x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
გემოვნების საკითხია წითური გოგო მოგეწონება თუ არა, როგორც წესი წითური გოგოები ძალიან ლამაზი და შარმიანი არიან

image 21-საუკუნეში საზოგადოება კანის ფერის გამო არ უნდა ითვალისწუნებდეს ვინმეს, ვფიქრობ ეს აქსიომაა, თუმცა ამის მიუხედავად საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ ალმაცერად უყურებს ფერადკანიანებს და მათთან ერთად წითურ ადამიანებსაც.
შუა საუკუნეებში ინკვიზიცია საშინელი ხერხით და ფორმით უსწორდებოდა წითურ ადამიანებს, რადგან მათ ეშმაკისეულად თვლიდნენ (ისე საინტერესოა იმ ინკვიზიტორებიდან რომელს ან სად ჰყავდა ეშმაკი ნანახი, კანის ან თმის ფერის გამო რომ წვავდნენ კოცონზე უდანაშაულო ადამიანებს).
შესაძლოა ამ სტატიის მკითხველებს შორისაც იყვნენ წითური ადამიანები, ჩემი პატივისცემა მათ და ჩემი მხარდაჭერაც, თუ ვინმე კანის ან თმის ფერის გამო ეწევა მათ დისკიმინაციას.
თავადაც ხშირად მქონია საზოგადოებაში კამათი თემაზე-კარგი გოგოა, მაგრამ წითურია.
რომელ საუკუნეში ცხოვრობთ ხალხო, რა უაზრობაა გოგო დაიწუნო თმის ფერის გამო, მით უფრო როცა წითური გოგონები ძალიან ლამაზები არიან და ამასთან ერთად ძალიან შარმიანებიც, მე ვისაც კი ვიცნობ ყველა პოზიტიური ადამიანია.
არ მოგწონს-არ მოგწონს, მაგრამ რაღას ლანძღავ, ვინმეს რამე დაგიშავათ მისმა წითურმა გარეგნობამ?
ნაცნობმა ქალბატონმა სარძლოდ ულამაზესი და განათლებული გოგონა დაიწუნა მხოლოდ იმის გამო, რომ გოგონა წითური იყო და ამის გამო შვილიც დაკარგა (ბიჭმა შეყვარებულს დედის ისტერიკის მიუხედავად ხელი თხოვა და ოჯახიც შექმნეს, თან ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად).
გემოვნებაზე არ დაობენო ნათქვამია, ეს ასეცაა, მაგრამ გადახედეთ ამ წითური გოგონების ფოტოკოლაჟს და გულზე ხელი დაიდეთ ეს გოგოები ან შავგრემან ან ქერა გოგოებზე ნაკლები არიან გარეგნობით?

P.S
ჩემი მეუღლე ქერაა, არც მე ვარ წითური და არც ოჯახის წევრებიდანაა რომელიმე წითური, ასე რომ არ იფიქროთ პირადი მოტივაციიდან ვსაუბრობ.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage+14
















0
642
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
642