x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
საინტერესო ფაქტები იაპონელი სამურაების შესახებ

image

რა იცით იაპონელი სამურაების შესახებ იმის გარდა, რომ უშიშარი მეომრები იყვნენ საკუთარი კოდექსით? ფილმები გვიყვებიან რომ ისინი აერთიანებენ საბრძოლო ხელოვნების უზადო ოსტატობას, ბუნებასთან ჰარმონიას და მთელი აღმოსავლეთის სიბრძნეს. მაგრამ, იყვნენ კი ისეთივე სრულყოფილები როგორსაც ფილმები გვიხატავენ? წარმოგიდგენთ 5 საინტერესო ფაქტს იაპონელი სამურაების შესახებ:


1. ჰომოსექსუალიზმი და პედოფილია

ვაჟკაცური, მამაცი და უშიშარი იაპონელი სამურაი არ თაკილობდა ინტიმურ ურთიერთობას თავის ახალგაზრდა მოსწავლეებთან. ეს ფენომენი ძალიან გავრცელებული იყო და მას "შუდოს" უწოდებდნენ, რაც ნიშნავს "ახალგაზრდა კაცის გზას". ამრიგად, სამურაები ამზადებდნენ თავიანთ მოსწავლეებს მორცილებას და დაქვემდებარებას. რაც შეეხება ქალებს, სამურაები მათთან ურთიერთობას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ და ხშირად უგულებელყოფდნენ ქალთან სიახლოვეს, თვლიდნენ, რომ ამგვარი ურთიერთობა ასუსტებდა მეომრის სულს და სხეულს.

image


2. ყალბი ერთგულება

ხშირად სამურაების შესახებ ფილმებში ვხედავთ, როგორ იბრძვის მეომარი უშიშრად ბოლომდე. და თუ ძალები არათანაბარი აღმოჩნდა და დამარცხება გარდაუვალია, სამურაი ამაყად ასრულებს ჰარაკირის რიტუალს, რათა ბრძოლა ღირსეულად დაასრულოს. მაგრამ რეალურად ყველაფერი ყოველთვის ასე “ლამაზად" არ ხდებოდა. ხშირად სამურაი ღალატობდა თავის ბატონს და მტრის მხარეს გადადიოდა. მე –15 – მე –17 საუკუნეების პერიოდში, შიდა ომების დროს, მრავალი ბრძოლა გაიმართა იაპონიაში, რომელთა მოგება შეუძლებელი იყო. თუ ყოველი წაგებული ბრძოლის შემდეგ სამურაები საკუთარ ჰარაკირის რიტუალს შეასრულებდნენ, ძალიან ცოტა რაოდენობის მეომარი დარჩებოდა. ბრძოლაში დამარცხების შემთხვევაში, სამურაის თავისუფლად შეეძლო მტრის მხარეს გადასვლა.

image


3. უმუშევარი სამურაები

გახანგრძლივებული შიდასახელმწიფოებრივი ომების დასრულების შემდეგ მშვიდობა დაიწყო, სამურაების სამხედრო კარიერაც დასრულდა. რამდენიმე თაობაში პროფესიონალი მეომრები იძულებულნი გახდნენ მოეძებნათ შემოსავლის რაიმე სხვა წყარო გადასარჩენად. ზოგმა ხელობა შეისწავლა და მუშაობა დაიწყო, ზოგი ვაჭრობით დაკავდა, ნაწილი კი გავლენიანი პირების მცველები ან დაქირავებული მკვლელები გახდნენ.

image


4. მიწათმოქმედი სამურაები

ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ბრძოლების გარდა საშუალოდ სამურაი დიდად არ განსხვავდებოდა გლეხისგან. სამურაი ასევე ცხოვრობდა შორეულ სოფლებში და ეწეოდა მიწათმოქმედებას.
განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ჩვეულებრივ გლეხებს აკრძალული ჰქონდათ ხმლის ან სხვა იარაღის ტარება, სამურაებს კი არა.

image

5. სამურაის ღირსების კოდექსი

ბუსიდო (მეომარი გზა) არის სამურაის ქცევის ეთიკური კოდექსი. კოდექსი შეიცავდა წესებს, რომელთა დაცვაც ყველა სამურას ვალი იყო. წერილობით ეს კოდექსი არასდროს არსებობდა, იგი მხოლოდ ზეპირად გადაეცემოდა და საუკუნეების განმავლობაში მისი წესები ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. კოდექსის დარღვევის შემთხვევაშუი სამურაი სიკვდილით ისჯებოდა. საუკეთესო შემთხვევაში ეს იყო გაძევება, უარეს შემთხვევაში კი რა თქმა უნდა თავის მოკვლის რიტუალი.

image

0
223
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0