმაც შესთავაზა, რომ თუ ფურცელზე ზუსტ წონას დაუწერდა, მაშინ 1000 ლარი გადაეხადა, თუ ბიჭი შეცდებოდა, პირიქით გადაუხდიდა მამაკაცს 1000 ლარს. ბიჭმა რაღაც დაწერა ქაღალდზე და კაცმა მისცა მას 1000 ლარი. რა ეწერა ფურცელზე?



პასუხები:

1.ის უკვე მიწაზე დაშვებული თვითმფრინავიდან გადმოხტა.

2.ის ქათმის კვერცხს არ მიირთმევს. მაღაზიაში, ასევე, იყიდება მწყრის კვერცხი, რომელსაც კაცი ყოველდღე მიირთმევს.

3.ეს განცხადება გაკეთდა 1 იანვარს. ლევანი 30 დეკემბერს 18 წლის იყო, 31 დეკემბერს ჰქონდა დაბადების დღე და 20 წლის გახდა. ამიტომაც მომდევნო წელს 21 წლის გახდება.

4. "თქვენი ზუსტი წონა".

0
166
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0