x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კორონავირუსით ინფიცირებული სტუდენტი 11 დღე ცხოვრობდა ხეზე
image

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებული სტუდენტი 11 დღის განმავლობაში იჯდა ხეზე და ამით დაიცვა თვითიზოლაციის რეჟიმ. ამის შესახებ India.com იუწყება.


18 წლის ინდოელმა, სახელად შივამ, ქალაქ ნალგონდადან (ტელეგანას შტატი) შეიტყო, რომ 4 მაისს კორონავირუსით დაინფიცირდა. იმისათვის, რომ ნათესავებისთვის არ გადაედო ინფექცია, ინდიელმა საკუთარი სახლის ეზოში ხის ტოტებზე საწოლი გააკეთა.


შივა უმეტეს დროს მობილურ ტელეფონზე საუბარში ატარებდა, ხოლო მისი ნათესავები საკვებს აწვდიდნენ სპეციალური ამწე სისტემის გამოყენებით, რომელიც მან თავად მოიგონა.


image

”ისიც არ ვიცი, უთხრეს თუ არა მოხალისეებმა ადგილობრივ ჩინოვნიკებს, რომ მე დადებითი ტესტი აღმომაჩნდა. არავინ დამეხმარა. ყველას ეშინია ვირუსისგან და არ ტოვებს სახლს “, - დაიჩივლა შივამ.


სტუდენტი სწავლობს სამხრეთ ინდოეთში ჰაიდარაბადის უნივერსიტეტში. ის სახლში დაბრუნდა დაახლოებით ერთი თვის წინ, რადგან ჰაიდარაბადში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვმა მოიმატა.


ინდოეთში ბოლო ორიოდე დღეა სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, შეინიშნება კორონავირუისით იფიცირებულთა კლება, გასულ დღე-ღამეში ინფექციის 281 386 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4 106 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში კორონავირუსის 24.97 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 274 390 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.



0
635
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
635
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0